ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა, ანტონიო ბუონფილიომ სტუ-ში საჯარო ლექცია წაიკითხა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა ანტონიო ბუონფილიომ საჯარო ლექცია, თემაზე – „ალქიმიური ტრანსფორმაცია, ხელუხლებელი ნივთიერებიდან ამაღლებულ ქმნილებებამდე“(Alchemic transformation, from pristine matter to sublime creations), წაიკითხა.
ანტონიო ბუონფილიომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს გააცნო თავისი შემოქმედება. იტალიელმა დიზაინერმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა მასალებზე და მათ გამოყენებაზე, მნიშვნელობაზე, ტექნიკურ საკითხებზე და პრობლემებზე.
ცნობილი იტალიელი დიზაინერი საქართველოში ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მოიწვია. როგორც დიზაინის საერთაშორისო სკოლის მენეჯერი ნინო ახობაძე აცხადებს, ანტონიო ბუონფილიოს საქართველო ძალიან უყვარს და დიდი სიხარულით დათანხმდა სტუდენტების წინაშე საჯარო ლექციით წარმსდგარიყო.
„ანტონიო ბუონფილიო არის მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის მონაწილე. მისი პირველი საერთაშორისო, პერსონალური გამოფენა – Kunst im Kreisehaus, 2003 წელს შედგა. გამოფენის ციკლი გაგრძელდა ევროპის მასშტაბით. მან მოღვაწეობა დაიწყო როგორც მხატვარმა, შემდეგ კი გადავიდა კერამიკასა და ქანდაკებაში. ანტონიო ბუონფილიო მუშაობს სხვადასხვა მასალაში, მათ შორის მარმარილოში, ქვასა და სხვადასხვა ლითონში. არის ერთ-ერთი საუკეთესო თავის პროფესიაში, ამდენად, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტების წინაშე მისი საჯარო ლექციით წარდგენა, ჩვენი ფაკულტეტის მუშაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დიზაინის საერთაშორისო სკოლა აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და ცნობილ დიზაინერებთან, დარგის მაღალრეიტინგულ პროფესიონალებთან. ისინი ჩამოდიან ჩვენთან და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციებს მართავენ, რაც მომავალი დიზაინერების ცოდნის ამაღლებას უწყობს ხელს“, – განაცხადა ნინო ახობაძემ.
ცნობილი იტალიელი დიზაინერი დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებისთვის სამომავლოდ სამდღიანი ვორქშოფის ჩატარებას გეგმავს.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...
სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...
სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...