სტუ-ის რექტორმა ხუთი პროფესორი ოქროს მედლებით დააჯილდოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მეცნიერების განვითარებასა და ახალი თაობების აღზრდაში შეტანილი სოლიდური წვლილისთვის უნივერსიტეტის ხუთ პროფესორს სტუ-ის ოქროს მედლები და ჯილდოს დამატასტურებელი სიგელები გადასცა.
გიორგი ნიკოლაძის დარბაზში გამართული აკადემიური საბჭოს სხდომაზე რექტორმა ოქროს მედლები სამშენებლო ფაკულტეტის ოთხ პროფესორს – გელა ყიფიანს, შახ ბაქანიძეს, ტარიელ კვიციანსა და თამაზ ბაციკაძეს გადასცა. აღნიშნული საპატიო ჯილდო ასევე ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორს – გიორგი ცაავას მიენიჭა.
როგორც დავით გურგენიძემ აკადემიურ საბჭოზე განაცხადა, პროფესორებს – გელა ყიფიანს, შახ ბაქანიძეს, ტარიელ კვიციანს, თამაზ ბაციკაძესა და გიორგი ცაავას ათეულობით წელია განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში, ასევე მაღალი სტანდარტის შესაბამისად ახალი თაობის სწავლების პროცესში, რის საფუძველზეც აკადემიურმა საბჭომ მათი დაჯილდოების გადაწყვეტილება მიიღო.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ოქროს მედალი“ განსაკუთრებული მნიშვნელობის ჯილდოა, რომელიც მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობის, პროფესიული თავდადებისა და უნივერსიტეტის წინაშე გაწეული მნიშვნელოვანი ღვაწლისთვის გაიცემა. ეს უნივერსიტეტის მხრიდან მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატულებაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დიდი ერთგულებით ემსახურებიან არა მხოლოდ მეცნიერების განვითარებას, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ახალგაზრდობის განათლებასა და პროფესიულ ჩამოყალიბებაში.
ამჯერად, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით საპატიო ჯილდო გადავეცით გამორჩეულ მეცნიერ-პედაგოგებს, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებაში. მათი საქმიანობა, სამეცნიერო მიღწევები და სტუდენტებთან მუშაობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურებოდეს მეცნიერი ინჟინერიის განვითარებას, ცოდნის გავრცელებასა და საზოგადოებრივ პროგრესს. ვულოცავ ჩვენს კოლეგებს ამ საპატიო ჯილდოს. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას და კიდევ მრავალ წარმატებულ წელს მეცნიერებისა და განათლების სამსახურში,“ – აღნიშნა რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.
2022 წლის 19 მაისს დაწესებული ჯილდო – სტუ-ის „ოქროს მედალი” – რექტორის წარდგინების საფუძველზე და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის გაიცემა. აღნიშნული ჯილდო, დაარსებიდან დღემდე, 80-ზე მეტ მეცნიერ-მკვლევარს გადაეცა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...
სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...
სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...




