ვაჟთა სახალხო კაპელა
1965 წელს, იუზა კუბლაშვილმა ჩამოაყალიბა და 24 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა (1965-1989 წ.წ. ) , ქორმაისტერი გახლდათ სოსო ფალავანდიშვილი. იმ პერიოდში ამ სახის საგუნდო ხელოვნების პიონერი გახლდათ ყოფილ სსრკ-ში. 1981 წლიდან კაპელას სათავეში ჩაუდგა და დღემდე ხელმძღვანელობს, ნიჭიერი მუსიკოსი და დირიჟორი ციცი ფალავანდიშვილი. სწორედ სტუ-ს(გპი-ს) ვაჟთა კაპელაში დაიწყეს შემოქმედებითი გზა „დიდი თეატრის„ სოლისტებმა ზურაბ სოტკილავამ, პაატა ბურჭულაძემ, სახელწიფო ოპერის სოლისტებმა თემურ გუგუშვილმა, გია (ჯარჯი) ასათიანმა, ბერლინის ოპერის სოლისტმა მიხეილ ბახტაძემ, ტენორების კონკურსის ლაურეატმა მიხეილ სილაგაძემ, „ცისფერი ტრიო“- დავით აბესაძემ, თამაზ სეფერთელაძემ, მალხაზ თავართქილაძემ.
„ტრიო თბილისი“- ზაზა მამალაძემ, რევაზ გუნიავამ, ნუგზარ აფხაიძემ.
„ტრიო სიმი“- ზაზა ბოკვერაძემ, რეზო გელაშვილმა, ზურაბ ცქიტიშვილმა.
ანსამბლი „მგზავრები“- გიგი დედალამაზიშვილმა, ლაშა დოხნაძემ, დათო გოგელიამ, ბეჟან ამირანაშვილმა, გუგა კუბლაშვილმა. ანსამლის „შავნაბადა“ დამაარსებელმა და კაპელმეისტერმა დავით გოგელიამ, „ქართული ხმები“ წევრებმა ძმებმა ბაკურაძეებმა, ანსამბლის „ალილო“ მომღერალმა ზურაბ დათიკაშვილმა, ანსამბლი „ბონუსი“-პაატა მელაძემ. ძნელად მოიძებნება ფილკლორული ანსამბლი საქართველოში, სადაც ვაჟთა კაპელას აღზრდილები არ მღეროდნენ (ანსამბლები „ერისიონი“, „რუსთავი“ საქართველოს სხვადასხვა რაიონის ფოლკლორული ჯგუფები და ანსამბლები). 1998 წელს ციცინო ფალავანდიშვილი,სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდაში პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კაპელა არაერთი საერთაშორისო კონკურსის და ფესტივალის ლაურეატი გახდა: „გრან-პრი“ საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი(ვილნიუსი 1984 წელი.); „გრან-პრი“, ვაჟთა გუნდების კონკურსი „Rigas Gailis“ (ლატვია, ქ.რიგა 1989წ.), ხოლო 1990 წელს, იგივე კონკურსზე, მაყურებელთა სიმპათიის პრიზის მფლობელები გახდნენ. „გრან-პრი“ საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი (ლიეტუვა, ვილნიუსი 1990წ); საერთაშორისო ფოლკლორული კონკურსი (თბილისი, 1991წ.); „გრან-პრი“ საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (პოლონეთი, ქ. პოზნანი 1997წ.) ; „გრან-პრი“ საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (საბერძნეთი, კ.როდოსი 2005წ.) ; „უნივერსიადა 2022“ პირველი ადგილის მფლობელები (თბილისი 2022წ);
ვაჟთა სახალხო კაპელასთან ერთად მოღვაწეობს ვოკალური ანსამბლი და ვოკალური კვარტეტი. კაპელა და მასთან არსებული ვოკალური ანსამბლი წარმატებიტ მართავდა კონცერტებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ: გერმანიაში, პოლონეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში, ფინეთში, ბალტიისპირეთში, უკრაინასა და რუსეთში.
2018 წელს, სტუ-ს ვაჟთა სახალხო კაპელას იუზა კუბლაშვილის სახელი მიენიჭა.