სტუ-ში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დღე აღინიშნა
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დღე აღინიშნა.
საუნივერსიტეტო სივრცეში ახალი ფაკულტეტი 10 წლის წინ, 2013 წლის 16 დეკემბრს ჩამოყალიბდა და დღეს აგროინჟინერიის, მევენახეობა ენოლოგიის, სასურსათო და აგრარული ტექნოლოგიების მიმართულებით ახორციელებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას.
აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა სტუ-ის რექტორმა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და სტუმრებს მიულოცა ფაკულტეტის დღე და აღნიშნა, რომ აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტია, სადაც სტუდენტებს ყველა შესაძლებლობა აქვთ ჩამოყალიბდნენ დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად.
„პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს არის უდიდესი ნაბიჯი, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი საქართველოს ისტორიაში. გილოცავთ და ვულოცავ ხელისუფლებას, ქვეყანას და ხალხს. წარმატეტები ყოფილიყოს ჩვენი თანამდევი. დღეს უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება, აღვნიშნავთ აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დღეს. საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ბევრ პროექტთა შორის, ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დაარსება ითვლება. დღეს თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ფაკულტეტი საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისადაა აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო 32 ლაბორატორიითა და 28 აუდიტორიით. აქ ხორციელდება როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები. ბაკალავრიატის რვა პროგრამა კი სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული. ფაკულტეტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფრანგული უნივერსიტეტის René-1-ის (Universite de RENNES 1) მონაწილეობით ხორციელდება ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა – წარმოების მენეჯმენტი რძის მრეწველობაში. ჩვენ, გასულ წელს, სასურსათო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის 2021-2022 წლის კურსდამთავრებულებს საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-ის დიპლომები გადავეცით. ღონისძიებაში მონაწილეობდა ფრანგულ-ქართული ინსტიტუტის დირექტორი, კამილ ნორა. დარგი, რომელის განვითარებისთვის პროფესიონალ კადრს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი ზრდის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, ამიტომ ხელისუფლება ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესებს დიდ ყურადღებას უთმობს. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რადგან სწორედ მისი პრემიერობის დროს დაიწყო ფაკულტეტის დაარსებაზე ზრუნვა. ქმედითი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ამ მნიშვნელოვან დღეს ვულოცავ კოლეგებს, სტუდენტებს, პარტნიორ ორგანიზაციებს და ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის წინსვლა“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა, აკადემიკოსმა ედიშერ კვესიტაძემ მადლობა გადაუხადა რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ფაკულტეტის მხარდაჭერისთვის. როგორც დეკანმა განაცხადა ფაკულტეტზე, სადაც აგრარული მიმართულების 22 პროგრამა ფუნქციონირებს, საუნივერსიტეტო სწავლების სამივე საფეხურზე, 2000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
„ვულოცავ კოლეგებს ფაკულტეტის დღეს და მადლობას მოვახსენებ სტუ-ის რექტორს, ადმინისტრაციას ფაკულტეტის მხარდაჭერისთვის. აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი არის ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტი, სადაც სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე საბაკალავრო პროგრამები: აგრარული ტექნოლოგიები, მევენახეობა და ენოლოგია, მეცხოველეობა, ნიადაგი და წყლის რესურსების ინჟინერია, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, აგრონომია და აგროინჟინერია სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ფაკულტეტზე სამი, ორდიპლომიანი პროგრამა მოქმედებს და სასწავლო კურსს ფრანგ კოლეგებთან ერთად, ქართველი პროფესორ-მასწავლებლები წარმართავენ, სტუდენტები კი სასწავლო პროცესში ყველა იმ კომპონენტს გადიან, რასაც მათი ფრანგი თანატოლები. დასრულების შემდეგ ისინი ორ – ფრანგული უნივერსიტეტის რენ 1-ისა და სტუ-ის დიპლომს იღებენ. ფაკულტეტზე მოქმედებს მევენახეობა-ენოლოგიის ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა მილანის უნივერსიტეტთან ერთად. სამაგისტრო პროგრამა – მევენახეობა და მეღვინეობა გახდა ევროპული ანალოგიური სამაგისტრო პროგრამის – EMAVE-ს კონსორციუმის წევრი. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ქიმია-ბიოლოგიის შაბათის სკოლა, რომლის მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია და ქიმია-ბიოლოგიით დაინტერესებული მოსწავლეების ხელშეწყობა შემეცნებით-პოპულარული პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით. რაც მთავარია, ფაკულტეტი ჩვენს ქვეყანას უზრდის მაღალკვალიფიციურ კადრს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დეკანმა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ სტუ-ის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის დღის დაწესებისთვის. როგორც გივი ჯაფარიძემ აღნიშნა, სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მენეჯმენტი ორიენტირებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებასა და დარგის განვითარებაზე. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, ასევე, აკადემიკოსებმა გივი გავარდაშვილმა, ჯემალ გუგუშვილმა და სხვა გამომსვლელებმა ფაკულტეტს წარმატებები უსურვეს.
ღონისძიების დასასრულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა აკადემიკოს გურამ ტყემალაძეს, საპატიო დიპლომები პროფესორებს: ნინო ჩხარტიშვილს, მალხაზ დოლიძეს და იოსებ სარჯველაძეს. ასევე, რექტორმა და ფაკულტეტის დეკანმა მადლობის სიგელები გადასცეს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს: მილენა მალხასიანს, თამარ ზედგენიძეს, ჯემალ გაბრიჭიძეს, ნინი ყავლაშვილს და სალომე მიქაძეს.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...
სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...
სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...