სტუ 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2023-2024 აკადემიური წლის 25 სექტემბრიდან დაწყებას მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნავს. ღონისძიებას უნივერსიტეტი პირველკურსელთა ახალი, 101-ე ნაკადის მიღებასა და სტუდენტთა დახვედრას მიუძღვნის.

სტუდენტთა დახვედრის ღონისძიება – WELCOME TO GTU – 25 სექტემბერს, 18:00 საათიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ღია სივრცეში (მერაბ კოსტავას 77, სააკაძის მოედანთან) გაიმართება: სტუდენტთათვის მოეწყობა გასართობი სივრცეები; 19:00 საათიდან სტუ-ის მუსიკალური ჯგუფი – The Blackberries პირველკურსელებს, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის ყველა სტუდენტს დაუვიწყარ კონცერტს ცოცხალი შესრულებით მიუძღვნის. საკონცერტო პროგრამას კი სტუ-ის სტუდენტი, DJ ლაშა სულთანიშვილი გააგრძელებს და ახალგაზრდებს საუკეთესო კომპოზიციებს შესთავაზებს.

კონცერტის დაწყებამდე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით, პირველკურსელთა 101-ე ნაკადს ცხოვრების ახალ გზაზე წარმატებებს უსურვებს და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი კონცერტი, 23:00 საათზე, საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

ინფორმაცია პირველკურსელებისთვის

სტუდენტებისთვის საჭირო ინფორმაცია ხელმისაწვდომია
სპეციალურად მათთვის შექმნილ ვებ-გვერდზე – studinfo.gtu.ge/

  • ფაკულტეტი
  • ხარისხი
  • სასწავლო პროგრამა
  • ჯგუფის ნომერი
  • ცხრილები
  • ელ. ფოსტის მისამართი და პაროლი.

ასევე იხილეთ დამატებითი ინფორმაცია სტუდენტური ბარათის,
სტუდენტური დაზღვევისა და ელ. სახელმძღვანელოების შესახებ.

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტებს სწავლის დაწყებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე:

„ძვირფასო ახალგაზრდებო, სტუდენტებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

პირველ რიგში, გილოცავთ თქვენ, პირველკურსელებო, რომლებმაც გადადგით პირველი ნაბიჯი ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყებად. წარმატებული ყოფილიყოს ამ გზაზე თქვენი ყოველი ნაბიჯი!
ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ყველა სტუდენტს, მათ პედაგოგებს, კოლეგებს, მეცნიერებს, რომელთაც საქართველოს მომავალ თაობას გზა უნდა გაუკვალონ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში! “

სტუ-ის რექტორი ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში და სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანდრიუს კალინდრას შეხვდა.

საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სტუ-ის რექტორს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს წარუდგინა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი ვიდას კავალიაუსკასის სახელობის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი მარია სულაბერიძე.

საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ანდრიუს კალინდრასამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, უნივერსიტეტს, სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. როგორც ელჩმა შეხვედრისას აღნიშნა, მარია სულაბერიძემ ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მხოლოდ ამ კონკურსის შედეგების შემდეგ გადაწყვიტა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიდას კავალიაუსკასის სახელობის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე სტუ-ის რექტორისა და ადმინისტრაციისთვის მარია სულაბერიძის წარდგენა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და გამოხატა ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ახალი ხელმძღვანელისადმი სრული მხარდაჭერა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. დაიგეგმა არაერთი ღონისძიება, რომელიც ახალი, 2023/2024 სასწავლო წლის მანძილზე გაიმართება, როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე ლიეტუვაში.

ინფორმაციისთვის: ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი, რომელიც ერთადერთია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2012 წელს დაარსდა. ცენტრის საქმიანობა ლიეტუვის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს მისი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ლინგვისტის, სტუ-ის საპატიო დოქტორისა და ვილნიუსის ბიზნესკოლეგიის პროფესორის, ვიდას კავალიაუსკასის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ, 2023 წლის 8 ივნისს მიენიჭა.

25 სექტემბერი ფარმაცევტის საერთაშორისო დღეა!

img.card-img-top{
object-position: 40% 20%;
}

25 სექტემბერი ფარმაცევტის საერთაშორისო დღეა!

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ადმინისტრაცია ფარმაციის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს გილოცავთ პროფესიულ დღეს.

გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე პირველკურსელებისა და კურსდამთავრებულებისათვის მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებისათვის დიპლომების გადაცემით გაიხსნა.

ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რექტორი მიესალმა როგორც პირველკურსელებს, ასევე კურსდამთავრებულებს და წარმატება უსურვა მათ.

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხური 2022/23 სასწავლო წელს 124-მა სტუდენტმა დაასრულა, აქედან 6-მა წითელ დიპლომზე.

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ გასული სასწავლო წელი ფაკულტეტისთვის ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული იყო.

„პირველ რიგში, პირველკურსელებს ვულოცავ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას და წარმატებებს ვუსურვებ. იცოდეთ, ახალგაზრდებო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო, არის და რჩება სტუდენტზე ორიენტირებული. თქვენ ჩვენთან მიიღებთ ევროპული სტანდარტის შესაბამის უმაღლეს განათლებას, გექნებათ ყველა შესაძლებლობა, სწავლის დონე აიმაღლოთ საზღვარგარეთ, ნებისმიერ წარმატებულ უნივერსიტეტში. დღეს ფაკულტეტზე აღინიშნება არა მხოლოდ ახალი ნაკადის მიღების თარიღი, არამედ კურსდამთავრებულთა გაცილებაც. ეს არის თაობათა ცვლის ერთგვარი სურათი, სიმბოლო. წარმატებები მინდა ვუსურვო ახალგაზრდებს, რომელთაც ცოდნის მიღების ახალ, მეორე ეტაპს უნდა შეეჭიდონ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა დიდმა ნაწილმა მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ისევ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადაწყვიტა სწავლა“, – განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი 7 წლისაა. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართალმემკვიდრეა, რომელიც თავის მხრივ ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სამართალმემკვიდრე იყო და ის სტუ-ში 1992 წელს დაარსდა. 

7 წლის მანძილზე ბიზნესტექნოლოგიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსი 1000-ზე მეტმა სტუდენტმა დაასრულა.

სტუ-ში 2023/2024 სასწ. წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტები ფაკულტეტების მიხედვით (დამატებითი მიღება)

სამშენებლო ფაკულტეტი

სამაგისტრო პროგრამა – „მშენებლობა“

სამაგისტრო პროგრამა – „მშენებლობის მენეჯმენტი“

სამაგისტრო პროგრამა – „წყლის ინჟინერია“ (ინგლისურენოვანი)

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი

სამაგისტრო პროგრამა – „ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები“

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი

სამაგისტრო პროგრამა – „ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია“

სამაგისტრო პროგრამა – „ქიმია“

სამაგისტრო პროგრამა – „გარემოს დაცვითი ინჟინერია“

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი

სამაგისტრო პროგრამა – „ ტრანსპორტი“

სამაგისტრო პროგრამა – „ მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია“

სამაგისტრო პროგრამა – „ სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია“

სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი

სამაგისტრო პროგრამა – „საერთაშორისო ურთიერთობები“

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი

სამაგისტრო პროგრამა – „საინჟინრო ფიზიკა“

სამაგისტრო პროგრამა – „სამედიცინო ფიზიკა“

სამაგისტრო პროგრამა – „ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები“

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი

სამაგისტრო პროგრამა – „საჯარო მმართველობა“

სამაგისტრო პროგრამა – „საჯარო მმართველობა“ (რუსულენოვანი)

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი

სამაგისტრო პროგრამა – „მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა“

სტუ-ის რექტორი მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის დავალიანების განულების შესახებ და სტუდენტებს წარმატებებს უსურვებს

img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის არსებული დავალიანების დაფარვის შესახებ და სტუდენტებს მოუწოდებს, სტატუსის დროულად აღსადგენად უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებს მიმართონ.  

როგორც რექტორი აცხადებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 25 სექტემბერს იწყება. ამდენად, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მიმართონ უნივერსიტეტს, იმ ფაკულტეტებს, სადაც სწავლობდნენ და შეიტანონ განაცხდი სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის უპრეცედენტო გადაწყვეტილება არის ახალ თაობაზე ზრუნვის შესანიშნავი მაგალითი. დღეს ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 ათასზე მეტ ახალგაზრდას კიდევ ერთხელ გაუკვალა გზა, კიდევ ერთხელ მისცა საშუალება, დაეუფლონ განათლებას, აღიდგინონ სტუდენტის სტატუსი.

მინდა, ჩვენი სტუდენტებისა და მათი ოჯახების სახელით, მადლობა გადავუხადო პრემიერს ამ დიდსულოვანი ნაბიჯისთვის – საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა, მაგრამ ცოდნაში ჩადებული ინვესტიცია არ იკარგება და იმედი მაქვს, ჩვენი სტუდენტები ახალ შესაძლებლობას სწორად და მიზანმიმართულად გამოიყენებენ.

წარმატებები მინდა ვუსურვო საქართველოს მთავრობას და აქვე, კიდევ ერთხელ მივმართავ სტუდენტებს.

ძვირფასო ახალგაზრდებო, დღეიდან თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ფაკულტეტებს, სადაც სწავლობდით და აღიდგინოთ სტატუსი. წარმატებებს გისურვებთ“, – ნათქვამია დავით გურგენიძის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ.

სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები უცხო ენაში გასაუბრების პირველადი შედეგები ფაკულტეტების მიხედვით

სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2023/2024 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები უცხო ენაში გასაუბრების პირველადი შედეგები ფაკულტეტების მიხედვით:

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი

დიზაინის საერთაშორისო სკოლა

მაგისტრატურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2023/2024 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები უცხო ენის გამოცდების პირველადი შედეგები:

სამაგისტრო პროგრამა – „მშენებლობა“

·        ინგლისური ენა

         ინგლისური ენა (დამ)

·        რუსული ენა

·სამაგისტრო პროგრამა – „მშენებლობის მენეჯმენტი“

·       ინგლისური ენა

·       რუსული ენა

სამაგისტრო პროგრამა – „წყლის ინჟინერია“ (ინგლისურენოვანი)

·         ინგლისური ენა

სამაგისტრო პროგრამა – „სამთო და გეოინჟინერია“

·         ინგლისური ენა

სამაგისტრო პროგრამა – „გეოლოგია“

·         ინგლისური ენა

სამაგისტრო პროგრამა – „ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები“

·       ინგლისური ენა

·        რუსული ენა

სამაგისტრო პროგრამა – „ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები“ (რუსულენოვანი)

·       ინგლისური ენა

სამაგისტრო პროგრამა – „საინჟინრო გეოდეზია“

·         ინგლისური ენა

სამაგისტრო პროგრამა – „პროფესიული უსაფრთხოება და ჯანმრთელობა“

·        ინგლისური ენა

·        რუსული ენა

სამაგისტრო პროგრამა – „ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია“

·         ინგლისური ენა

სამაგისტრო პროგრამა – „ქიმია“

·       ინგლისური ენა

სამაგისტრო პროგრამა – „გარემოს დაცვითი ინჟინერია“

·       ინგლისური ენა

სამაგისტრო პროგრამა – „ფარმაცია“

·         ინგლისური ენა

·      რუსული ენა

სამაგისტრო პროგრამა – „ლოგისტიკა“

·        ინგლისური ენა

სამაგისტრო პროგრამა – „ ტრანსპორტი“

·        ინგლისური ენა

სამაგისტრო პროგრამა – „ მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია“

·         ინგლისური ენა

სამაგისტრო პროგრამა – „ სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია“

·         ინგლისური ენა

სამაგისტრო პროგრამა – ”არქიტექტურა“

·      ინგლისური ენა

       ინგლისური ენა (დამ)

·      რუსული ენა

სამაგისტრო პროგრამა – „სამართალი“

·        ინგლისური ენა

სამაგისტრო პროგრამა – „საერთაშორისო ურთიერთობები“

·       ინგლისური ენა

·       რუსული ენა

·      გერმანული ენა

სამაგისტრო პროგრამა – „ მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი“

·         ინგლისური ენა

სამაგისტრო პროგრამა – ” ბიოსამედიცინო ინჟინერია“(ინგლისურენოვანი)

·         ინგლისური ენა

სამაგისტრო პროგრამა – „ კომპიუტერული სისტემები და ქსელური ტექნოლოგიები“

·         ინგლისური ენა

სამაგისტრო პროგრამა – „ სასოფლო- სამეურნეო ჰიდრომელიორაცია“

·        ინგლისური ენა

სამაგისტრო პროგრამა – „მევენახეობა და ენოლოგია „ (ინგლისურენოვანი)

·        ინგლისური ენა

სამაგისტრო პროგრამა – „მევენახეობა და მეღვინეობა“

·        ინგლისური ენა

სამაგისტრო პროგრამა – ” მეცხოველეობა“

·         ინგლისური ენა

სამაგისტრო პროგრამა – „საჯარო მმართველობა“

·         ინგლისური ენა

სამაგისტრო პროგრამა – „საბანკო პროცესების მართვა“

·         ინგლისური ენა

სამაგისტრო პროგრამა – „ბიზნესის ადმინისტრირება“

·        ინგლისური ენა

სამაგისტრო პროგრამა – „სასტუმრო მომსახურების მართვა“

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?