თეატრ-სტუდია ,,მოდი-ნახე’’
პოლიტექნიკური ინსტიტუტის ( ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტი) დრამატული დასის პირველი საღამო 1945 წლის 5 ნოემბერს გაიმართა. დრამატული დასის დამაარსებელი გახლდათ არქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტი, შემდეგში ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და საქართველოს სამხატვრო ფონდის დირექტორი, დორიან კიტია. სხვადასხვა წლებში აქ მოღვაწეობდნენ საქართველოს სახალხო არტისტი ნოდარ ჩხეიძე, დიდი რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი, ირაკლი ქოქრაშვილი, მსახიობი ავთანდილ კახნიაშვილი, ავთანდილ გელოვანი, მარლენ კიტია, კოტე მახარაძე, გოგი ქავთარაძე, ავთანდილ ევნაძე ტელერეჟისორი ტარიელ კურცხალია, საქართველოს დამსახურებული არტისტები ბორის წიფურია, აბესალომ ლორია და მურმან ჯინორია.
განვლილი დროის 1945 – 2022 წლების განმავლობაში თეატრის სცენაზე დადგმულია 100 მეტი ქართველი და უცხოელი ავტორების ნაწარმოები.
თეატრს უკვე წლების მანძილზე, 1975 წლიდან სათავეში უდგას ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული,გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, დიმიტრი ალექსიძის სტუდენტი, ნუგზარ ბუცხრიკიძე.
სწორედ ამ წლების მანძილზე თეატრი არაერთი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი და „გრან-პრის“ მფლობელი გახდა. გასული საუკუნის 80 წლებიდან მრავალი სპექტაკლი დიდი წარმატიბით იქნა ნაჩვენები როგორც მაშინდელი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მათ შორის ბალტიის ქვეყნებში, უკრაინასა და რუსეთში, ჰოლანდიაში, ბელგიასა და ლუქსემბურგში, გერმანიაში, საფრანგეთში, იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფინეთში, თურქეთში, იტალიასა, მალტაში და აზიის მრავალ ქვეყანაში.
სტუდენტების გვერდით ამ სცენაზე თამაშობდნენ საქვეყნოდ აღიარებული ქართველი მსახიობები გიორგი გეგეჭკორი, გივი ბერიკაშვილი, ელენე ყიფშიძე, მურმან ჯინორია, ხათუნა იოსელიანი და სხვები.
თეატრთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ გამოჩენილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები ნოდარ დუმბაძე, რეზო გაბრიაძე, გურამ დოჩანაშვილი, ოტია იოსელიანი, გიგლა ხუხაშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, რეზო კლდიაშვილი, დათო ტურაშვილი და სხვები.
სხვადასხვა წლებში თეატრთან თანამშრომლობენ კომპოზიტორები ჯანსულ კახიძე, გია ყანჩელი, იაკობ ბობოხიძე, ვანიკო მაჭავარიანი, ივიკო საყვარელიძე, ჯემალ სეფიაშვილი, გია მაჭარაშვილი, ზაზა მარჯანიშვილი. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მაესტრო ვახტანგ (ვატო) კახიძე, რომელიც 1988 – 2000 წლებში თანამშრომლობდა თეატრთან. 1997 წელს მან სპეციალურად შექმნა მუსიკა სპექტაკლისთვის „ათვინიერებენ მიმინოს“, რომელმაც მოიპოვა გრანპრი იაპონიის მსოფლიოს მოყვარულთა ფესტივალზე. უშუალოდ მონაწილეობდა სპექტაკლებში და ფოლკლორულ კონცერტებში, რომელიც სპექტაკლების შემდეგ იმართებოდა 30 წუთიანი პროგრამით.
თეატრთან თანამშრომლობდნენ ქორეოგრაფები ჯანო ბაგრატიონი, რეზო ჭოხონელიძე, გიორგი ოსეფაშვილი. დღემდე აქტიურად თანამშრომლობს ქალბატონი ცისო კობახიძე.
ამ თეატრის ყოფილი მსახიობები მიმოფანტულნი არიან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მათ ჩამოაყალიბეს და გახსნეს ქართული კულტურის ცენტრები და თეატრები, სადაც ქართველი ემიგრანტების ბავშვები ეუფლებიან ქართულ კულტურასა და ხელოვნებას, სწავლობენ ქართულ ენას.
თეატრში ჩაეყარა საფუძველი ვოკალურ ტრიოს „თაიგული“ (ნუკრი კაპანაძე, ფისო ბედოშვილი და მაია ჩაჩიბაია), ტრიოს „ნატოები“ (ნატო მეტონიძე, ნატო ბოჭორიშვილი და მეგი კახნიაშვილი), ყველასათვის ცნობილ სატირულ-იუმორისტულ ჯგუფი „პა-სეანსი“ ამ თეტრის მსახიობებმა შექმნეს: ( ტელე-პროდიუსერი მამუკა ღლონტი, ლევან ლელაშვილი, ალექსანდრე თეთრაშვილი, ბესო ბერულაშვილი( იუმორისტი, „იუმორინას“ მსახიობი), ცუცა კაპანაძე (ამჟამად ნიუ-ორკის ქართული თეატრის მსახიობი), ირაკლი ფრანგიშვილი, ირინა შაყულაშვილი, მერაბ სანოძე („სანო-სტუდია“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი), ჯაბა მგალობლიშვილი, ლევან ჩიკვაიძე.
თეატრი 2022წ. ივნისში იმყოფებოდა მალტაში, სადაც მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალში „EUROART MALTA 2022“ და მაყურებელს, ტრადიციულად, წარმატებით უჩვენა ლაშა თაბუკაშვილის „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“.
თეატრს მჭიდრო კულტურულ – შემოქმედებითი კონტაქტები აქვს გერმანიის ქალაქ კარლსრუეს „სანდკორნ თეატრთან“ და ამერიკის შეერთებულ შტატების ვისკონსინის შტატის ქალაქ რასინის თეატრალურ გილდიასთან.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა წლებში თეატრში დადგმები განახორციელეს ცნობილმა გერმანელმა რეჟისორებმა: გერმანელმა ზიგფრიდ კრაინერმა და ამერიკელმა ნორმან მაქფიმ.
თეატრი წარმატებით აგრძელებს სტუ 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სპექტაკლების ჩვენებას საქართველოს რეგიონებში.