სტუ-ში კურსდამთავრებულის, ავთანდილ რეხვიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

img.card-img-top{
object-position: 50% 40%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა „უნივერსი“ თვითნასწავლი მხატვრის, სტუ-ის კურსდამთავრებულის, აფხაზეთის ომის ვეტერანის, ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის ფერწერული ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თვითნასწავლი მხატვრის 80-ზე მეტი ფერწერული ტილო – პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები და რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი მშობლიური კუთხის, რაჭის პეიზაჟებს ეთმობა.

პერსონალური გამოფენის გახსნას, რომელიც ხელოვანისთვის რიგით მეშვიდეა, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით ოქიტაშვილი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სტუდენტები. ღონისძიების გახსნაზე მიწვეულნი იყვნენ საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების წევრები, ასევე, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები. 

როგორც გამოფენის გახსნაზე სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სივრცეში მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ზურაბ გუდავაძემ მხატვარს უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვა და კეთილი სურვილები გადასცა. 

„ჩვენთვის, უდავოდ, მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო სივრცეში მსგავსი გამოფენების მოწყობა, მით უმეტეს, როდესაც გამორჩეული ნიჭისა და დიდი შემოქმედებითი პოტენციალის მქონე მხატვარი ჩვენი კურსდამთავრებულია. ავთანდილ რეხვიაშვილის შემოქმედება მთლიანად გაჟღენთილია ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ძლევამოსილ და სწორუპოვარ წინაპართა სიყვარულითა და პატივისცემით. ნამუშევრებიდან იკვეთება ის დიდი აღტაცება, რასაც შემოქმედი საქართველოს ხუროთმოძღვრების შედევრების, ულამაზესი კუთხეების, განსაკუთრებით კი თავისი შობლიური რაჭის მიმართ განიცდის. თუმცა, მისინამუშევრები კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებენ იმაში, რომ ავთანდილ რეხვიაშვილი მხოლოდ წარსულის სიდიადით არ საზრდოობს და მისთვის უმთავრესი ჩვენი ქვეყნის მომავალია“, – აღნიშნა გამოფენის გახსნაზე ზურაბ გუდავაძემ.

ავთანდილ რეხვიაშვილის შემოქმედების შესახებ ისაუბრა საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების თავმჯდომარემ, გურამ ცერცვაძემ. მისი თქმით: „ავთანდილ რეხვიაშვილი, ძირითადად, ფერწერის ტექნიკით მუშაობს. მან ხატვა 65 წლის ასაკში დაიწყო და ფერწერა მისთვის ერთგვარი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაა აფხაზეთში გადატანილი ომის შემდეგ. ამ თვითნასწავლი მხატვრის შემოქმედება გასაოცრად თვითმყოფადი და ჟანრობრივად ძალიან საინტერესოა. მისი ყოველი ნამუშევარი მაღალმხატვრულ დონეზე და უდიდესი სიყვარულით არის შექმნილი, მათში ჩადებული ძლიერი ემოცია კი დამთვალიერებლისთვისაც გადამდები ხდება. მთელი მისი შემოქმედება მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს და რით უნდა სულდგმულობდე“. 

მხატვარმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სახსოვრად თავისი საავტორო ფერწერული ნამუშევარი გადასცა, რომელზეც უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობაა გამოსახული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურდამთავრებულის, ავთანდილ რეხვიაშვილის ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გალერეა „უნივერსში“ 16 თებერვლის ჩათვლით გასტანს. საუნივერსიტეტო საგამოფენო სივრცე ღიაა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის. 

 

სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოხსენება მოისმინა

img.card-img-top{
object-position: 50% 40%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისსაუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორი, პროფესორი ვაჟა პაპასკირი, ბიბლიოთეკისხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლადგამოცხადებული არჩევნების ფარგლებში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობითაკადემიური საბჭოს და ფაკულტეტებისწარმომადგენლების წინაშე მოხსენებით წარსდგა. 

ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა დამსწრესაზოგადოებას გააცნო თანამდებობაზე ყოფნისპერიოდში, გასული 4 წლის განმავლობაში, ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროცესები და ასევე, სამომავლო გეგმები.

ვაჟა პაპასკირმა მადლობა გადაუხადა საქართველოსტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებსმხარდაჭერისათვის. როგორც ბიბლიოთეკისხელმძღვანელმა და ამასთანავე, ამ თანამდებობისდასაკავებლად გამოცხადებული არჩევნებშიმონაწილე ერთადერთმა კანდიდატმა განაცხადა, სტუ-ის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავია. ბიბლიოთეკისუნივერსალური ფონდი შედგება სასწავლო, სამეცნიერო და მხატვრული გამოცემებისგან. მათშორისაა ისეთი უნიკალური (რარიტეტული) გამოცემები, რომელთა უმრავლესობა მხოლოდ ამბიბლიოთეკაშია დაცული და უიშვიათესეგზემპლარებს წარმოადგენს, კერძოდ, დაცულიაXVIII, XIX და XX საუკუნეების ტექნიკური, საინჟინროდა ჰუმანიტარული სპეციალობის ქართული, ევროპული და ამერიკული გამოცემები. ფონდში ასევედაცულია ფრანგული, გერმანული, რუსული დაინგლისური საინჟინრო და საისტორიო ხასიათისპერიოდული გამოცემები, რომლებიცფასდაუდებელია ტექნიკის (და არამხოლოდ) ისტორიის განვითარების უწყვეტი პროცესისწარმოსადგენად. ამავე ფონდში შეხვდებითბროკგაუზისა, ლარუსის, გრანტის უნიკალურენციკლოპედიებს. ბიბლიოთეკის წიგნსაცავშიდაცული ლიტერატურა ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენებზეა შექმნილი. მათი საერთო ოდენობა რამოდენიმემილიონსაბიბლიოთეკო ერთეულს შეადგენს, რომელთაშორისაა როგორც წიგნები, ასევეა პერიოდულიგამოცემებიც. ბიბლიოთეკის ფონდისმნიშვნელოვანი ნაწილია წიგნებისა და ჟურნალებისელექტრონული ბაზა.

სტუ-ის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკისხელმძღვანელის  განცხადებით, ნებისმიერიმომხმარებლისთვის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზეხელმისაწვდომია ბიბლიოთეკის ელექტრონულიკატალოგი და ლიტერატურის ელექტრონული საძიებოსისტემა, ამასთან, სტუდენტებსა და პერსონალს აქვთწვდომა Elsevier-ის მიერ შემოთავაზებულპროდუქტებზე -სამეცნიერო ბაზებზე: ScienceDirect დაScopus, ასევე სტუ-ის მიერ შესყიდულ ბაზებზე: Heinonline, Cambridge University Press, Royal Society Publishing – journals, IMF eLibrary,  IMechE Journals,       Openedition Journals, Mathematical Sciences Publishers, SAGE Journals, Edward Elgar Publishing, Duke University Press, European Respiratory Journal, The Company of Biologists’ Journals.

„დიდი პატივი და უდიდესი მოტივაციაა კიდევერთხელ მივიღო მონაწილეობა საპასუხისმგებლოპოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსშიჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში. მადლობასმოვახსენებ რექტორს და ყველა იმ პირს, ვინცსაშუალება მოგვცა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაშიდაგვენერგა ინტეგრირებული საბიბლიოთეკოსისტემა “KOHA” (ელექტრონული კატალოგი), რისისაშუალებითაც შესაძლებელია ბიბლიოთეკაშიარსებული ლიტერატურის (როგორც ბეჭდური, ასევეელექტრონული) მოძიება. სტუდენტებს დაპროფესორ-მასწავლებლებს/თანამშრომლებს აქვთშეუფერხებელი წვდომა საბიბლიოთეკოერთეულებთან, რომლებიც ატვირთულიაელექტრონულ კატალოგში. აღნიშნული სისტემაუზრუნველყოფს საბიბლიოთეკო რესურსებისა დასერვისების ეფექტურ გამოყენებას. ბაზა მუდმივადგანახლებადია. საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკამოიცავს მიწისქვეშა წიგნსაცავებს, ბიბლიოთეკაშიფუნქციონირებს პერიოდული გამოცემების დარბაზი, ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა, ტექნიკურ-მეცნიერებათა, ელექტრონული წიგნის დარბაზები. ასევე,  საკონფერენციო დარბაზი, სადაც 100 კომპიუტერია განთავსებული. ბიბლიოთეკა სრულადდაფარულია ინტერნეტის ქსელით. გარდა კლასიკურისაბიბლიოთეკო მომსახურებისა, სტუ-ის ბიბლიოთეკათავისი ფილიალებით ახორციელებს ანთანამონაწილეა მრავალი სასწავლო-სამეცნიეროღონისძიებებისა, როგორც საუნივერსიტეტომასშტაბით, ასევე ქვეყნისა და საერთაშორისოდონეზე. ჩემი ახალი ვადით არჩევის შემთვევაში, მინდა დაგარწმუნოთ, რომ საუნივერსიტეტობიბლიოთეკა კვლევაც იქნება საუნივერსიტეტოსასწავლო და სამეცნიერო ცხოვრების განიყოფელინაწილი, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს იმდიდ და საშურ საქმეს, რომელიც ახალგაზრდებისსწორი და პროფესიული ცოდნით შეიარაღებაა, რათათითოეულმა მათგანმა იპოვოს ის სამოქმედოარეალი, რომლის ფუნდამენტიც ტექნიკურმაუნივერსიტეტმა შეუქმნა“, – აღნიშნა თავისგამოსვლაში ვაჟა პაპასკირმა. 

შეხვედრის დასასრულს  ვაჟა პაპასკირმააკადემიური საბჭოს წევრების კითხვებს გასცაპასუხები.

 

სტუ და „ STEM ინოვატორთა ასოციაცია“ STEM პროექტების კონკურსს აცხადებს

img.card-img-top{
object-position: 50% 40%;
}

“STEM ინოვატორთა ასოციაცია“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი საგანმანათლებლო STEM პროექტების კონკურსს აცხადებს.

კონკურსის მიზანია, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში STEM  პროექტებით სწავლების სუკეთესო პრაქტიკა გამოავლინოს.

კონკურსში განაცხადის წარდგენა შეუძლია გუნდს, რომელიც  აკმაყოფილებს შემდეგ პირობას:

·      გუნდი უნდა შედგებოდეს ერთი სკოლის, ერთიდაიმავე ან სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისაგან; 

·      გუნდი უნდა შედგებოდეს  მაქსიმუმ 4 მოსწავლისაგან;

·      გუნდის  მენტორი/მენტორები   უნდა   იყოს STEM მიმართულების  საგნების ერთი ან  ორი მასწავლებელი;

·      კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლებს.

კონკურსი შედგება 3 ეტაპისაგან:

პირველი ეტაპი:  განაცხადის წარდგენა (7-25 თებერვალი);

მეორე ეტაპი: ნახევარფინალი, პროექტის შესახებ 3-5 წუთიანი ვიდეოს საფუძველზე 12 ფინალისტის გამოვლენა;

მესამე ეტაპი: ფინალი, ფინალში გადასული 12 გუნდიდან შეირჩევა სამი საუკეთესო გუნდი პირველ, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებისთვის (30 აპრილი).

ფინალურ ეტაპზე დასწრება და გამოფენაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნახევარფინალში მონაწილე ყველა გუნდს.

ჯილდო გადაეცემათ, როგორც გუნდის წევრებს, ისე გუნდის მენტორებს!

პირველ ადგილზე გასული გუნდის მენტორ/ მენტორებს მიენიჭებათ სტატუსი – ,, 2024 წლის საუკეთესო STEM ინოვატორი“.

კონკურსზე დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი: https://shorturl.at/ghsy9

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/2ERfjjyMnJo98rQT9

 

სტუ-ის პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს „ჭკვიანი დაფა“ გადაეცა

img.card-img-top{
object-position: 50% 40%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს „ჭკვიანი დაფა“ გადაეცა. საუნივერსიტეტო ცენტრს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინვენტარი, შეუფერხებელი სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად, ბიზნესმენმა, სტუ-ის კურსდამთავრებულმა ზვიად მუკბანიანმა უსახსოვრა.

ღონისძიებას, რომელიც გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ესწრებოდნენ ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება ანდრიუს კალინდრა, ბიზნესმენი ზვიად მუკბანიანი, სტუ-ის აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებული მიღწევების შემთხვევაში ისინი ლიეტუვის მთავრობისგან სტიპენდიას იღებენ და სწავლას სამაგისტრო პროგრამებზე აგრძელებენ. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ასევე, ბიზნესმენს ძვირადღირებული საჩუქრისთვის.

„მადლობა მინდა მოვახსენო ლიეტუვას, ბატონ ელჩს და ასევე, ბიზნესმენ ზვიად მუკბანიანს, ჩვენი სტუდენტებისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიეტუვის რესპუბლიკასთან მრავალწლიანი მეგობრობა და ურთიერთთანამშრომლობა აკავშირებს, რომლის დასტურია ჩვენს უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის არსებობა. საუნივერსიტეტო ცენტრში არაერთმა სტუდენტმა შეისწავლა ლიეტუვური ენა და ჩენი მეგობარი ქვეყნის ისტორია. სტუდენტები  განსაკუთრებული მიღწევების შემთხვევაში ლიეტუვის მთავრობისგან სტიპენდიას იღებენ და სწავლას სამაგისტრო პროგრამებზე აგრძელებენ. სტუდენტებისთვის მოქმედებს მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები და საგანმანათლებლო პროექტები, რაც ხელს უწყობს საქართველოსა და ლიეტუვის ახალგაზრდობის, ორი ქვეყნის სამეცნიერო წრეების მეტად დაახლოებას. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უკვე არაერთი წელია მჭიდრო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთობები აქვს ლიეტუვას უნივერსიტეტებთან. მინდა წარმატებები ვუსურვო ცენტრს და სტუდენტებს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებული კულტურული და საგანმანათებლო თანამშრომლობისათვის. როგორც ელჩმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, სტუდენტებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი იმისათვის, რომ დაეუფლონ ლიეტუვურ ენას, კულტურას, ეზიარონ მეცნიერებას. მისმა აღმატებულება ელჩმა მადლობა გადაუხადა ბიზნესმენ ზვიად მუკბანიანს ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრისთვის გადაცემული საჩუქრისთვის და წარმატებები უსურვა სტუდენტებს.

შეხვედრის დასასრულს, რექტორმა, ელჩმა და სხვა სტუმრებმა „ჭკვიან დაფაზე“ ავტოგრაფები დატოვეს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი 10 წლის წინ, 2012 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ლიეტუვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით საქართველოსა და ლიეტუვის განათლების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა. ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ მათ შეუძლიათ სწავლა ლიეტუვაში განაგრძონ. განსაკუთრებული მიღწევების შემთხვევაში ისინი ლიეტუვის მთავრობისგან სტიპენდიას იღებენ და სწავლას სამაგისტრო პროგრამებზე აგრძელებენ. გარდა ამისა, ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ენის შემსწავლელ ერთთვიან კურსებსაც სთავაზობს ლიეტუვაში. 10 წლის განმავლობაში აღნიშნული პროგრამით 250-ზე მეტმა სტუდენტმა ისარგებლა. ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს მისი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ლინგვისტის, სტუ-ის საპატიო დოქტორისა და ვილნიუსის ბიზნესკოლეგიის პროფესორის, ვიდას კავალიუსკასის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ, 2023 წლის 8 ივნისს მიენიჭა.

 

სტუ სტუდენტებს საუნივერსიტეტო შემოქმედებით ჯგუფ Music Art House-ის ახალი თაობის კონცერტზე იწვევს

img.card-img-top{
object-position: 50% 40%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა და არდადეგები დაიწყო!

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ახალგაზრდებს ფერად, სიხარულითა და სიახლეებით აღსავსე დასვენების დღეებს უსურვებს და 22 თებერვალს სტუდენტური შემოქმედებითი ჯგუფის  – Music Art House – ახალი თაობის კონცერტზე იწვევს.

 

დასაწყისი: 17:00

მისამართი:  თბილისი, მერაბ კოსტავას #77 | სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი | მე-3 სართული | ივანე ჯავახიშვილის დიდი დარბაზი.

საუნივერსიტეტო შემოქმედებითმა ჯგუფმა – Music Art House, რომლის მუსიკალური პროდიუსერია სტუ-ის თანამშრომელი გიორგი ქურასბედიანი, უკვე ერთი წელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ახალი თაობა შემოიერთა და საუკეთესო რეპერტუარი შექმნა.

Music Art House-ი 22 თებერვლის კონცერტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა შემდეგი შემადგენლობით წარსდგება:

 

·       გოგონათა Voice Band-ი – Stars Wings: ლიზა კარიჭაშვილი, გვანცა გიგაშვილი, მარიამ ნოსელიძე, ანა არმეგონაშვილი;

·       პიანისტი – საბა ბასიაშვილი;

·       მუსიკალური ჯგუფი – „მარე“: ლევან ზუზაძე, საბა ბასიაშვილი, დავით კიკნაძე, ალექსანდრე თურმანიძე, ნინო ქიბროწაშვილი, გიორგი დობაძიშვილი, ელენე ფარტენაძე.    

 

სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები შეხვდნენ

img.card-img-top{
object-position: 50% 40%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსის სტუდენტებს, მაგისტრებს და დოქტორანტებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელიც სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის და  სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების სამმარველოს უფროსმა ხათუნა ბერიძემ და ბიუროს უფროსის მოადგილე მერაბ მურღულიამ სტუდენტებს საინჟინრო-ექსპერტიზის და ასევე, ნორმატიული ექსპერტიზის სამმართველოებში სტაჟირების პროგრამის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სტუდენტთა  სტაჟირების პროგრამა მოიცავს ერთწლიან პერიოდს.

„ექსპერტიზის ბიურო, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან ნაყოფიერად თანამშრომლობს, ჩვენს მიერ ჩატარებულ ორივე დასაქმების ფორუმს ესწრებოდა, მათი მხრიდან დიდია დაინტერესება, ამიტომ ხშირად გვიგზავნიან არსებულ ვაკანსიებს. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების მხრიდან დიდი დაინტერესებაა და ეს გასაგებიცაა, როგორც სამშენებლო მიმართულება, ასევე ექსპერტიზა სპეციფიკური დარგებია და მოთხოვნა დიდია. ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს სტუდენტების კარიერულ წინსვლაზე, სტუდენტებს უადვილებს დასაქმებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამშენებლო ფაკულტეტს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, ტარდება სხვადასხვა აქტივობა, რაც ორივე მხარისთვის, როგორც დამსაქმებლისთვის, ასევე სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა“, – აცხადებს ნატო ქათამაძე.

შეხვედრის დასასრულს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა სტუდენტების კითხვებს გასცეს პასუხები.

 

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა „უნივერსში“ კურსდამთავრებულის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

img.card-img-top{
object-position: 50% 40%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თვითნასწავლი მხატვრის, სტუ-ის კურსდამთავრებულის, ავთანდილ რეხვიაშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.

გამოფენა მიმდინარე წლის 13 თებერვალს, 17:00 საათზე, გალერეა „უნივერსში“ გაიხსნება და 16 თებერვლის ჩათვლით გასტანს.

გამოფენის გახსნაზე მიწვეულნი არიან საქართველოს მხატვართა კავშირისა და საქართველოს ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლები.  

პერსონალურ გამოფენაზე გალერეა „უნივერსი“ ელის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და თანამშრომლებს, ასევე, საუნივერსიტეტო საგამოფენო სივრცე ღიაა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის.

ავთანდილ რეხვიაშვილი საქართველოს მხატვართა კავშირისა და ვეტერანთა კავშირის წევრია. ის ექვსი პერსონალური გამოფენის ავტორია.

სტუ-ში საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დღე აღინიშნა

img.card-img-top{
object-position: 50% 40%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დღე აღინიშნა.

ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა.  მან ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა განახორციელეს. ივანე ჯაგოდნიშვილმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს, ასევე, სტუ-ის რექტორს უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს.

„წელს, უკვე მეორედ, აღვნიშნავთ ფაკულტეტის დღეს. 2023 წელს რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა ფაკულტეტების დღის აღნიშვნის ტრადიციას. წელიწადში ერთხელ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, განსხვავებულ ფორმატში წარვდგეთ ერთმანეთისა და მოწვეული სტუმრების წინაშე. სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ერთი წლის განმავლობაში ფაკულტეტმა ბევრ წარმატებას მიაღწია. რექტორის მხარდაჭერით, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაფუძნდა ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია. რექტორისვე ინიციატივითა და მხარდაჭერით, ჩვენთან უკვე მოქმედებს ახალი სასწავლო კურსი – ქართული სახელმწიფოს ისტორია და ქრისტიანული ცივილიზაცია, რომელსაც მეუფე ანანია ხელმძღვანელობს. მეუფის ხელმძღვანელობით განხორციელდა ისტორიულ საქართველოში,  ლორე-ტაშირში  ექსპედიცია, ხოლო ფაკულტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტმა სამი ექსპედიცია, მათ შორის,  ერთი საერთაშორისო, ორი საქართველოში, განახორციელა. ღონისძიებას ესწრება ჩვენი მეგობარი დავით ნარმანია, რომელმაც თბილისის მერობის დროს თბილისის ზღვის არქეოლოგიური გამოკვლევას ჩაუყარა საფუძველი.  ჩვენმა სტუდენტებმა და აკადემიურმა პერსონალმა კვლევის დროს სკვითი მეომრის სამარხი გახსნეს. განვლილი ერთი წლის განმავლობაში ჩავატარეთ 4 საერთაშორისო კონფერენცია.  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებთან  ერთად წარმატებით ვითარდება ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ეს უკვე საერთაშორისო ასპარეზზეც ცნობილი და აღიარებულია, რაც დიდი პასუხისმგებლობა და დიდი გამოწვევაა. წარმატებები მინდა ვუსურვო უნივერსიტეტს, ფაკულტეტს“, – განაცხადა ივანე ჯაგოდნიშვილმა.

ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიების ფარგლებში ლაბორატორიაში სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო და შემოქმედებითი მიღწევების გამოფენა-დათვალიერება გაიმართა. გამოფენაზე გამოტანილი იყო სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა თვითშემოქმედება.

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს ფაკულტეტის დღე მიულოცა სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის წარმატების ერთ-ერთი თვალსაჩინოება გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიცაა.

„8 თებერვალი წმინდა მეფე დავითის ხსენების დღეა. სწორედ დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი თავისი დაარსების დღეს აღნიშნავს. ვულოცავ ჩვენს კოლეგებს, მინდა მრავალი წარმატება ვუსურვო აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს, განსაკუთრებით კი – სტუდენტებს და აქვე გავაჟღერო რექტორის ინიციატივა, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, უნივერსიტეტს, თითოეულ ფაკულტეტს, პირველ რიგში კი სტუდენტებს დიდ წარმატებას მოუტანს. ჩვენ გვყავს საუკეთესო მეცნიერები და მკვლევრები, რომელთა საქმიანობას იცნობენ საზღვარგარეთ, ამდენად რექტორის სურვილია ფაკულტეტებმა მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები და მომავალ წელს საერთაშორისო აკრედიტებული და ორმაგდიპლომიანი პროგრამები შესთავაზონ ახალ თაობას. ეს არც თუ ისე რთულია, იმ ფონზე, როცა დავით გურგენიძის დამსახურებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმატებულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. წარმატებები მინდა გისურვოთ“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

ღონისძიების დასასრულს, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ პროფესორები დავით ნარმანია და გურამ ჯოლია, ასოცირებული პროფესორები მერაბ ძნელაძე და ვაჟა სადრაძე. მადლობის სიგელები გადაეცათ საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს.

სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე შიდა მობილობით ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ

img.card-img-top{
object-position: 50% 10% ;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე შიდა მობილობის ფარგლებში, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტებს ხატვაშიგასაუბრება ჩაუტარდებათ ადგილზე, 2024 წლის 15 თებერვალს, 10:00საათზე, სტუ-ის 1-ელ სასწავლო კორპუსში (მისამართი: მერაბ კოსტავას 68), ხატვის აუდიტორიაში #402ც.

რაც შეეხება ხაზვას, გასაუბრებაზე სტუდენტმა, პორტფოლიოს სახით, 2 ნამუშევარი (ნახაზი) უნდა წარმოადგინოს.

გასაუბრებაზე მისულმა სტუდენტმათან უნდაიქონიოს:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • A3 ფორმატის სახატავი ქაღალდის ფურცელი (1 ერთეული);
  • ფანქარი და საშლელი.

სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია – „მდგრადი განვითარება არქიტექტურასა და დიზაინში“ – გაიმართება

img.card-img-top{
object-position: 50% 40%;
}

2024 წლის 19-20 თებერვალს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, დიზაინის საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით და საქართველოს არქიტექტორთა კავშირთან პარტნიორობით, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია – „მდგრადი განვითარება არქიტექტურასა და დიზაინში“.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე, სტუ-ის პარტნიორი კიოლნის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) წარმომადგენლები.

კონფერენციის სამუშაო ენა: ინგლისური (წარიმართება თარჯიმნის გარეშე). 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ, რეგისტრაციისთვის მიჰყვნენ დანართში მოცემული ფორმის მოთხოვნებს.

კონფერენციის პროგრამა დარეგისტრირებულ მონაწილეებს ინდივიდუალურად დაეგზავნებათ.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მონაწილეებს ვთხოვთ, 2024 წლის 18 თებერვლამდე, საკონფერენციო პრეზენტაციები (რეგლამენტი: 10-12 წუთი) გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: g.mikiashvili@gtu.ge

კონფერენციის მასალები, სტატიების სახით, კონფერენციის კრებულში გამოქვეყნდება.

 

საკონტაქტო პირი: პროფესორი გოჩა მიქიაშვილი (სტუ)

WhatsApp, Viber, Mobile phone: 599 50 32 81

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?