სტუ-ში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია — „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა მე-8 საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია — „გლობალიზაცია და ბიზნესის საერთაშორისო გამოწვევები“.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, მათ შორის, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (გერმანია) სენატორი მიხაელ ჰარცი, პროფესორები ვილჰელმ ჰაუზერი და შტეფან ჰუტერი, პანონიის უნივერსიტეტის (უნგრეთი) ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბიეტა ფეჰერვოლგუი და პროფესორი ვიქტორია ცუპონი.
კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში თამარ ლომინაძემ. მან მადლობა გადაუხადა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს კონფერენციის ორგანიზებისთვის, ასევე, კონფერენციის ქართველ და უცხოელ მონაწილეებს. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ განაცხადა, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნებმა მოახერხონ და იპოვონ ოპტიმალური ბალანსი გლობალიზაციას, ბიზნესისა და ეკონომიკის თვითკმარობის აუცილებელ დონეს შორის.
„კონფერენციის თემატიკა, მეცნიერებს შორის დიალოგი, აზრთა გაცვლა კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ მივიღოთ პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე. დღეს მსოფლიო უამრავი გამოწვევის წინაშეა. გლობალური მიწოდება-მომარაგების ჯაჭვი მიბმულია ბიზნესზე, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე. სპეციალისტები გლობალიზაციასა და ეკონომიკურ ნაციონალიზმს შორის ახალი ბალანსის ძიების პროცესში არიან. ამ ფონზე, გლობალური პრობლემების მოგვარებისათვის პრიორიტეტულ ამოცანად საერთაშორისო კონსოლიდირება რჩება. ცხადია, ეს ბევრ ფაქტორზე, პოლიტიკურ ნებაზე და რესურსებზეა დამოკიდებული. მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და ბიზნესის დარგში მოღვაწე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებს და მკვლევრებს. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ქვეყანა ჩაკეტილი იყო, მათ მოახერხეს შეექმნათ ერთიანი სივრცე, უცხოელ პარტნიორებთან ემსჯელათ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე კვლევებზე. კონფერენციის მონაწილეები დამეთანხმებიან, რომ ეს იყო ეკონომიკის, ბიზნესის გადასარჩენად გადადგმული საუკეთესო ნაბიჯი, რამაც, თითქმის ოთხი წლის შემდეგ დადებითი შედეგი დაგვანახა. რომ არა ერთიანობა, საერთო ხედვები და მცდელობა რაც შეიძლება ნაკლებად დავზარალებულიყავით, მსოფლიოში და შესაბამისად ჩვენს ქვეყანაში რთული ვითარება იქნებოდა. აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ღონე იხმარა, რათა ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი – ბიზნესი, ყველაზე რთულ პერიოდშიც კი განვითარებულიყო. გლობალიზაცია გულისხმობს გამოწვევებს არა მხოლოდ დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთვის. ამდენად, უაღრესად საინტერესოა ის ინოვაციები და ახალი რეკომენდაციები, რომელზეც იმსჯელებენ კონფერენციაზე. წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის თქმით, მსოფლიოში მეცნიერების ჩართულობით ირკვევა, საით უნდა განვითარდეს ეკონომიკისა და ბიზნესის პარადიგმები და კონფერენციებზე მსჯელობა მნიშვნელოვანია, სწორად განისაზღვროს ეკონომიკური მეცნიერების მიმართულებები.
„კონფერენცია ხელს უწყობს, როგორც მონაწილეთა შორის მეცნიერული მიდგომების გაზიარებას, ასევე სტუდენტთა, მომავალ მეცნიერთა ჩართულობით, სამომავლო პერსპექტივების შემუშავებას ევრაზიის ქვეყნებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. მადლობას მოვახსენებ კონფერენციის მონაწილეებს და წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.
კონფერენციის ფარგლებში მუშაობა ხუთ სექციად წარიმართა. კერძოდ:
-
ბიზნესისა და მენეჯმენტის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და პერსპექტივები. სექციის ხელმძღვანელი – პროფესორი ევგენი ბარათაშვილი;
-
ფინანსების, საბანკო საქმის, საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და ანალიზის აქტუალური პრობლემები. სექციის ხელმძღვანელი – პროფესორი გიორგი ცაავა;
-
ტურიზმისა და მარკეტინგის გამოწვევები და პერსპექტივები. სექციის ხელმძღვანელი – პროფესორი ლელა კოჭლამაზაშვილი;
-
საჯარო მმართველობა და სამართალი. სექციის ხელმძღვანელი – პროფესორი შოთა დოღონაძე;
-
სოციალური მეცნიერებები და მულტიდისციპლინური კვლევები. სექციის ხელმძღვანელი – პროფესორი ანზორ აბრალავა.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...
სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...
სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...