ჯაზ-ორკესტრი
პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრი, 1942-43 წ.წ დირიჟორ ნიკოლოზ თევზაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა და ქართული საესტრადო ხელოვნების ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. ორკესტრის ბაზაზე 1948 წელს შეიქმნა ჯაზ-ორკესტრი გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტის, შემდეგში ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, იოსებ ტუღუში ხელმძღვანელობით, ვოკალური კვარტეტი საქართველოს დამსახურებული არტისტის გურამ ბზვანელის ხელმძღვანელობით, ვოკალური ანსამბლი „შვიდკაცა“ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, დირიჟორ ჯანსუღ კახიძის ხელმძღვანელობით, ვოკალური ანსამბლი „რერო“, ანსამბლს „ორერა“, სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი. ორკესტრმა შემოიკრიბა ცნობილი მოღვაწეები, კომპოზიტორები სანდრო მირიანაშვილი, იაკობ კარგარეთელი, ედი როზნერი, ალექსანდრე ბაბოვი, კონსტანტინე პენზნერი, გია ყანჩელი. სწორედ სტუ-ს ორკესტრიდან დაიწყეს შემოქმედებითი კარიერა ჯაზის ცნობილმა ოსტატმა გიული ჩოხელმა, ჯილდა დათუაშვილმა, ჯანო ბაგრატიონმა, ნანული აბესაძემ, ნიკო ჯადუგიშვილმა, ლეგენდარულმა ნანი ბრეგვაძემ, გია ჭირაქაძემ,
ჯემალ სუხიშვილმა, ირმა სოხაძემ, ეთერ კაკულიამ, დები ჩაფიძეების დუეტმა, პიანისტმა მედეა გონგლიაშვილმა, მუსიკოსმა გივი გაჩეჩილაძემ, საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა და ცნობილმა იუმორისტმა ქართლოს კასრაძემ.
1975 წლიდან ჯაზ-ორკესტრს სათავეში ჩაუდგა გოგი კალანდაძე, ანსამბლ „დიელოს“ წვრი. 1980 წლიდან დღემდე ორკესტრის ხელმძღვანელია მუსიკოსი ირაკლი კალმახელიძე. ჩვენი ჯაზ-ორკესტრიდან დაიწყეს შემოქმედებითი კარიერა მომღერალებმა ზურაბ კობეშავიძემ, თემურ თათარაშვილმა, ეკა კვალიაშვილმა, მანან ჩიტაურმა, თეკლა კალმახელიძემ, თემო საჯაიამ, ქეთი ორჯონიკიძემ,ნინი წიკლაურმა(ამჟამად აშშ-შია), ანსამბლ „ვია- 75“-ის წვრმა თემურ ნიკოლაიშვილმა, კომპოზიტორმა ზურაბ მახნიაშვილმა, პიანისტმა ზაზა მარჯანიშვილმა, ალეკო გეგეშიძემ(ლივერპულის ჯაზ-კლუბის სოლისტი, საქსოფონისტი), მიხეილ კაჭკაჭიშვილმა (ამჟამად ლოს-ანჟელესში ხმის ჩამწერი სტუდიის “ესპლანადა“ მფლობელი, სამი ოსკაროსანი ფილმის ხმის რეჟისორი), კაკო ვაშალომიძემ, პიანისტებმა ირაკლი კვანჭიანმა(დღემდე თანამშრომლობს ჯაზ-ორკესტრთან), თემურ მაისაშვილმა(ანსამბლი „ჯადოსნური გზები“), ამირან ცქიტიშვილმა(სტუ-ს დოქტორი, ვატო კახიძის ორკესტრის მუსიკოსი, დღემდე ორკესტრტან თანამშრომლობს), მერაბ გუდავაძემ(საქსოფონი).