სტუ-ის რექტორი ქალთა სამეცნიერო-აკადემიურ საზოგადოებას და სტუდენტებს მარტის დღესასწაულებს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე უნივერსიტეტის ქალთა სამეცნიერო-აკადემიურ საზოგადოებასა და სტუდენტებს მარტის დღესასწაულებს ულოცავს და პედაგოგიურ-კვლევით საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში წარმატებას უსურვებს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით, დედის დღესა და ქალთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს – ქალ მეცნიერებს, ინჟინრებს, პედაგოგებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც უდიდესი სიყვარულით, თავდადებით ემსახურებიან ქართულ განათლებას, მეცნიერებას, ინჟინერიას, მომავალი თაობების აღზრდას.
ქალებს უდიდესი როლი აკისრიათ საქართველოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის ფორმირებაში. თქვენ ყოველთვის იყავით და ხართ მამოძრავებელი ძალა ყველა სფეროში! თქვენი თავდადება და საქმისადმი ერთგულება შთააგონებს თაობებს და აძლიერებს ერს, ქართულ სახელმწიფოს. თქვენი პროფესიონალიზმი, მრავალმხრივი ნიჭი, სულიერი სიმტკიცე და შეუპოვრობა საფუძველთა საფუძველია წარმატებული ოჯახების და ძლიერი, განვითარებული საზოგადოების ჩამოყალიბებისა.
განსაკუთრებული პატივისცემით მივმართავ ჩვენს მეცნიერ ქალებს, რომლებიც ახალი იდეების გენერირებისა და საინჟინრო დარგების განვითარებისთვის თავდაუზოგავად მუშაობენ. მათი მოღვაწეობა ხელს უწყობს ჩვენი უნივერსიტეტის ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში. ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტი გოგონებისთვის სწორედ ისინი ხდებიან თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ქალმა მეცნიერმა, პედაგოგმა საკუთარი ცოდნა და ნიჭი ქვეყნის განვითარებას მოახმაროს.
მარტის დღესასწაულებს ვულოცავ ჩვენს სტუდენტ გოგონებს, რომლებიც ვაჟებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მომავალი ხართ! თქვენი მოტივაცია, ნიჭიერება და ინოვაციისადმი სწრაფვა საქართველოს მდგრადი განვითარების, უკეთესი სამყაროს ჩამოყალიბების ძლიერ გარანტიებს ქმნის, რადგან ქალები, თავიანთი შეუპოვარი სულისკვეთებით, მუდამ მხარს უჭერთ პროგრესსა და განვითარებას.
ჯანმრთელობას და პირად წარმატებას ვუსურვებ ყველა ქალს: ერთი მხრივ – დედას, ქალიშვილს, დას და მეორე მხრივ – მეცნიერს, პედაგოგს, ლიდერს, რომელთა მიღწევები აძლიერებს ჩვენს უნივერსიტეტს, ჩვენს ქვეყანას. მადლობას გიხდით დაუღალავი შრომისთვის, სიმამაცისთვის, სიყვარულისთვის, რითაც ყოველდღიურად ემსახურებით განათლებას, მეცნიერებას, თქვენს ოჯახებსა და ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...
სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...
სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...