სტუ-ში, თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, მოთხოვნადი პროფესიული კურსების მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025 წლის გაზაფხულის სემესტრის პროფესიული მომზადების ოთხი სრული ინტენსიური კურსის წარმატებულ მსმენელთათვის სერტიფიკატების გადაცემისა და აღნიშნული პროექტის შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის მერიის პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში განხორციელდა.
2025 წლის გაზაფხულის სემესტრში, თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ოთხი მიმართულების სრული ინტენსიური კურსი საერთო ჯამში წარმატებით გაიარა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 85 მოქალაქემ. მათ შორის: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სრული კურსი – 40 მსმენელმა; ამფეთქებლის დამხმარის მოსამზადებელი პროფესიული კურსი – 15-მა; ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების (მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემები) მემონტაჟის დამხმარისა და ჭაბურღილების ბურღვის პროფესიული კურსები კი ასევე 15-15 მსმენელმა.
პროგრამის ბენეფიციარებს სერტიფიკატები გადასცეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ ქარსელაძემ, სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ, პროექტის მენეჯერმა, სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა რატი გურგენიძემ და შრომის უსაფრთხოების საუნივერსიტეტო სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ლუკა თვარაძემ.
ღონისძებაზე მიმდინარე წლის გაზაფხულის სემესტრში განხორციელებული პროექტის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო სამოქმედო გეგმა განიხილეს. როგორც თბილისის მერიის პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ეგიდით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტის მენეჯერმა რატი გურგენიძემ აღინიშნა, მოქალაქეთა მხრიდან აქტიური ჩართულობისა და მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, სტუ-ის ოთხივე ინტენსიურ კურსზე მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან მსურველთა ახალი ნაკადების მიღება უკვე მიმდინარეობს.

საგანმანათლებლო მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის მერიას შორის ნაყოფიერი პარტნიორობის შესახებ კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა ისაუბრა. მან სამომავლო დასაქმებისა და კარიერული ზრდის კუთხით იმ სამომავლო სარგებელზე შეაჩერა ყურადღება, რომელსაც სტუ-ის მოთხოვნადი და ამავდროულად იშვიათი სპეციალობების დაუფლების შედეგად წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ.
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტისა და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტი, რომელიც ეტაპობრივად ფართოვდება, ქმნის შესაძლებლობას, რომ შრომის ბაზარზე მოთხოვნადსა და იშვიათ სპეციალობებში – როგორიცაა შრომის უსაფრთხოება, ამფეთქებელი, ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მონტაჟი და ჭაბურღილების ბურღვა – მსურველები მაღალპროფესიულ დონეზე მოვამზადოთ. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მისი კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს. ის ფაქტი, რომ სერტიფიკატები 85 წარმატებულ მსმენელს გადავეცით, დასტურია იმისა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ეს მორიგი ეტაპიც კარგი შედეგებით დასრულდა. დარწმუნებული ვართ, ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ღირსეულად დასაქმდებიან კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებში, სხვადასხვა პროფილის საწარმოებსა თუ კომპანიებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტი გრძელდება და მასში მონაწილეობის სურვილს თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები არაერთი მოქალაქე გამოთქვამს. უნივერსიტეტის სახელით კარიერულ წინსვლას ვუსურვებთ მათ”, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, ვასილ ქარსელაძის თქმით, თბილისის მერიის მიზანი დედაქალაქში რეგისტრირებული, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობებით დასაქმების ხელშეწყობაა, ამ მხრივ კი მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წვლილი. ვასილ ქარსელაძემ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა სტუ-ის ადმინისტრაციას და აკადემიურ პერსონალს, პროექტის კურსდამთავრებულებს კი ღირსეულად დასაქმება უსურვა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად პარტნიორობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამასთან – „ისწავლე და დასაქმდი“. პროგრამა ითვალისწინებს ინტენსიური პროფესიული კურსების გავლით თბილისში რეგისტრირებულ დასაქმების მსურველ მოქალაქეთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად 50-მდე სპეციალობაში.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...
სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...
სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...