სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

მობილობით გადმოსვლის მსურველი პირი, რომელიც სიი-პ მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე www.students.emis.ge გაივლის რეგისტრაციას ( 2024 წლის 30 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით) და მოიპოვებს სტუ-ში მობილობის წესით გადმოსვლის უფლებას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სტუ-ს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმომსვლელმა განცხადება (დანართი 1)  და თანდართული დოკუმენტაცია (დანართი 2) უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მისამართზე: თბილისი; კოსტავას 77; ადმინისტრციული კორპუსი; მე-3 სართული; ოთახი 334.  საბუთები  მიიღება:  ყოველდღე 2024 წლის  12 თებერვლიდან 14 თებერვლის  ჩათვლით. 10 00 სთ-დან – 16 00 სთ-მდე;

მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია :

    

1.   პირადობის მოწმობის  ასლი;

2.   სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).

3.   სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;

4.   პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის შეჩერების/ აღდგენის/ შეწყვეტის) დამოწმებული ასლები;

5.   უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

6.   ბაკალავრმა – საშუალო განათლების ატესტატის ასლი;

მაგისტრანტმა – ბაკალავრის დიპლომის  ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი (იხ. შენიშვნა);

დოქტორანტმა – მაგისტრის დიპლომის  ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი (იხ. შენიშვნა).

·ჩათვლილი კრედიტებისა და  ამის საფუძველზე განსაზღვული სასწავლო წლის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი ფაკულტეტი, აცნობებს მობილობის მსურველ პირს  არაუგვიანეს 2024 წლის 15 თებერვლისა.

·მობილობის მსურველი ვალდებულია გაეცნოს დასკვნას და იმავე დღეს წერილობით  განაცხადოს თანხმობა ან უარი სტუ–ში მობილობით გადმოსვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას წინასწარი გაფრთილების გარეშე არ განიხილოს საკითხი მისი მობილობის წესით სტუ-ში ჩარიცხვის შესახებ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ

·     საბუთების მიღება და სტუ-ში გადმოსვლასთან დაკავშირებით თანხმობის/ უარის განაცხადის გაკეთება უნდა მოხდეს პირადად განმცხადებლისგან ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისგან ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობის საფუძველზე

შენიშვნა: სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ  წარმოსადგენი დოკუმენტაცია მიიღება   შესაბამისი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაშვების წინაპირობების გათვალისწინებით.

N

სამაგისტრო საგამანათლებლო პროგრამა

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1

ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები (რუსულენოვანი)

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის სფეროში (გეოლოგია, გეოფიზიკა, ქიმია); 07 ინჟინერიის, წარმოება და მშენებლობა;

2

გარემოსდაცვითი ინჟინერია

ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; 06 ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები; 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა; 08 სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია;

3

ფარმაცია

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; 06 ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები; 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა; 08 სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია; 09 ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა;

4

მეტალურგია

ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა

5

მასალათმცოდნეობა

ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; 06 ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები; 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა

6

არქიტექტურა

არქიტექტურის ბაკალავრის  დიპლომი

..

N

სადოქტორო საგამანათლებლო პროგრამა

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1

ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები

მაგისტრის ან მას თან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დიპლომი ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის სფეროში.

2

მასალათმცოდნეობა

მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;

3

ტრანსპორტი

მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა.

4

მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია

მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა.

5

არქიტექტურა

არქიტექტურის მაგისტრის  დიპლომი

6

არქიეტქტურათმცოდნეობა

სწავლის უფლება აქვს ხელოვნების, არქიტექტურის ან მათი მონათესავე დარგების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;

7

საერთაშორისო ურთიერთობები

მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სოციალურ მეცნიერებებში, პოლიტიკურ მეცნიერებებში, ჰუმანიტრულ მეცნიერებებში, სამართალში, საჯარო მმართველობაში, უსაფრთხოებასა და თავდაცვაში;

8

ინფორმატიკა

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინფორმატიკის, საინჟინრო, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ეკონომიკის სპეციალობებით;

9

მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საინჟინრო, ინფორმატიკის, მათემატიკის, ფიზიკის და სხვა მომიჯნავე სპეციალობებით;

10

ბიოსამედიცინო ინჟინერია (ინგლისურენოვანი)

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საინჟინრო, ინფორმატიკის,  ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ბიოსამედიცინო სპეციალობებით;

11

ეკონომიკა

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხი შემდეგ სფეროებში: „ეკონომიკა“; „განათლების მეცნიერება“; „პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები“; „სოციალური და ქცევითი მეცნიერებები“; „საბუღალტრო აღრიცხვა და დაბეგვრა“; „ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა“; „მენეჯმენტი და ადმინისტრირება“; „მარკეტინგი და რეკლამა“; „სამართალი“; „სტატისტიკა“; „ტურიზმი“; “მათემატიკა”; „ინფორმატიკა“; „ფილოსოფია“; “ჯანდაცვა და სოციალური კეთილდღეობა“; „ინჟინერია და საინჟინრო საქმე“

12

სოციალური მეცნიერებები

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხი შემდეგ სფეროებში: 01 განათლება; 02 ხელოვნება; ჰუმანიტარული მეცნიერებები; 03 სოციალური მეცნიერებები; ჟურნალისტიკა და ინფორმაცია; 04 ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი).

·     ბრძანება სტუ–ში  მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არა უგვიანეს 2024 წლის 1 მარტისა;

·     სტუ-ში მობილობით ჩარიცხული სტუდენტი აკადემიურ და ფინანსურ ხელშეკრულებას ფაკულტეტთან აფორმებს ბრძანების გამოცემის შემდგომ.   

სტუ-ის რექტორი სტუმრად გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე გადაცემას „შემდეგი გაჩერება“ სტუმრობდა. რექტორმა უნივერსიტეტის საუკუნოვან ისტორიაზე, მიმდინარე გამოწვევებსა და მიზნებზე ისაუბრა.

გადაცემა ტელეკომპანია „იმედი“- ს ეთერში, 21 იანვარს, 16:00 საათზე გავიდა. 

“შემდეგი გაჩერება” – ნაწილი I

https://www.facebook.com/shemdegigachereba/videos/942743113943188

“შემდეგი გაჩერება” – ნაწილი 2

https://www.facebook.com/shemdegigachereba/videos/907107140802794

სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ რექტორად, მეორე ვადით, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აირჩია

„განათლების ტრანსფორმაციული ძალის მტკიცე რწმენით, ჩემი, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე ვადით არჩეული რექტორის, მთავარი მიზანი იქნება უნივერსიტეტი კვლავაც ურყევად პოზიციონირებდეს, როგორც ტექნოლოგიური წინსვლის ფლაგმანი, რომელიც აყალიბებს, არა მხოლოდ, საგანმანათლებლო ლანდშაფტს, არამედ ძირეულ გავლენას ახდენს ინდუსტრიისა და საზოგადოების განვითარებაზე. მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და რწმენა იმისა, რომ ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და თანამშრომლების  მხარდაჭერითა და ნდობით, ერთად შევძლებთ, განვითარების თვისობრივად მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გაცილებით ცნობადი და ხილვადი გავხადოთ ის საერთაშორისო საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეში“  – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე ვადით არჩეულმა რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტში რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამართული არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ განაცხადა.

 

აკადემიურმა საბჭომ, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე რექტორად მეორე, 4-წლიანი ვადით აირჩია. სტუ-ის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აკადემიური საბჭოს 39 წევრიდან 38-მა ხმა აკადემიკოს დავით გურგენიძის სასარგებლოდ მისცა. აკადემიური საბჭოს 1 წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა სამეცნიერო მივლინებაში ყოფნის გამო ვერ მიიღო.

როგორც სტუ-ის რექტორმა აკადემიური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მეორე ვადაში მისი ერთ-ერთი ამოცანა ინოვაციებზე დაფუძნებული ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და არსებული პროგრამების განახლება იქნება.

„დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას ვუხდი აკადემიურ საბჭოს,  ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, კოლეგებს, თანამშრომლებს მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. წინ არაერთი გამოწვევაა, რომელიც, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ, ეფექტიანად უნდა დავძლიოთ. მეორე ვადაში, ჩემი, როგორც რექტორის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება, მეტი ახალი, ინოვაციებზე დამყარებული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, ასევე, არსებული პროგრამების განახლების სტიმულირება, რათა უზრუნველვყოთ საგანმანათლებლო პროცესის შესაბამისობა ინდუსტრიის საჭიროებებთან, ტექნოლოგიურ ტენდენციებთან და გლობალურ მიღწევებთან. როგორც ტექნიკური განათლების ლიდერმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მეტად უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების, საინჟინრო და ტექნიკური განათლების საუკეთესო გამოცდილების ტრანსფერი თავის საგანმანათლებლო სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტის 5 საბაკალავრო პროგრამა ემზადება  საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მისაღებად. გასულ წელს ABET აკრედიტაცია ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა პროგრამამ მოიპოვა – ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. ასევე, საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად, იწყება მუშაობა ახალ პროგრამებზე ქიმიისა და მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით. უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის, კურიკულუმებში სწავლების ინოვაციური მეთოდებისა და შესაბამისი კვლევების ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ფართო ჩართულობით. უნივერსიტეტის უკლებლივ ყველა ფაკულტეტზე გავაგრძელებთ სასწავლო პროცესის უზრუნველყოფას თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიული ბაზით, რაც აუცილებელია კვლევაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპის სრულად რეალიზებისთვის“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.

რექტორის განცხადებით, მეორე ვადით არჩევის 4-წლიან პერიოდში ერთ-ერთი პრიორიტეტი უახლესი კვლევითი ინიციატივებისა და ინოვაციების წახალისება და მხარდაჭერა იქნება, ასევე, უნივერსიტეტის, როგორც ტექნოლოგიური პროგრესისა და წინსვლის წარმმართველი ძალის პოზიციონირება, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.

„უნივერსიტეტი იზრუნებს, რათა ჩვენს მეცნიერთა მიერ შექმნილი მნიშვნელოვანი გამოგონებები წარვადგინოთ არა მარტო საქართველოს პატენტზე, არამედ ევროპასა და ამერიკაში. ამავდროულად, მნიშვნელოვანი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ, რომ გავზარდოთ ეროვნულ და უცხოურ მრეწველობასთან და ბიზნესთან თანამშრომლობით მოპოვებული დაფინანსება. აუცილებლად მიმაჩნია მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის გაძლიერება ინდუსტრიასთან, „ბიზნესი – აკადემია“ – ეს თანამშრომლობის მოდელი ორმხრივად სასარგებლო იქნება, როგორც უნივერსიტეტისთვის, ასევე, ბიზნეს-სექტორისთვის. ჩვენთვის ეს იქნება ინდუსტრიის აქტუალურ პრობლემათა გადაჭრისკენ მიმართულ კვლევებში ჩართვის რესურსი, სტუდენტებისთვის კი – რეალურ სამუშო გარემოში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის შესაძლებლობა. ამასთან ერთად, რაც ასევე არსებითია, მნიშვნელოვნად გამარტივდება ბიზნესსა და უნივერსიტეტს შორის ტექნოლოგიების ტრანსფერის პროცესი. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ქვეყნის უმთავრესი საინჟინრო სკოლა – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყოს აქტიური თანამონაწილე და ინიციატორიც კი სამხედრო აღმშენებლობის სხვადასხვა საკითხებში. ამის გამოცდილება და პრაქტიკა მრავალად არის მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. პრიორიტეტულად მიმაჩნია, შეიქმნას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გაერთიანებული სამეცნიერო-სამხედრო საბჭო, სადაც ეს საკითხები მოიყრის თავს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

როგორც მან აღნიშნა, რექტორობის მეორე ვადაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად უნივერსიტეტში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვა ესახება.

„უდიდესი ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესორებთან და მკვლევრებთან ახალგაზრდა და ნიჭიერი თაობის კოლაბორაცია შექმნის უნიკალურ სინერგიას, რაც დასაბამს მისცემს ახალ სიტყვას მეცნიერებასა და  საინჟინრო ტექნოლოგიებში – ახალგაზრდების შეუზღუდავი იდეები, ახალი ხედვები და შეუპოვრობა, გამყარებული გამოცდილ მეცნიერთა ცოდნითა და კომპეტენციით, უნდა გამოვიყენოთ, როგორც ინოვაციების შექმნის მყარი ფუნდამენტი. ამასთან ერთად, აუცილებელია სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურაში დამატებითი ინვესტიცია უახლესი ტექნიკით, ლაბორატორიებითა და ტექნოლოგიებით, რათა შეიქმნას სწავლის, კვლევისა და ინოვაციებისთვის თანამედროვე, ხელსაყრელი გარემო. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში იქმნება ახალგაზრდების თვითორგანიზებადი კლუბები, ინტერესთა სფეროების მიხედვით. ჩემი რექტორობის პირობებში, მოხდება სტუდენტური კლუბების საქმიანობის მაქსიმალურად წახალისება, მათი ინიციატივების წინ წამოწევა და ინტეგრაცია საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. როგორც რექტორი, მხარდაჭერას ვპირდები თითოეულ სტუდენტს, სტუდენტთა გაერთიანებებს, რადგან უნივერსიტეტის უმთავრესი პრიორიტეტი სტუდენტთა ინტერესების დაცვა, მათი აკადემიური, კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერაა“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

რექტორის განმარტებით, ინფრასტრუქტურის მრავალმხრივი განვითარება უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ცნობადობის ამაღლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.

„უნივერსიტეტის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი იქნება მე-6 სასწავლო კამპუსის სრული რეაბილიტაცია, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდება. ასევე, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ჰიდროტექნიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის მშენებლობისკენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის შეთანხმების პროცედურები თბილისის მერიასთან, რის შემდეგაც ამ უნიკალური ლაბორატორიის მშენებლობა დაიწყება. იგეგმება, ენერგეტიკის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, მე-8 სასწავლო კამპუსის სარემონტო სამუშაოები, ხოლო, კომპანია “არემჯის“ თანამონაწილეობით – მე-3 სასწავლო კამპუსის ინფრასტრუქტურის განახლება. გარდა ამისა, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია პროფესიული სწავლების განვითარება. ამ ჭრილში საშურია, დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიული კოლეჯის საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისად რეაბილიტაცია და უახლესი ტექნიკით აღჭურვა. მიუხედავად მშენებლის მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზებისა, კოლეჯის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები და აღჭურვა, მაქსიმუმ, 2 წელიწადში დასრულდება. უნივერსიტეტში მიმდინარეობს და მომავალ წლებში ეტაპობრივად დასრულდება  ინფრასტრუქტურის ადაპტირება სსსმ და შშმ პირების საუნივერსიტეტო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრირებისთვის – მოეწყობა ლიფტები, პანდუსები, სველი წერტილები. პროექტირების სტადიაშია სტუდენტებისათვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, რაც მოითხოვს რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ ჩვენს სტუდენტებს მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ საყოფაცხოვრებო საკითხები“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.

რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტში აღმავლობის გზაზეა საუნივერსიტეტო შემოქმედებითი და სპორტული ცხოვრება. აღდგა ვაჟთა ცნობილი კაპელა, რომელმაც გამორჩეული შემსრულებლების არაერთი თაობა აღუზარდა საქართველოს, განახლებულ ენერგიას იკრებს თეატრ-სტუდია „მოდინახე“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, ხალხური სიმღერის ანსამბლი „ფესვები“, საუკეთესო ფორმაშია ლეგენდარული საუნივერსიტეტო ჯაზ-ორკესტრი, იქმნება ახალი ახალგაზრდული მუსიკალური ჯგუფები, სპორტული გუნდები.

„ჩემი რექტორობის მეორე ვადაში ვგეგმავთ უნივერსიტეტის მე-2 კამპუსში განთავსებული თეატრის სრულ რეაბილიტაციას. ამით უნივერსიტეტი შეიძენს სრულიად თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ კიდევ ერთ სივრცეს, სადაც ჩვენი თეატრალური დასი – „მოდინახე“ და მსახიობი სტუდენტები სრულად წარმოაჩენენ შემოქმედებით შესაძლებლობებს და მრავალ სიახლეს შემოგვთავაზებენ. აშკარა აღმავლობის გზაზეა საუნივერსიტეტო სპორტი. მიმდინარე წლიდან უნივერსიტეტში აღდგება საუნივერსიტეტო ფაკულტეტშორისი ოლიმპიადების ჩატარების ტრადიციაც. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გასულ წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საცურაო აუზი დაუბრუნდა. ამით, უნივერსიტეტში გაჩნდა კიდევ ერთი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კერა სტუდენტებისთვის – იგეგმება წყალბურთის საუნივერსიტეტო გუნდის დაფუძნებაც. მალე დავიწყებთ სპორტული მოედნებისა და დარბაზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ახალგაზრდებისთვის მოეწყობა სივრცეები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. მომდევნო წლებში დაგეგმილია პირველი კამპუსის ეზოში სტადიონისა და სასროლი დარბაზის მოწყობა, გარემონტდება სპორტული დარბაზები მე-2 და მე-9 კამპუსებში. მოეწყობა ახალი სტუდენტური სივრცეები, სადაც სტუდენტები შეძლებენ თავისუფალი დროის გატარებასა და ერთმანეთთან კომუნიკაციას. მნიშვნელოვანია, რომ იგეგმება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობაში ცენტრალური ბიბლიოთეკის დიდი დარბაზის ინტერიერის ძირეული განახლება. საპროექტო სამუშაოებს უნივერსიტეტის არქიტექტურული ბიურო ასრულებს“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.

რექტორის განცხადებით, მისთვის, ასევე, მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კამპუსის მიმდებარე ღია სივრცეში გამორჩეული ქართველი მეცნიერისა და ინოვატორის, გიორგი ნიკოლაძის ნეშტის გადმოსვენება და მის პატივსაცემად ქანდაკების დადგმა, რათა უნივერსიტეტმა ღირსეული პატივი მიაგოს პირველი ქართული საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებელს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად, პირველი ვადით, დავით გურგენიძე აკადემიურმა საბჭომ 2020 წელს აირჩია. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ნოემბრის №01-05-04/175 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 2024 წლის 18 იანვარს ჩაინიშნა, არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტთა რეგისტრაციის ვადები 2023 წლის 29 დეკემბრიდან 2024 წლის 11 იანვრის ჩათვლით დაწესდა, ხოლო აკადემიურ საბჭოში რექტორობის კანდიდატთა სამოქმედო გეგმების მოსმენის თარიღად მიმდინარე წლის 16 იანვარი განისაზღვრა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორ ირაკლი ქვარაიას 70 წლის იუბილეს ულოცავს

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე,  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სტუდენტების, ასევე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეების სახელით, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორს, ირაკლი ქვარაიას 70  წლის იუბილეს ულოცავს.

„ბატონო ირაკლი, მთელი გულითა და პატივისცემით გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს – 70 წლის იუბილეს და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 24-ე წლისთავს. მილოცვას უერთდებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი და სტუდენტები. სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის მიმართულებით, მრავალი წელია პროფესიონალ კადრებს ზრდით და სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, მშენებლობის ექსპერტის რანგში, აქტიურად ხართ ჩართული მნიშვნელოვანი ურბანული პროექტების განხორციელებაში, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც ესოდენ მნიშვნელოვანი გამოცდილებაა სტუდენტებთან ურთიერთობისა და სამშენებლო დარგის ახალგაზრდა სპეციალისტთა ფორმირების პროცესში. მრავალფეროვანია თქვენი, როგორც მკვლევრის ინტერესების სფერო და მიმართულებები, რაც მშენებლობის ტექნოლოგიის, საშენი მასალებისა და კონსტრუქციების სეისმომედეგობის კვლევის გარდა, მოიცავს ეკონომიკას, ტურიზმს, საქალაქო მართვას, ხელოვნებათმცოდნეობას და თავმოყრილია თქვენს კვლევებსა და სამეცნიერო ნაშრომებში. საქართველოს ტექნიკური უნოივერსიტეტის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო ირაკლი, გისურვებთ დღეგრძელობასა და წარმატებებს!“, – აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი და მკვლევარი ირაკლი ქვარაია 7 მონოგრაფიის, 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორია. 

 

სტუ-ში გაიხსნა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი – „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკროსერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა”

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „Erasmus+“-ის პროექტის – „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკროსერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა“ (Micro-GEAR) – გახსნის ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება გახსნა და შეხვედრას მოდერაციას უწევდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, სამწლიან პროექტში ჩართულია 6 ქვეყნის 16 ინსტიტუცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი კონსორციუმის წამყვანი ორგანიზაცია და პროექტის კოორდინატორია.  პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ასევე, სომხეთის განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ორი ქვეყნის ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრები, უნივერსიტეტები და სამეცნიერო ცენტრები. ევროპის ქვეყნებიდან პროექტის პარტნიორები არიან: ზაარლანდის (გერმანია), მადრიდის კარლოს III-ის (ესპანეთი), რომის ანიელო მერონეს ევროპული (იტალია) უნივერსიტეტები, ასოციაცია CIMEA – Information Centre on Academic Mobility and Equivalence (იტალია) და საკონსულტაციო კომპანია GIRAF PM e.K. (გერმანია).

„პროექტს ექნება ორმაგი აქცენტი. ერთი მხრივ, მოახდენს ქართული და სომხური უმაღლესი განათლების სისტემების მოდერნიზებას, რათა ისინი გაცილებით ღია გახადოს საზოგადოების საჭიროებებისთვის, გააძლიეროს უმაღლესი განათლების, როგორც ცოდნისა და გამოცდილების წყაროს როლი, გარდაქმნას ისინი ეკონომიკური და სოციალური რეფორმების ძრავად. და მეორე მხრივ, ხელს შეუწყოს ადგილობრივი განათლების სისტემების შემდგომ ინტერნაციონალიზაციას, მის თანამშრომლობას ევროპის უმაღლესი განათლების სივრცესთან და გლობალურ დონეზე, ევროპული საგანმანათლებლო მიკროკრედიტების სტანდარტებისა და პრაქტიკის პოპულარიზაციას“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.  

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო წერეთლის განაცხადებით, პროექტით გათვალისწინებულია მიკროკრედიტების შემუშავებისა და სწავლების საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესწავლა-ანალიზი იმ მიზნით, რომ გააუმჯობესოს ეროვნული აკადემიური საზოგადოებების შესაძლებლობები, განავითარონ და უზრუნველყონ სხვადასხვა ტიპის მოკლე კომპეტენციებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო კურსები, რაც თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის მიკროსერტიფიკატების მიღებას. ნინო წერეთლის თქმით, გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს აკადემიური პერსონალის აღჭურვას შესაბამისი ცოდნითა და უნარებით, კურსების დიზაინის შემუშავებას, სწავლებისა და შეფასების სრული ციკლის პრაქტიკულ განხორციელებას, რაც სხვადასხვა კატეგორიის მოსწავლეთა და განათლების პროვაიდერთათვის  ციფრული მიკროსერტიფიკატების მიღების შესაძლებლობას შექმნის.

„პროექტი მნიშვნელოვანია, პირველ რიგში იმით, რომ ევროპის წამყვან ქვეყნებშიც კი ამ თემაზე მუშაობა ახლა იწყება. პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია. ბოლო პერიოდში ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, მკვეთრი და ქმედითი ნაბიჯები გადადგა, პროექტი კი სწორედ ამ ცვლილებების ერთ-ერთი გაგრძელებაა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას ენიჭება და ეს პროექტი პირდაპირ ეხმიანება ჩვენს სტრატეგიას. წარმატებებს ვუსურვებთ პროექტის მონაწილეებს“, – განაცხადა ნინო წერეთელმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ზაზა ცირამუას ინფორმაციით, პროექტის მიზანია მიკროკრედიტების ეროვნული სტანდარტების სინქრონიზაცია იმ სტანდარტებთან, რომლებიც მუშვდება ევროკავშირში, მიკროსერტიფიკატების შესახებ ევროკომისიის საბჭოს რეკომენდაციის თანახმად. მისი თქმით, ევროკავშირსა და სხვა ბენეფიციარ ქვეყნებს შორის ეფექტური ურთიერთაღიარების გარემოს შექმნა სტუდენტებისა და პედაგოგების მობილობას შეუწყობს ხელს.

„პოლიტიკის დოკუმენტის დონეზე, ქვეყნის მასშტაბით, შეიქმნება მარეგულირებელი დოკუმენტები, რომლებიც სტდენტებს საშუალებას მისცემს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდში დააგროვონ დამატებითი პრაქტიკული კომპეტენციები, რაც მათ დასაქმებაის მხრივ დაეხმარება. ბოლონიის პრინციპების  (ECTF-ის) განხორციელებასთან დაკავშირებით, ეროვნულ რეგულაციებში აუცილებელი კორექტირების იდენტიფიცირებაა მოსალოდნელი, რათა მოხდეს მიკროსერტიფიკატების ინტეგრირება ისე, რომ მივაღწიოთ ორმხრივ აღიარებას ეროვნულ, რეგიონულ და ევროპულ დონეებზე“, – აღნიშნა  ზაზა ცირამუამ.

Micro-GEAR-ი, რომელიც პირველი საერთაშორისო პროექტია მიკროსერტიფიცირების კუთხით, მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკის გაზიარებას, განათლების ჩარჩო რეფორმების მომზადებას და სომხეთსა და საქართველოში ინსტიტუციური შესაძლებლობების შექმნას, გაძლიერებას, პოპულარიზაციასა და მიკროსერტიფიკატების აღიარებას. აქედან გამომდინარე, პროექტი მიზნად ისახავს რეგიონული განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელთა შორის და აკადემიურ საზოგადოებაში შექმნას მიკროსერტიფიცირების ელჩების, ენთუზიასტების კოჰორტა და შესაძლებელი გახადოს მათი თანამშრომლობა იმ ევროპელ კოლეგებთან, რომლებიც საგანმანათლებლო სისტემაში აქტიურად ნერგავენ მიკროსერტიფიცირებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიკროსერტიფიცირება, დღესდღეობით, გაცილებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიული განათლებისა და სწავლების (VET) სისტემებშიც.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „Erasmus+“-ის პროექტის – „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკროსერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა“ (Micro-GEAR) – გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, პროექტის მონაწილეები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსი ნინო წერეთელი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე ლაშა მარგიშვილი, ასევე, ზაარლანდის, ერევნის სახელმწიფო, მადრიდის კარლოს III-ის და რომის ანიელო მერონეს ევროპული უნივერსიტეტების, ასევე, ეკოლოგიურ-ნოოსფეროს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კვლევითი ცენტრის (სომხეთი) და აკრედიტაციის ცენტრის (სომხეთი) წარმომადგენლები.  

„ყოველ 16 იანვარს, ისევე, როგორც ჩვენ დღეს, ჩვენი შთამომავლობა მადლიერებით მოიხრის ქედს ცოდნის უდიდესი ტაძრის წინაშე“ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

„ერთიანობისა და თანამშრომლობის იმ სულისკვეთებით, რომლითაც მუდმივად გამოირჩეოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და განათლების ტრანსფორმაციული ძალის მტკიცე რწმენით ჩემი, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მთავარი მიზანია უნივერსიტეტი კვლავაც ურყევად პოზიციონირებდეს როგორც ტექნოლოგიური წინსვლის ფლაგმანი, რომელიც აყალიბებს, არა მხოლოდ, საგანმანათლებლო ლანდშაფტს, არამედ ძირეულ გავლენას ახდენს ინდუსტრიისა და საზოგადოების განვითარებაზე. რექტორი გადამწყვეტ როლს ასრულებს უნივერსიტეტის იდენტობის ჩამოყალიბებაში და ამიტომ, ჩემი ამოცანაა განვამტკიცო გარემო, სადაც ცოდნა და კეთილსინდისიერებაა წამყვანი და სადაც უნივერსიტეტის თითოეული წევრის გულისცემა პროგრესის, წინსვლის და წარმატების ჭეშმარიტ, გულწრფელ სურვილთან რეზონირდება“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ უნივერსიტეტის დაარსებიდან 102 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ღონისძიებას ესწრებოდადნენ სტუ-ის აკადემიური საბჭოსა და სენატის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები. ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიოტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია,  ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი, მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიიას მიტროპოლიტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, მეუფე ანანია და სხვა მოწვეული სტუმრები.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, 2022 წელს, საერთაშორისო საზოგადოებამ, მთელს ქართველ ერთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილე იზეიმა. ეს იყო ღირსშესანიშნავი მოვლენა ქვეყნისა და მთელი რეგიონისათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა ასზე მეტი მაღალი რანგის მქონე, საპატიო სტუმარი, რომლებიც წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებს წარმოადგენდნენ. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად იყო და არის ქვეყანაში უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალების სამჭედლო, რომლებსაც მაღალი დონის ცოდნითა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ღირსეული წვლილი შეჰქონდათ და შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

„ამ შედეგის მიღწევა თანამედროვე, შრომის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზაციით არის შესაძლებელი. შესაბამისად, ჩემი ამოცანაა მეტი ახალი, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამის შექმნისა და არსებული პროგრამების განახლების სტიმულირება და მხარდაჭერა, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი საგანმანათლებლო პროცესის შესაბამისობა ინდუსტრიის საჭიროებებთან, ტექნოლოგიურ ტენდენციებთან და გლობალურ მიღწევებთან. როგორც ტექნიკური განათლების ლიდერმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მეტად უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების, საინჟინრო და ტექნიკური განათლების საუკეთესო გამოცდილების ტრანსფერი თავის საგანმანათლებლო სივრცეში. გასულ წელს უნივერსიტეტს ჰქონდა მნიშვნელოვანი წარმატება საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აღიარების კუთხით. ჩვენ მივიღეთ ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში ამერიკის სააკრედიტაციო სააგენტოს – ABET – აკრედიტაცია ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე. ეს პროცესის მხოლოდ დასაწყისია, უნივერსიტეტი ემზადება კიდევ 5 პროგრამაზე ABET აკრედიტაციის მისაღებად. ასევე, საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად, იწყება მუშაობა ახალ პროგრამებზე ქიმიისა და მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით. თუმცა, აუცილებელია საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურება, კურიკულუმებში სწავლების ინოვაციური მეთოდებისა და შესაბამისი კვლევების ინტეგრაციის უზრუნველყოფა, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ფართო ჩართულობით, არა მხოლოდ, სასწავლო, არამედ სამეცნიერო მიმართულებით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია უნივერსიტეტში, მრავალ პროგრამაში დაინერგა კვლევაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპი და მიღებულია ხელშესახები შედეგები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მნიშვნელობას. გილოცავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 102 წლის იუბილეს! მჯერა, ჩვენი ალმა-მატერი, ჩვენი დედა-უნივერსიტეტი კიდევ მრავალ ასწლეულს მიითვლის. ღირსეული მამულიშვილების კიდევ არაერთი თაობა აღიზრდება ამ კედლებში და კიდევ დიდხანს, ყოველ 16 იანვარს, ისევე, როგორც ჩვენ დღეს, ჩვენი შთამომავლობა მადლიერებით მოიხრის ქედს ცოდნის უდიდესი ტაძრის წინაშე. ჩვენ ჩვენს მოვალეობას პირნათლად მოვიხდით – ვაჩვენებთ მათ უნივერსიტეტის სიყვარულის, მისდამი ერთგულებისა და თავდადების მაგალითს და მჯერა, რომ ეს მაგალითი მომავალი თაობისთვის ყველაზე კარგი და მტკიცე გაკვეთილი იქნება“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა.

ინფორმაციისთვის: 1918 წელს ქვეყნის გამოჩენილმა მეცნიერებმა შეძლეს პირველი ქართული ეროვნული განათლების კერის – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა, სადაც 1922 წლის 16 იანვარს, საფუძველი ჩაეყარა პოლიტექნიკურ ფაკულტეტს, რომელიც მოგვიანებით უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა. ასე იქცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საინჟინრო განათლების პირველ კერად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონში. დაარსებიდან დღემდე უნივერსიტეტმა უზარმაზარი წვლილი შეიტანა საინჟინრო და ტექნიკურ მეცნიერებათა განვითარების საქმეში და ეროვნული საინჟინრო კადრების მომზადებაში.

 

„ჩემი, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიზანია, უახლესი კვლევითი ინიციატივებისა და ინოვაციების წახალისება და მხარდაჭერა“, – აკადემიკოსი დავით გურგენიძე

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

„ჩემი, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიზანია, უახლესი კვლევითი ინიციატივებისა და ინოვაციების წახალისება და მხარდაჭერა, უნივერსიტეტის, როგორც ტექნოლოგიური პროგრესისა და წინსვლის წარმმართველი ძალის პოზიციონირება ქვეყანასა და მსოფლიოში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრები და, რაც მთავარია, სტუდენტები ხელმძღვანელებთან ერთად, წარმატებულად მონაწილეობენ ისეთ გლობალურ საერთაშორისო კოლაბორაციებსა და პროექტებში, როგორიცაა ევროპის ბირთვული კვლევების საერთაშორისო ცენტრი (CENR), შვეიცარია – ექსპერიმენტები ATLAS, CMS; მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევის ორგანიზაცია (KEK), იაპონია – ექსპერიმენტი COMET; ფერმის სახელობის ლაბორატორია (FermiLab), აშშ – ექსპერიმენტი DUNA; იულიხის ბირთვული კვლევების (Julich Research Center) ცენტრი, გერმანია; ჰელმჰოლცის ცენტრი დრეზდენ-როსენდორფი (HZDR), გერმანია და მრავალი სხვა.  მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა ყოველწლიურად უფრო ინტენსიური ხდება და თვისობრივად მაღალ ეტაპზე გადადის. სულ მალე მოეწერება ხელი კიდევ ერთ მემორანდუმს ლაბორატორია FermiLab-თან (აშშ), სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მნიშვნელობა და როლი მსოფლიოს ამ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ექსპერიმენტში“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ უნივერსიტეტის დაარსებიდან 102 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდადნენ სტუ-ის აკადემიური საბჭოსა და სენატის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები. ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიოტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია,  ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი, მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიიას მიტროპოლიტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, მეუფე ანანია და სხვა მოწვეული სტუმრები, აკადემიკოსი დავით გურგენიძე რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ არჩევნებში მონაწილე კანდიდატის სტატუსით წარსდგა და დამსწრე საზოგადოებას 2024-2028 წლების სამოქმედო გეგმის გაცნობის პარალელურად იმ მიღწევებსა და წარმატებებზე გაუზიარა ინფორმაცია, რომელიც უნივერსიტეტმა მისი რექტორობის წლებში მიაღწია.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა ის, რომ ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესი “სიკეთისა და მორალის იდეა”, 2024 წლის სექტემბერში, ჩვენს უნივერსიტეტში გაიმართება. ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფორუმია ფილოსოფიაში, მომავალი წელი კი განსაკუთრებული იქნება, რადგან კონგრესი ჰეგელის საზოგადოების დაარსებიდან 70 წლისთავს ეძღვნება. 2024 წლის აპრილში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება 25-ე საერთაშორისო კონფერენცია მსუბუქი-მატერიის დაწყვილების ფიზიკის შესახებ ნანოსტრუქტურებში (PLMCN2024). მეტად წარმომადგენლობით ღონისძიებაში, ქართველ მეცნიერებთან და მკვლევრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ დარგის გამოჩენილი მეცნიერები, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატები. ველოდებით 400-ზე მეტ მონაწილეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სულ ახლახან, ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში, იულიხის ბირთვული კვლევების ცენტრთან, დრეზდენ-როსსენდორფის ცენტრთან და ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევითი ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა ბიოსამედიცინო გამოსახულებების მიღებისა და დამუშავების SmartLab ლაბორატორია. ლაბორატორია გადაამზადებს შესაბამისი კვალიფიკაციის მაღალი დონის სპეციალისტებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრისათვის, რომელიც სულ რამდენიმე წელში დაიწყებს ფუნქციონირებას. ის,            რომ ჩვენი პრიორიტეტი სამეცნიერო და კვლევითი სამუშაოების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა, დასტურდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც უნივერსიტეტში შეიქმნა დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი 2 სადისერტაციო საბჭო – საბუნებისმეტველო, საინჟინრო-ტექნოლოგიური და სოციალურ-ჰუმანიტარული მიმართულებებით. ორივე საბჭო დაკომპლექტებულია დარგში გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო მიღწევების მქონე მეცნიერებით. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, უნივერსიტეტის ყველა პროფესორი და ასოცირებული პროფესორი აქტიურადაა ჩართული სადოქტორო ნაშრომების განხილვისა და დაცვის პროცესში. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნები დაცული სადისერტაციო ნაშრომების ხარისხისა და სამეცნიერო ღირებულების მიმართ და ეს პროცესი კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. ჩემი რექტორობის მეორე ვადაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დაცული სადოქტორო ნაშრომების სამეცნიერო ღირებულებას, მოთხოვნები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული აკადემიური დოქტორის კვალიფიკაციის მიმართ სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ის უნდა შენარჩუნდეს მაღლი ხარისხის ნიშნად. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში მნიშვენლოვნად აღვადგინეთ სამეცნიერო, შემოქმედებითი და ორგანიზაციული ხასაითის ურთიერთობები საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან და მოცემულ ეტაპზე იგი მოწოდების სიმაღლეზეა. ამას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელი შეუწყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიკოსთა კორპუსის გაზრდამ და მძლავრად წარმოჩინამ, მათმა აქტიურმა პოზიციებმა – განსაკუთრებით, პრეზიდიუმში, რასაც მთლიანად უჭერს მხარს აკადემიის პრეზიდენტი და აკადემიის ხელმძღვანელობა“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორად დავით გურგენიძე აკადემიურმა საბჭომ 2020 წელს,ოთხი წლით,  ერთხმად აირჩია. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ნოემბრის №01-05-04/175 დადგენილების საფუძველზე, 2024 წლის 18 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები დაინიშნა.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა საქველმოქმედო აქცია გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები, ძეგვში მდებარე, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფარს ესტუმრნენ და რექტორის სახელით თავშესაფარში მცხოვრებ ოჯახებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.

საქველმოქმედო აქცია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტუის თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა. ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საახალწლოდ ძეგვის თავშესაფარში მცხოვრებ 80 ადამიანს, მათ შორის 21 ბავშვს, ერთი ლამაზი დღე აჩუქა.

„სტუ-ის რექტორის ინიციატივითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩვენ დავნერგეთ ერთგვარი ტრადიცია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა დროს აქციებს ვმართავთ დევნილებისთვის, ხანდაზმულებისა და ლტოლვილებისთვის. სასიხარულოა, რომ ძეგვის თავშესაფრის მობინადრეები დიდი სიხარულით შეგვხვდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მისია წარმატებით შესრულდა“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

ძეგვში მდებარე, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფარს დირექტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს და სტუ-ის რექტორს გამოჩენილი ყურადღებისათვის.

„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანატს, სტუდენტებს ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის. ჩვენთან 21 ბავშვი ცხოვრობს, რომელთაგან 10 სასკოლო ასაკისაა, სხვები ჩვილები და საბაღე ასაკისა. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სასაჩუქრე პაკეტები ასაკის გათვალისწინებით შეარჩია და არცერთი ბავშვი, მშობლები და ხანდაზმული გულდაწყვეტილი არ დატოვა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი სტუმრობა. თავშესაფარს ყოველთვის სჭირდება დახმარება, ეს იქნება საკვები პროდუქტი თუ სამოსი, ძალიან მადლიერები ვართ. დიდი მადლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შემოწირულებისთვის“, – განაცხადა ნანა გოგოჭურმა.

 

სახალხო თეატრ-სტუდიამ – „მოდინახე“, ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ყველას, ვინც უკვე თითქმის 77 წლის მანძილზე გამოდიოდა „მოდინახეს“ სცენაზე და თქვენ, ახალგაზრდებო, წარმატებული სწავლის პარალელურად, ვინც, ასეთივე წარმატებით ითავსებთ მოყვარული მსახიობის როლს, გილოცავთ ქართული თეატრის დღეს, ნაყოფიერ შემოქმედებით საქმინობას გისურვებთ. ქართულ თეატრს 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი – გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მაყურებლის წინაშე  კი 1948 წელს წარსდგნენ. მთელი ამ 77 წლის მანძილზე, თეატრი იყო და არის დიდი საინჟინრო სკოლის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. აქ ფეხი აიდგეს ისეთმა დიდმა მსახიობებმა, როგორებიც არიან: მურმან ჯინორია, გოგი გეგეჭკორი,  გივი ბერიკაშვილი და სხვები. სასიხარულოა, რომ რეჟისორმა, ბატონმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ შეძლო თეატრის სიცოცხლის გახანგრძლივება და დღეს „მოდინახეს“ სპექტაკლები ანშლაგით მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ“, –  ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის სახალხო-თეატრ სტუდია „მოდინახეში“, ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, თეატრ-სტუდია თავისი არსებობის ყველა ეტაპზე უნივერსიტეტის სახეს წარმოადგენდა. რექტორმა მადლიერება გამოხატა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის მიმართ, იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც სამინისტრო და უშუალოდ მინისტრი, საუნივერსიტეტო თეატრისა და მოყვარული მსახიობების მიმართ ახორციელებს.

აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, „მოდინახეს“  სპექტაკლები უნივერსიტეტის სცენასა თუ გასტროლზე ყოველთვის ანშლაგით მიმდინარეობს და მაყურებელთა დიდ მოწონებას იმსახურებს.

„რამდენიმე წლის წინ, რეჟისორმა ავთო ვარსიმაშვილმა განაცხადა: „2020 წელი როგორც ქართული, ისე მსოფლიო თეატრისთვის მხოლოდ გაჩერების წელი კი არ იყო, არამედ უკან დახევისაც“. დიახ, პანდემიამ თითქმის ორი წლის მანძილზე დააშორა ხელოვნება ხალხს. მიუხედავად, იმ დროს შექმნილი რთული ვითარებისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია, მისი ხელმძღვანელის თაოსნობით, საქველმოქმედო ღონისძიებებში იყო ჩართული და ასე, მაყურებლის გარეშე და მაყურებელთან ერთად, თეატრმა შეძლო ბევრი კეთილი საქმის გაკეთება. თეატრი იყო წინა ხაზზე, როცა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უკრაინელი კოლეგების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციები ჩაატარა. სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ ერთ-ერთი საუკეთესო დასია, რომელიც ათეული წლებია ტოლს არ უდებს პროფესიონალურ თეატრებს, მისი მოყვარულ მსახიობთა დასი კი მაყურებელს საინტერესო და მრავალფეროვან რეპერტუარს სთავაზობს. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს სტუდენტებს, თეატრს, რეჟისორს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს მხარდაჭერისთვის. რეჟისორმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს თეატრალურ საზოგადოებასა და თეატრისა და კინოს მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიას.

„მადლობა ყველას, განსაკუთრებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს. გულწრფელად ვამბობ, სწორედ რექტორის დამსახურებაა თეატრის ესოდენ დიდი წინსვლა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. „მოდინახე“ წარმატებით ატარებს გასვლით სპექტაკლებს რეგიონებსა და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც სწავლის პარალელურად, ასევე წარმატებით გამოდიან სცენაზე. მათ შექმნეს არაერთი საინტერესო სახე. მომავალი წინაა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოყვარული მსახიობები კიდევ არაერთი სპექტაკლით წარსდგებიან მაყურებლის წინაშე“, – განაცხადა ნუგზარ ბუცხრიკიძემ.

ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდიის დასმა  2022 – 2023 წლებში დადგმული სპექტაკლებიდან ეპიზოდები შეასრულა. ასევე, სტუდენტმა მსახიობებმა ლადო ასათიანის, ვაჟა-ფშაველას, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, შოთა ნიშნიანიძის, შანდორ პეტეფის, იულიამ შექსპირის, ზურა გორგილაძის, რეზო სტურუას, გიორგი ჭანტურიასა და ქეთევან ქოქრაშვილის ლექსები წაიკითხეს. ღონისძიების დასასრულს კი, სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით ოქიტაშვილმა სტუდენტი მოყვარული მსახიობები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

 

სტუ-ში განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხ მოკლევადიანი პროგრამაზე მსმენელთა მესამე ნაკადის მიღება იწყება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხ მოკლევადიან პროგრამაზე მესამე ნაკადის მსმენელთა მიღება იწყება.

რეგისტრაცია 16 იანვარიდან 11 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. სწავლა კი, 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება.

დონორი ორგანიზაციის მიერ დაქირავებული საგანმანათლებლო და განახლებადი ენერგიის დარგის ექსპერტებისა და ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი პროფესორების მიერ მომზადდა განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხი მოკლევადიანი პროგრამა (თითოეული 75 საათის ხანგრძლივობით), კერძოდ:

1.​ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი);

2.​ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (მზის თერმული სისტემების მონტაჟი);

3.​ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (ბიომასის ბოილერების დაღუმელების მონტაჟი)

4.​ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (ზედაპირული გეოთერმული სისტემების და თბური ტუმბოების მონტაჟი)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტუ-ის ინფორმაციით, პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატი გაივლის სერტიფიცირებას, ხოლო სერტიფიცირებულ მემონტაჟეთა სია განთავსდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, ლენა შატაკიშვილი აცხადებს, იანვარში აღნიშნულ პროგრამებზე მესამე ნაკადის მიღება გამოცხადდა. პირველმა და მეორე ნაკადმა წარმატებით დაასრულა სასწავლო პროცესი. წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, თითოეულ პროგრამაზე 10-10 მსმენელის მიღება იგეგმება. ოთხივე პროგრამა სრულად დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის მიერ და დაინტერესებულ პირებს მომზადება/გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge .

საქართველოსთვის ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება სამართლებრივი ვალდებულების აღებასა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციას გულისხმობს. კერძოდ, საქართველომ უნდა მოახდინოს ადგილობრივ კანონმდებლობაში ევროკავშირის ენერგეტიკის სფეროში მოქმედი იმ დირექტივებისა და რეგულაციების ასახვა, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების XXV დანართშია მოცემული.

აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცა კანონი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“. აღნიშნული კანონი, რომელიც სრულად შეესაბამება განახლებადი ენერგიების შესახებ ევროკავშირის დირექტივას, საქართველოს მთავრობას ავალდებულებს, უზრუნველყოს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების კვალიფიციური და სერტიფიცირებული მემონტაჟეების არსებობა ქვეყანაში.

რადგანაც ქვეყანაში აღნიშნული პროგრამა პირველად უნდა დანერგილიყო, საჭირო გახდა უწყებათაშორისი თანამშრომლობა და კოორდინაცია, რა მიზნითაც, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ს.ს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ შორის 2020 წლის 11 დეკემბერს გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი. განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების პროგრამებზე მუშაობა მიმდინარეობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში’’ ფარგლებში.

 

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?