სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები შეხვდნენ

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 40%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსის სტუდენტებს, მაგისტრებს და დოქტორანტებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელიც სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის და  სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების სამმარველოს უფროსმა ხათუნა ბერიძემ და ბიუროს უფროსის მოადგილე მერაბ მურღულიამ სტუდენტებს საინჟინრო-ექსპერტიზის და ასევე, ნორმატიული ექსპერტიზის სამმართველოებში სტაჟირების პროგრამის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სტუდენტთა  სტაჟირების პროგრამა მოიცავს ერთწლიან პერიოდს.

„ექსპერტიზის ბიურო, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან ნაყოფიერად თანამშრომლობს, ჩვენს მიერ ჩატარებულ ორივე დასაქმების ფორუმს ესწრებოდა, მათი მხრიდან დიდია დაინტერესება, ამიტომ ხშირად გვიგზავნიან არსებულ ვაკანსიებს. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების მხრიდან დიდი დაინტერესებაა და ეს გასაგებიცაა, როგორც სამშენებლო მიმართულება, ასევე ექსპერტიზა სპეციფიკური დარგებია და მოთხოვნა დიდია. ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს სტუდენტების კარიერულ წინსვლაზე, სტუდენტებს უადვილებს დასაქმებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამშენებლო ფაკულტეტს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, ტარდება სხვადასხვა აქტივობა, რაც ორივე მხარისთვის, როგორც დამსაქმებლისთვის, ასევე სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა“, – აცხადებს ნატო ქათამაძე.

შეხვედრის დასასრულს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა სტუდენტების კითხვებს გასცეს პასუხები.

 

 


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

სიახლეები

სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ  ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...

მოგვწერეთ