სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა საქველმოქმედო აქცია გამართა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები, ძეგვში მდებარე, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფარს ესტუმრნენ და რექტორის სახელით თავშესაფარში მცხოვრებ ოჯახებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.

საქველმოქმედო აქცია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტუის თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა. ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საახალწლოდ ძეგვის თავშესაფარში მცხოვრებ 80 ადამიანს, მათ შორის 21 ბავშვს, ერთი ლამაზი დღე აჩუქა.

„სტუ-ის რექტორის ინიციატივითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩვენ დავნერგეთ ერთგვარი ტრადიცია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა დროს აქციებს ვმართავთ დევნილებისთვის, ხანდაზმულებისა და ლტოლვილებისთვის. სასიხარულოა, რომ ძეგვის თავშესაფრის მობინადრეები დიდი სიხარულით შეგვხვდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მისია წარმატებით შესრულდა“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

ძეგვში მდებარე, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფარს დირექტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს და სტუ-ის რექტორს გამოჩენილი ყურადღებისათვის.

„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანატს, სტუდენტებს ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის. ჩვენთან 21 ბავშვი ცხოვრობს, რომელთაგან 10 სასკოლო ასაკისაა, სხვები ჩვილები და საბაღე ასაკისა. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სასაჩუქრე პაკეტები ასაკის გათვალისწინებით შეარჩია და არცერთი ბავშვი, მშობლები და ხანდაზმული გულდაწყვეტილი არ დატოვა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი სტუმრობა. თავშესაფარს ყოველთვის სჭირდება დახმარება, ეს იქნება საკვები პროდუქტი თუ სამოსი, ძალიან მადლიერები ვართ. დიდი მადლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შემოწირულებისთვის“, – განაცხადა ნანა გოგოჭურმა.

 


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?