სტუ-ის რექტორი მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის დავალიანების განულების შესახებ და სტუდენტებს წარმატებებს უსურვებს
img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის არსებული დავალიანების დაფარვის შესახებ და სტუდენტებს მოუწოდებს, სტატუსის დროულად აღსადგენად უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებს მიმართონ.
როგორც რექტორი აცხადებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 25 სექტემბერს იწყება. ამდენად, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მიმართონ უნივერსიტეტს, იმ ფაკულტეტებს, სადაც სწავლობდნენ და შეიტანონ განაცხდი სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის უპრეცედენტო გადაწყვეტილება არის ახალ თაობაზე ზრუნვის შესანიშნავი მაგალითი. დღეს ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 ათასზე მეტ ახალგაზრდას კიდევ ერთხელ გაუკვალა გზა, კიდევ ერთხელ მისცა საშუალება, დაეუფლონ განათლებას, აღიდგინონ სტუდენტის სტატუსი.
მინდა, ჩვენი სტუდენტებისა და მათი ოჯახების სახელით, მადლობა გადავუხადო პრემიერს ამ დიდსულოვანი ნაბიჯისთვის – საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა, მაგრამ ცოდნაში ჩადებული ინვესტიცია არ იკარგება და იმედი მაქვს, ჩვენი სტუდენტები ახალ შესაძლებლობას სწორად და მიზანმიმართულად გამოიყენებენ.
წარმატებები მინდა ვუსურვო საქართველოს მთავრობას და აქვე, კიდევ ერთხელ მივმართავ სტუდენტებს.
ძვირფასო ახალგაზრდებო, დღეიდან თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ფაკულტეტებს, სადაც სწავლობდით და აღიდგინოთ სტატუსი. წარმატებებს გისურვებთ“, – ნათქვამია დავით გურგენიძის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ.
მსგავსი
მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...
სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....
CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...
სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...
დასკვნითი გამოცდები იწყება!
სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...