ვიდეოთამაშების შემქმნელთა სტუდენტური კლუბი „სუპერ-დაში“ აერთიანებს ვიდეოთამაშების შექმნით დაინტერესებულ სტუდენტებს და ხელს უწყობს მათ შემოქმედებით, პროფესიულ და პრაქტიკულ განვითარებას. კლუბი წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის აქტიურ სტუდენტურ გაერთიანებას და ღიაა ყველა სტუდენტისთვის, რომელიც იზიარებს მის მიზნებს.

მისია

ნიჭიერი და შემოქმედებითი სტუდენტების გაერთიანება და ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბება, სადაც წევრები ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების გაზიარებით ერთმანეთს ეხმარებიან საინტერესო და მრავალფეროვანი ვიდეოთამაშების შექმნაში.

ხედვა

სტუდენტური საზოგადოება, რომელშიც სტუდენტები გუნდურად ქმნიან ხარისხიან ვიდეოთამაშებს, ავლენენ თავიანთ მხატვრულ და შემოქმედებით ნიჭს, ხოლო მათი ნამუშევრები თვალსაჩინოა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ძირითადი მიმართულებები

ვიდეოთამაშების დიზაინი და დეველოპმენტი, პროგრამირება, ვიზუალური ხელოვნება და ანიმაცია, ხმა და მუსიკა, სცენარი და ნარატივი, ტესტირება და მომიჯნავე შემოქმედებითი და ტექნოლოგიური სფეროები.

მიზნები

  • ვიდეოთამაშების შექმნის სფეროში სტუდენტების შემოქმედებითი, პროფესიული და პრაქტიკული განვითარების ხელშეწყობა
  • გუნდური მუშაობისა და წევრებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების წახალისება
  • სტუდენტური იდეების, პროტოტიპებისა და დასრულებული თამაშების შექმნის მხარდაჭერა
  • ადგილობრივ და საერთაშორისო გეიმ ჯემებსა და კონკურსებში სტუდენტების ჩართულობის გაზრდა
  • სტუდენტების მიღწევების წარმოჩენა ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში

ჩვენი საქმიანობა

  • რეგულარული შეხვედრები და თამაშებზე ერთობლივი მუშაობა
  • „გეიმ ჯემებში“ (Game Jams) მონაწილეობა და მათი ორგანიზება. გეიმ ჯემის ფარგლებში მონაწილე გუნდები შეზღუდულ ვადაში, როგორც წესი, 2–3 კვირაში, მოცემულ თემაზე ქმნიან თამაშის საწყის ვერსიას, ანუ დემოს. ნამუშევრები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით ფასდება, ხოლო სამი საუკეთესო გუნდი იღებს ფულად ჯილდოს და მხარდაჭერას თამაშის დასრულებასა და მის მარკეტინგში
  • ვორქშოფები, ტრენინგები და გამოცდილების გაზიარება
  • მენტორობისა და თანასწორთა სწავლების პროგრამები

წევრობა

კლუბში წევრობა ნებაყოფლობითია და ღიაა ყველა სტუდენტისთვის, რომელიც დაინტერესებულია ვიდეოთამაშების შექმნით ან ამ სფეროში თავის მოსინჯვა სურს. წინასწარი გამოცდილება სავალდებულო არ არის.

როგორც კლუბის წევრს, შეგიძლიათ:

  • მიიღოთ მონაწილეობა კლუბის შეხვედრებში, პროექტებსა და ღონისძიებებში
  • შესთავაზოთ ახალი თამაშის იდეები, პროექტები და ინიციატივები
  • ჩაერთოთ პროექტულ გუნდებში თქვენი უნარებისა და ინტერესების შესაბამისად
  • მიიღოთ მონაწილეობა გეიმ ჯემებში და იბრძოლოთ ჯილდოსთვის

ეთიკა და აკადემიური კეთილსინდისიერება

კლუბის წევრები იცავენ უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსს. კლუბის პროექტები ეფუძნება გამჭვირვალობის, პასუხისმგებლობისა და ინტელექტუალური საკუთრების პატივისცემის პრინციპებს. დაუშვებელია დისკრიმინაცია, შევიწროება, პლაგიატი და სხვისი ნამუშევრის ნებართვის გარეშე გამოყენება.

რეგისტრაცია

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?