სტუ-ის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს B და C ჰეპატიტის ვირუსის სკრინინგი ჩაუტარდათ
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პაციენტთა ასოციაცია „ჩვენ დავამარცხეთ C“ ორგანიზებით და პარტნიორი ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ მხარდაჭერით, ტესტირების კვირეულის ფარგლებში, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის B და C ჰეპატიტის ვირუსის სკრინინგი ჩატარდა.
პაციენტთა ასოციაცია „ჩვენ დავამარცხეთ C“ პროექტის აღმასრულებელი დირექტორის ეზეკი ინწკირველი-ჩხეიძის განცხადებით, C ჰეპატიტი ვერაგი დაავადებაა და ძნელად გამოსავლენი. სწორედ ამიტომაც ტარდება ტესტირების კვირეული ევროპაში, რომელსაც უკვე მეათე წელიწადია, საქართველოც უერთდება.
„C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანია „გილეად”-ის მხარდაჭერით. C ჰეპატიტით დაავადებულ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეუძლია ისარგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით და ღვიძლის დაზიანების ხარისხის სიმძიმის მიუხედავად მიიღოს C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები უსასყიდლოდ. პროგრამის დასრულებამდე დარჩენილია 2 წელი, ამიტომ, ჩვენ აქტიურად გადავადგილდებით ქვეყნის მასშტაბითდა ვატარებთ სკრინინგს B და C ჰეპატიტის ვირუსზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ პროცესში, რაც მათ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს“, – განაცხადა ეზეკი ინწკირველი-ჩხეიძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, აკადემიური საბჭოს წევრის ზაზა სოფრომაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოხარულია ისეთ ფართომასშტაბიან კამპანიის პროცესში ჩაერთოს, როგორიცაა ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციის პროგრმა.
„სკრინინგის გარდა, აუცილებლად უნდა „დავუგდოთ ყური“ საკუთარ ორგანიზმს და პატარა სიგნალიც კი არ გავატაროთ უყურადღებოდ. ამას მხოლოდ ექიმები არ გვეუბნებიან, ამაზე დაუზარლად ლაპარაკობენ ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ჯოჯოხეთური გზა გაიარეს C ჰეპატიტთან ბრძოლაში და ახლა ცდილობენ, საინფორმაციო კამპანიით სხვებს დაეხმარონ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასოციაცია „ჩვენ დავამარცხეთ C“ და მისი პარტნიორი ორგანიზაცია „ახალი ვექტორი“ საქართველოს რეგიონებში ატარებს კამპანიას. ამჯერად ისინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვივნენ და სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ჩაუტარეს სკრინინგი. აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ყოფილი პაციენტები არიან. მათ დღეს სტუდენტებს გააცნეს საკუთარი ისტორიები, ისაუბრეს ვირუსზე, რომელიც ელიმინაციის პროგრამის წყალობით დაძლიეს. კამპანიის ფარგლებში ყოფილ პაციენტებს სურთ სხვებს დაეხმარონ ამ უხილავი და ვერაგი მტრის დამარცხებაში“, – განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...
სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...
სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...