სტუ-ის რექტორმა, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და სტუდენტებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და სტუდენტებმა, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ  აქცია-პერფორმანსი  — „აქ შენგან პასუხს ტაბახმელის ელის ფერდობი”, გამართა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში ქართველი იუნკრების ერთკვირიანი თავდადებული  ბრძოლა  როგორც დრამატული, ასევე სიამაყის განცდის დღეა და შემთხვევითი არაა, რომ სტუდენტურმა თვითმმართველობამ აქცია-პერფორმანსისთვის ზაზა აბზიანიძის ბრწყინვალე ლექსი —„იუნკრები“, შეარჩია.

„გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე თავის მემუარებში წერს: 103 წლის წინ, „როდესაც ლეიტენანტი მესხიშვილი შიშველი ხმლით მტერს ეკვეთა, მოულოდნელად მის უკან „ვაშას“ ძახილით იუნკრები გამოჩნდნენ…“. ჩვენი დამოუკიდებლობის დამცველი სამხედროები, სტუდენტები, სულ რაღაც 20-25 წლისანი იყვნენ. ისინი იბრძოდნენ მიწის თითოეული გოჯისთვის, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, არნახულ ძალას დაუპირისპირეს სამშობლოს სიყვარული და გარკვეული პერიოდით შეაკავეს კიდეც მტერი. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ახალგაზრდებს, რომელთაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმძიმესი, მაგრამ სიამაყის განცდით სავსე ფურცელი შეავსეს. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას,  ვინც აქცია-პერფორმანსი დაგეგმა, მათ  ამით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ გმირებს დავიწყება არ უწერიათ. ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, — განაცხადა დავით გურგენიძემ.

ინფორმაციისთვის, 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა პატივსაცემად, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

სტუ-ში სტუდენტური შემოქმედებითი ჯგუფი Music Art House-ი საანგარიშო კონცერტით წარდგა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფის  – Music Art House – ახალმა თაობამ საანგარიშო კონცერტი გამართა და მაყურებელს ახალი რეპერტუარი წარუდგინა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინიციატივით, სტუდენტური შემოქმედებითი ჯგუფის კონცერტი 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებას მიეძღვნა. ღონისძიება უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის, სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტური სერვისების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

საუნივერსიტეტო შემოქმედებით ჯგუფ Music Art House-ის ახალი თაობის საანგარიშო კონცერტს, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ივანე ჯავახიშვილის დიდ დარბაზში გაიმართა, ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ვიცე-რექტორი მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, აკადემიური საბჭოსა და სენატის წარმომადგენლები, სტუდენტები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები, ასევე, მუსიკალური საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუდენტებსა და სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის წარმატებით დასრულება მიულოცა.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კიდევ ერთი შემოდგომის სემესტრი დასრულდა. პირველ რიგში, გილოცავთ ახალგაზრდებს, იმ თაობას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავალი უნდა აშენოს. გილოცავთ პროფესორ-მასწავლებლებს – თქვენ დიდი შრომა გასწიეთ, რათა თითოეულ სტუდენტს სასურველი შედეგისთვის მიეღწია. ახალგაზრდებო, დღეს თქვენ წინაშე თქვენივე მეგობრები, უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტური შემოქმედებითი ჯგუფის, Music Art House-ის ახალი თაობა, ახალი რეპერტუარით წარდგება. ზოგიერთი მათგანი პირველად დგას სცენაზე. წარმატებებს ვუსურვებთ სტუდენტურ შემოქმედებით ჯგუფს, მის მუსიკალურ პროდიუსერს, უნივერსიტეტის თანამშრომელს, გიორგი ქურასბედიანს. ვისურვებდი, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, მათ მრავალგზის გაემრავალფეროვნებინოთ სტუდენტური ცხოვრება“, – განაცხადა რექტორმა, დავით გურგენიძემ. 

როგორც Music Art House-ის მუსიკალურმა პროდიუსერმა, სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის თანამშრომელმა, გიორგი ქურასბედიანმა აღნიშნა, შემოქმედებითმა ჯგუფმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ახალი თაობა მიმდინარე სასწავლო წელს შემოიერთა და მათი მონაწილეობით ახალი, სრულიად განსხვავებული რეპერტუარი შექმნა. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სტუდენტთა შემოქმედებითი განვითარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

შემოქმედებით ჯგუფ Music Art House-ის ახალი თაობა კონცერტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა შემდეგი შემადგენლობით წარსდგა: გოგონათა Voice Band-ი – Stars Wings: ლიზა კარიჭაშვილი, გვანცა გიგაშვილი, მარიამ ნოსელიძე, ანა არმეგონაშვილი; პიანისტი – საბა ბასიაშვილი; მუსიკალური ჯგუფი – „მარე“: ლევან ზუზაძე, საბა ბასიაშვილი, დავით კიკნაძე, ალექსანდრე თურმანიძე, ნინო ქიბროწაშვილი, გიორგი დობაძიშვილი, ელენე ფარტენაძე. საკონცერტო რეპერტუარმა და შესრულებამ მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სახელოვან სპორტსმენსა და კურსდამთავრებულს, როსტომ აბაშიძეს 89-ე წლისთავს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, საქართველოს სპორტის რაინდს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორს, 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ სახელოვან და ღირსეულ კურსდამთავრებულს, როსტომ აბაშიძეს, დაბადებიდან 89 წლისთავს ულოცავს.

როგორც სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, როსტომ აბაშიძე ახალგაზრდა თაობისთვის თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი თანაბრად წარმატებული იყოს სპორტულსა და აკადემიურ კარიერაში.

„საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ვულოცავთ ბატონ როსტომ აბაშიძეს 89-ე დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას! როსტომ აბაშიძე ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს შორის ერთ-ერთია, რომელსაც ბერძნულ-რომაული სტილით ასპარეზობისას მარცხი არასოდეს განუცდია. 90-ზე მეტი ჩატარებული შეხვედრიდან აბსოლუტური უმრავლესობა მან გამარჯვებით დაასრულა და მხოლოდ რამდენჯერმე დასჯერდა ფრეს. გარდა შესაშური სპორტული მიღწევებისა, ის გამორჩეულია პიროვნული თვისებებით, რასაც ცხადყოფს მისი ახლო მეგობრობა ისეთ მეტოქეებთან, რომლებიც სპორტულ შეჯიბრებებში არაერთხელ დაუმარცხებია. როსტომ აბაშიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებული და ასპირანტი გახლდათ, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ კი, წლების განმავლობაში, საინჟინრო მიმართულებით, საპასუხიმგებლო თანამდებობებს იკავებდა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ჩემპიონატებისა და ტურნირების მრავალგზის პრიზიორი, დიდებული ფალავანი და სპორტის რაინდი, ამავდროულად, შესანიშნავი მშენებელ-ინჟინერი – როსტომ აბაშიძე ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის თვალსაჩინო მაგალთია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი თანაბრად წარმატებული იყოს სპორტულ და აკადემიურ კარიერაში“.

სტუ – ში საერთაშორისო კონფერენცია – „მდგრადი განვითარება არქიტექტურასა და დიზაინში“, ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „მდგრადი განვითარება არქიტექტურასა და დიზაინში“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე, სტუ-ის პარტნიორი კიოლნის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) წარმომადგენლებმა, პროფესორებმა ფაბიან სტორჩმა, არნე კუნსტლერმა და კიოლნის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ის რექტორმა გახსნა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ კონფერენციის მონაწილეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ კონფერენციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმ ფონზე, როცა მსოფლიო თანამეგობრობამ მდგრადი განვითარება 21-ე საუკუნის ძირითად გამოწვევად აღიარა.

„მას შემდეგ რაც მსოფლიო თანამეგობრობამ მდგრადი განვითარება კაცობრიობამ 21-ე საუკუნის ძირითად გამოწვევად აღიარა, განვითარებული ქვეყნები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა მაქსიმალურად მიუახლოვდნენ იმ მიზნებს, რაც 2015 წელს გაეროს მსოფლიო სამიტზე მიღებულმა 21-ე საუკუნის დღის წესრიგმა (Agenda 2030) დასახა. მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნის მთავრობამ (მათ შორის საქართველომ) აიღო ვალდებულებები, რათა ხელი შეუწყოს დედამიწაზე სიღარიბის დაძლევას, უზრუნველყოს საყოველთაო კეთილდღეობა და დაიცვას  ჩვენი პლანეტა-დედამიწა. ამ კონტექსტში უნივერსიტეტებს ძალზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი აკისრიათ, რადგან მათ უნდა იტვირთონ ახალგაზრდა თაობების ცოდნის და ცნობიერების ამაღლება მდგრადი განვითარების გარდუვალობასთან დაკავშირებით, რამეთუ ახალგაზრდებმა უნდა შეცვალონ აქამდე არსებული ცხოვრებისეული მიდგომები ადამიანური აქტივობის ყველა სფეროში, რადიკალურად გარდაქმნან ინდუსტრიული სისტემები, ნაკლები რესურსებით შექმნან უფრო მეტი ფასეულობები, გახადონ ქალაქები და დასახლებები ინკლუზიური, უსაფრთხო, გამძლე და მდგრადი (ეს უკანასკნელი Agenda 2023-ის მდგრადი განვითარების N11 მიზანია).  ამ მიზნების მიღწევაში ურბანისტების, ქალაქდამგეგმარებლების, არქიტექტორების და დიზაინერების როლი განუზომელია, რადგან სწორედ მათი თვალთახედვით ხდება ჩვენს გარშემო არსებული ფიზიკური გარემოს წარმოსახვა და შემდგომ საინჟინრო პროფესიების წარმომადგენელთა ძალისხმევით ამ იდეების ხორცშესხმა და განხორციელება. დღევანდელი კონფერენციაც მდგრადი განვითარების ამ მიზნების მიღწევას ემსახურება და, დარწმუნებული ვარ თავის მოკრძალებულ, მაგრამ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენ წინაშე არსებული გარემოსდაცვითი ამოცანების წარმატებით დაძლევაში. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მდგრადი განვითარების შესახებ არსებული ცოდნის, გამოცდილების და ამ სფეროში  სამეცნიერო პოტენციალის აკუმულირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა გახდეს ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

საერთაშორისო კონფერენცია „მდგრადი განვითარება არქიტექტურასა და დიზაინში“, დიზაინის საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით და საქართველოს არქიტექტორთა კავშირთან პარტნიორობით, გაიმართა. ორ სექციისაგან შემდგარ კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა 21 ნაშრომი წარადგინეს. მასალები, სტატიების სახით, კონფერენციის კრებულში გამოქვეყნდება.

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიეტუვის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ეწვია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი), პროფესორი ლავრენტი გუდავაძე და რექტორის მოადგილე მეცნიერების დაგში, პროფესორი თამარ ლომინაძე ლიეტუვის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას და ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება ანდრიუს კალინდრას შეხვდნენ.

სტუმრებს – ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს იონას სურვილას, ლიეტუვის რესპუბლიკის ყოფილ ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯიუნასს, ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორს დარიუს ვიტკაუსკასს და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელს უგნე მატულევიჩიენეს,  მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიეტუვის რესპუბლიკის წამყვან უნივერსიტეტებთან ხალნგრძლივი და ნაყოფიერი თამნამშრომლობა აკავშირებს, რაც აისახება პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის სამუშაო პროცესსზე. გარდა ამისა, თამარ ლომინაძემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ ლიეტუვის მთავრობის მხარდაჭერით, სტუ-ის მერვე სასწავლო კორპუსის სახურავზე დამონტაჟებულია მზის ელექტროსადგური, რომელიც სამ სხვადასხვა დონეზეა განთავსებული და ექსპლუატაციაში შესვლიდან დღემდე მწვანე ენერგიას ეფექტიანად გამოიმუშავებს, რაც უნივერსიტეტს მნიშვნელოვან დანაზოგს აძლევს და ამასთან ერთად, გარემოში ნახშირორჟანგის გაფრქვევას ამცირებს.

„მზის ელექტროსადგური, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს, ექსპლუატაციაში 2023 წლის 15 თებერვლიდან შევიდა. ზაფხულის სეზონზე, საუნივერსიტეტო მზის ელექტროსადგურის მიერ ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია არა მხოლოდ მე-8 სასწავლო კორპუსის საჭიროებებს ხმარდება, არამედ ქსელებში გადადინების შედეგად, ნაწილობრივ აკმაყოფილებს უნივერსიტეტის სხვა სასწავლო კორპუსების მოხმარებასაც. მზის ელექტროსადგურმა, რომელიც საუნივერსიტეტო ენერგოქსელში ნეტოაღრიცხვის კვანძით არის ინტეგრირებული, ექსპლუატაციაში შესვლიდან 5 თვის მანძილზე, დაახლოებით, 30 000 ლარის მწვანე ენერგია გამოიმუშავა. ჩვენ სტუმრებთან სწორედ ამ პროექტის გაფართოების შესახებ ვიმსჯელეთ. ასევე, განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობა, რომელიც დამყარდება არსებულზე და მოიცავს კვლევების მიმართულებას, გაცვლით პროგრამებს. უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი. ქალბატონი მარია სულაბერიძე ღირსეულად აგრძელებს ბატონი ვიდასის ტრადიციებს და ახალი ნოვატორული სწავლების წესებს ამკვიდრებს, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა სტუდენტების დაინტერესება ისწავლონ ლიეტუვური ენა.  მადლობა მინდა მოვახსენო ცენტრის ხელმძღვანელს არაერთი საინტერესო ინიციატივისათვის“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა იონას სურვილამ აღნიშნა, რომ „ქვეყანას პოლიტიკოსები კი არა, მეცნიერები და უნივერსიტეტები ავითარებენ“. იონას სურვილამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, ასევე, ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. როგორც ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა აღნიშნა: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანადგომას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნების მეგობრობაში.  შეხვედრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთგაგებასა და ურთიერთთანამშრომლობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისა და ლიეტუვის უნივერსიტეტების სტუდენტებს, ასევე მეცნიერებს შორის“.

ლიეტუვის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციამ და ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულება ანდრიუს კალინდრამ ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა დაათვალიერეს.

სტუ – ში, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, ახალგაზრდა მეცნიერი ქალები დააჯილდოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე(პრეზიდენტი), პროფესორი ლავრენტი გუდავაძე  დარექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, მეცნიერ ქალთა დაგოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, უნივერსიტეტისპედაგოგ, მეცნიერ და ახალგაზრდა მკვლევარქალებს, ასევე, უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციისწევრებს შეხვდნენ. 

ღონისძიება საქართველოს ტექნიკურიუნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გახსნა. პროფესორმა ლავრენტი გუდავაძემ წარმატებები უსურვა უნივერსიტეტისღვაწლმოსილ პედაგოგ და მეცნიერ ქალებს, ისაუბრამათ სამეცნიერო და აკადემიურ მიღწევებზე დაყურადღება გაამახვილა ახალგაზრდა ქალმკვლევრებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში, თავიანთი სამეცნიერო საქმიანობით, ქვეყანას და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არაერთწარმატებას მოუტანენ.

„უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ხელს უწყობს, როგორც ღვაწლმოსილ მეცნიერ ქალბატონებს დაპედაგოგებს, ასევე ახალგაზრდა მკვლევრებს, ნიჭიერ სტუდენტებს, რომელთა შორის არაერთიიმედისმომცემი ახალგაზრდა ქალბატონია. დარწმუნებული ვართ, უახლოეს მომავალში ისინი, კოლეგების უფროს თაობებთან ერთად, თავიანთისამეცნიერო მოღვაწეობით, დიდ წარმატებებსმოუტანენ არა მხოლოდ მშობლიურ უნივერსიტეტს, არამედ ჩვენს ქვეყანას, მრავალი მათგანი გახდებაშესანიშნავი პედაგოგი და ისევე აღზრდის ღირსეულთაობებს, როგორც საუკუნის მანძილზე ჩვენიუნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგი დამეცნიერი ქალბატონები ზრდიდნენ და ზრდიან. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციას ღონისძიების ორგანიზებისთვის და წარმატებები ვუსურვო ქალბატონებს“, – განაცხადა პროფესორმალავრენტი გუდავაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგდა მეცნიერ ქალებს მიესალმა და წარმატებებიუსურვა რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, რომელმაც იმფართო შესაძლებლობებსა და კვლევებისინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ქმედითმხარდაჭერაზე ისაუბრა, რომლის შესაძლებლობასაცსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აძლევს ქალ მეცნიერებს. 

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორისინიციატივითა და მხარდაჭერით, სტუ-ის ქალთაასოციაციის ხელმძღვანელის, პროფესორ ნაზიკუციავას ორგანიზებით, უკვე მეორედ ტარდებაღონისძიება, სადაც ჩვენ ვეცნობით მკვლევარქალებს. წელს ახალ სახეებს ვხედავთ, რაც ნიშნავსიმას, რომ მეცნიერებაში ახალგაზრდა ქალებისჩართულობის პროცესი უწყვეტია. ყველა დროისუდიდეს მეცნიერებს შორის, ქალები მრავლად არიან. მეცნიერების სხვადასხვა დარგში, მათ არაერთიუმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ეკუთვნით. ზოგიერთიმათგანის ღვაწლმა სამუდამოდ შეცვალამეცნიერება. მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ დაძველ თაობას, რომელთაც უდიდესი წვლილიშეიტანეს მეცნიერების განვითარებაში“, – განაცხადაპროფესორმა თამარ ლომინაძემ. 

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, ქიმიური და ბილოგოგიური დეპარტამენტის და ასევე, ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელის, პროფესორ ნაზი კუციავას თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის აღნიშვნას გასულ წელს, უშუალოდ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით ჩაეყარა საფუძველი. 

„ჩვენი მიზანია შევაფასოთ ახალგაზრდა მკვლევარი გოგონების მიერ, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით გაწეული სამუშაო. დღეს საპატიო სიგელები გადავეცით ახალგაზრდა მკვლევრებს, რომელთაც სხვადასხვა გრანტი მოიპოვეს გასული წლის განმავლობაში, ან უცხოეთში, წამყვან უნივერსიტეტებში შეასრულეს სადოქტორო ნაშრომის სამუშაოები. ჩვენ გვაქვს სიახლე, ფაკულტეტმა მოიგო გრანტი, რომელის ფარგლებში ქაქუცა ჩოლოყაშვილის სკოლის მოსწავლეებს ვუზიარებთ ჩვენს ცოდნას. სასიხარულოა, რომ მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოაგმჟღავნეს თიხის, მინანქრის ტექნოლოგიური დამუშავების მიმართულებებით. პროგრამაში ჩართულ 16 გოგონა დავაჯილდოვეთ, რაც მათ აუმაღლებს სწავლის მოტივაციას და სხვებისთვის იქნებიან მაგალითი“, – განაცხადა ნაზი კუციავამ. 

ინფორმაციისთვის, 2015 წელს გაეროს გენერალურმაასამბლეამ მიიღო  რეზოლუცია, რომლის თანახმადაც11 თებერვალი „მეცნიერ ქალთა და გოგონათასაერთაშორისო დღედ“ გამოცხადდა. ამ დღეს გაერომსოფლიოს სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა დაადამიანებს მოუწოდებს მეცნიერებასა დაგანათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორგანვითარებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში უკვე მეორე წელია მეცნიერ ქალთადა გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ციკლი ტარდება. 

 

სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორად პროფესორი ვაჟა პაპასკირი აირჩია

img.card-img-top{
object-position: 50% 40%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბილიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე პროფესორი ვაჟა პაპასკირი აირჩიეს.

ვაჟა პაპასკირი აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, ხმათა სრული უმრავლესობით აირჩია.

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბილიოთეკის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების დანიშვნის შესახებ აკადემიურმა საბჭომ მიმდინარე წლის 18 იანვარს გამოსცდა დადგენილება, რომლის თანახმადაც არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა 2024 წლის 2 თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით პერიოდი. არჩევნების დღედ კი – 16 თებერვალი. ვაკანსიაზე განაცხადი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მოქმედმა დირექტორმა, პროფესორმა ვაჟა პაპასკირმა წარადგინა, რომლის სამოქმედო გეგმას, აკადემიური საბჭო 14 თებერვალს გაეცნო.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ლიეტუველ ხალხს სახელმწიფოს აღდგენის დღეს ულოცავს

img.card-img-top{
object-position: 50% 40%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე სტუდენტების, უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიეროწრეებისა და ლიეტუვური ენის, განათლებისა დაკულტურის საუნივერსიტეტო ცენტრის სახელით, ლიეტუველ ხალხსა და ლიეტუვის რესპუბლიკისსაგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება ანდრიუს კალინდრას ლიეტუვისსახელმწიფოს აღდგენის დღეს ულოცავს. 

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ელჩო,

ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს ტექნიკურიუნივერსიტეტის სახელით,  ლიეტუველ ხალხს დაპირადად თქვენ მოგილოცოთ ლიეტუვისსახელმწიფოს აღდგენის დღე. 

ჩვენთვის, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლოსაინჟინრო სკოლის – საქართველოს ტექნიკურიუნივერსიტეტისთვის, მნიშვნელოვანია ისპროექტები, რომელიც ხორციელდება ლიეტუვისწამყვან უნივერსიტეტებთან ერთად.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტშიმოქმედებს ლიეტუვური ენის, კულტურისა დაგანათლების ცენტრი, სადაც სტუდენტები ეუფლებიანლიეტუვურ ენას, ეცნობიან ლიეტუვის ისტორიულ დაკულტურულ ტრადიციებს. სტუდენტებისთვისმოქმედებს მრავალფეროვანი გაცვლითიპროგრამები და საგანმანათლებლო პროექტები, რაცხელს უწყობს საქართველოსა და ლიეტუვისახალგაზრდობის, ორი ქვეყნის სამეცნიერო წრეებისმეტად დაახლოებას. ჩვენი უნივერსიტეტისმეცნიერები კი მუშაობენ ლიეტუველ კოლეგებთანერთად მიღწევათა გაუმჯობესებისთვის. იმედსგამოვთქვამ, რომ ეს ურთიერთთანამშრომლობამომავალში უფრო გაღრმავდება, რაც მეცნიერებისადა განათლების მაღალ საფეხურს გულისმობს. 

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემიღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენსსაქმიანობაში მეტი წარმატების, ლიეტუველი ხალხისმშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკურიუნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავითგურგენიძის მიმართვაში.

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტმა ევროკავშირის გრანტი მოიპოვა

img.card-img-top{
object-position: 50% 40%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტმა კონკურსში –  „შავი ზღვის აუზის პროგრამა ევროკავშირის თანადაფინანსებით“, პროექტში „წყალმცენარეების ენერგიის გამოყენება დაბინძურების შემცირებისა და “ლურჯი სტრატეგიის“ განვითარებისთვის“, გაიმარჯვა და ევროკავშირის გრანტი მოიპოვა.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ხუთი ქვეყნის ექვსმა უნივერსიტეტმა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი (საქართველო), ვია პონტიკას ფონდი (ბულგარეთი), დოქტორ ასეენ ზლატაროვის სახელობის უნივერსიტეტი (ბულგარეთი),ოდესის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი (უკრაინა), საბერძნეთის სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (DIMITRA) (საბერძნეთი), კონსტანტას ოვიდიუსის უნივერსიტეტი (რუმინეთი).

პროექტი, რომლის ხანგრძლივობაა 30 თვე, მიზნად ისახავს ევტროფიკაციის შერბილებას, წყალმცენარეების ძალის გამოყენებით შავ ზღვაში ევტროფიკაციის პროცესთან ბრძოლას და აღადგენს საზღვაო ეკოსისტემის წონასწორობასა და ჯანმრთელობას. კონკურსში გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს შავი ზღვის სანაპირო ზონაში წყალმცენარეების თემების მონიტორინგი და შეადგინოს რუკები, დაარსოს ზღვის წყალმცენარეების ცოდნის კერა და ა.შ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს გივი გავარდაშვილის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, ევტროფიკაციის შემცირების მიზნით ჩამოყალიბდება ბუნებაზე დაფუძნებული მყარი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, გაუმჯობესდება პროექტში მონაწილე ორგანიზაციების შესაძლებლობები – შემუშავდება საერთო ვებ-ინსტრუმენტი, გამოიცემა საკვები ნივთიერებების შემცირების სახელმძღვანელო მითითებები და მოხდება მისი ფართო გავრცელება.

„პროექტში გათვალისწინებულია სამეცნიერო ლაბორატორიული და საველე კვლევები, რაც დაკავშირებულია შესაბამის ხარჯებთან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გვქონდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მოგვცა გარანტია და უნივერსიტეტი დაგვეხმარება თვითდაფინანსებაში. ამ ეტაპზე ფორმდება ბრიუსელთან საგრანტო ხელშეკრულება, რაც მოგვცემს კვლევების დაწყების საშუალებას“, – განაცხადა გივი გავარდაშვილმა.

ინფორმაციისთვის, კონკურსი –  „შავი ზღვის აუზის პროგრამა ევროკავშირის თანადაფინანსებით“ 2023 წლის 30 მარტს გამოცხადდა. საქართველოს ტექნიკური უნიგვერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტთან ერთად პროექტში ჩართულნი არიან  ბულგარეთის, უკრაინის, საბერძნეთის, თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტები.

 

სტუ- ის რექტორი ლატვიის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

img.card-img-top{
object-position: 50% 40%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ლატვიის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას, რომელზეც მხარეებმა ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის სამომავლო კოლაბორაციის შესაძლებლობები განიხილეს, ესწრებოდნენ სტუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ლოლიტა ლენკევიცა, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის (საეიმას) განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე აგიტე ზარინა სტურე, ამავე კომიტეტის წევრი, ნაურის პუნტულისი და ასევე, ამავე კომიტეტის კონსულტანტი განათლების საკითხებში, ვიტა ბიჭერნიცი.

როგორც დავით გურგენიძემ და აგიტე ზარინა სტურემ  აღნიშნეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლატვიის უნივერსიტეტებს შორის კოლაბორაცია ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობას გააღრმავებს და მხარეებს მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ერთობლივად დანერგვის საშუალებას მისცემს.  

სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით, ლიდერია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მისი მეცნიერები კი ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს ახორციელებენ და აქტიურად მონაწილეობენ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებსა და მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები, სპეციალისტები, იმედისმომცემი ახალგაზრდა მკვლევრები და მოტივირებული სტუდენტები, მათ შორისაა ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შევეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, მათ შორის ლატვიელ კოლეგებთან. ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია შესანიშნავი სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლესი ლაბორატორიების სახით, რისი გამოყენებაც წარმატებული კოლაბორაციისა და საერთო მიზნებისთვის შეგვიძლია.  მთავარია, ორი ქვეყნის ტექნიკური მიმართულების უნივერსიტეტების მეცნიერებმა და მკვლევრებმა, ინოვაციების ერთობლივად დანერგვაზე ვიმუშაოთ“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის (საეიმას) განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე აგიტე ზარინა სტურემ წარმატებები უსურვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებსა და სტუდენტებს, მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. როგორც აგიტე ზარინა სტურემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ორი ქვეყანის ურთიერთობა  საგანმანათლებლო მიმართულებით გაცილებით მრავალმხრივი გახდება.

შეხვედრის დასასრულს, ლატვიის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციამ დაათვალიერა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა.

 

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?