ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა – ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის

სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მე-6 საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრაონლაინრეჟიმში ჩატარდება: სტუდენტებისთვის – ორშაბათს, 10 ოქტომბერს, 14:00 საათზე; თანამშრომლებისთვის – პარასკევს, 13 ოქტომბერს, 11:00 საათზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.

დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.

ონლაინკონსულტაციაზე დასასწრებად საჭიროა webex-ის აპლიკაცია.

შეხვედრის ლინკი
https://meet70.webex.com/meet/pr25529246927

სტუ-ის რექტორმა ტუშის უნივერსიტეტის რექტორს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ტუშის უნივერსიტეტს (UNITUS, ვიტერბო) შორის ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრების სამეცნიერო და ტექნიკური მხარდაჭერისთვის, უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ტუშის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ სტეფანო უბერტინის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ტუშის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტები და აკადემიური საბჭოს წევრები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ტუშის უნივერსიტეტთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და  უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ სტეფანო უბერტინის, გაცვლით პროგრამაში მონაწილე თითოეული სტუდენტის მხარდაჭერისთვის. ტუშის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან იმყოფებოდა ტუშის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ბატონი ფრანჩესკო კლარიონი. იგი დაესწრო ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას – „მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ და ქართულ ენაზე მომზადებული მოკლე სიტყვითაც გამოვიდა. ეს და სხვა აქტივობები მიანიშნებს ორი უნივერსიტეტის მეგობრობაზე, რომელიც ბატონი რექტორის მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია. მადლობა მას ამისთვის“, – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.

ტუშის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სტეფანო უბერტინიმ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორსა და აკადემიურ საბჭოს დაფასებისთვის. როგორც მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მისთვის დიდი პატივია.

„საუკუნოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. მინდა მადლობა გადავუხადო სტუ-ის რექტორს, ასევე, აკადემიურ საბჭოს და აღვნიშნო, რომ ტუშის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობა კიდევ მეტად გაღრმავდება, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბრის თვეში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრისას დაიწყო. სწორედ დავით გურგენიძესთან ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომს Erasmus+ გაცვლითი პროგრამის გარდა, უნივერსიტეტებმა მუშაობა სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მეტად გააფართოონ და პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა. კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ უნივერსიტეტს დაფასებისთვის, ჩემთვის ეს დიდი პატივია“, – განაცხადა სტეფანო უბერტინიმ.

For English text click here

სტუ-ის რექტორმა მეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს როინ მეტრეველს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თავმჯდომარეობით, აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც სტუ-ის აკადემიური საბჭოს წევრები და ასევე, საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, გენერალ-მაიორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრები ესწრებოდნენ.

აკადემიურმა საბჭომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს მხარდაჭერის, ახალგაზრდების აღზრდაში გაწეული დიდი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მიესალმება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას, ისეთ დიდ მეცნიერს, საზოგადო მოღვაწეს, როგორიცაა როინ მეტრეველი, მიენიჭოს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება.

„მადლობა მინდა გადავუხადო აკადემიურ საბჭოს ჩემი ინიციატივის მხარდაჭერისა და აკადემიკოს როინ მეტრეველისთვის სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებისთვის. როინ მეტრეველი არის მსოფლიო დონის ქართველი მეცნიერი, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული მემატიანე, ამდენად, ჩემთვის დიდი პატივია აღვასრულო აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება და მივანიჭო მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. წარმატება და ხანგრძლივი მოღვაწეობა მინდა ვუსურვო ბატონ როინს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და აკადემიურ საბჭოს. როგორც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა განაცხადა, მისთვის დიდი პატივია ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი საინჟინრო უმაღლესი სკოლის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება.

„მე მრავალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ვარ, მაგრამ, გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება  გამორჩეულია და ჩემთვის მეტად სასიხარულო. ჩვენს ქვეყანაში, ამიერკავკასიაში და მსოფლიოს მასშტაბით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც მე წლების განმავლობაში ვხელმძღვანელობდი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გამორჩეული უნივერსიტეტები იყო, რაც დღემდე ასეა. წარმატებები მინდა ვუსურვო უნივერსიტეტის რექტორს, კოლეგებს და სტუდენტებს. კიდევ ერთხელ, მადლობა დაფასებისთვის“, – განაცხადა როინ მეტრეველმა.

JUNIA მეცნიერებისა და ინჟინერიის მაგისტრატურის სკოლა – მოწვეული პროფესორის მობილობის პროგრამა

JUNIA მეცნიერებისა და ინჟინერიის მაგისტრატურის სკოლა (JUNIA Graduate school of Science and Engineering) (ლილი, საფრანგეთი) აცხადებს მოწვეული პროფესორის მობილობის პროგრამას აკადემიური თანამშრომლებისთვის, 2023/24 სასწავლო წლისათვის.

აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბროშურა.

“თავისუფლება, სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა” – სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}

10-11 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “თავისუფლება, სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა” ჩატარდება. ორდღიანი კონფერენცია, 10 ოქტომბერს, 15:00 საათზე სტუ-ის ბიბლიოთეკის დარბაზში გაიხსნება. ღონისძიების მონაწილეები მუშაობას მეორე დღეს, 11 ოქტომბერს, 10:00 საათზე სტუ-ის მე-6 კორპუსის, 606 ა ოთახში გააგრძელებენ.

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზადარის უნივერსიტეტთან და ვარშავის უნივერსიტეტთან კოლაბორაციული საგანმანათლებლო პროექტის „ევროკავშირისა და ევროპული სახელმწიფოების ტრანსფორმაციის პროცესი კრიზისების გავლენის შედეგად პრობლემები და გამოწვევები“ -ის ფარგლებში ხორციელდება.

კონფერენციაში გერმანელი, ხორვატიელი, პოლონელი და ქართველი პროფესორები და მეცნიერ-სწავლულები მონაწილეობენ.

გერმანიის მხარეს წარმოადგენენ ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორი ანდრეას არნდტი, ბონის უნივერსიტეტის პროფესორი თეო კობუში, ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკლაუს ლარგიერი; ხორვატიის მხრიდან კი, ზადარის უნივერსიტეტის პროფესორი იურე ზოვკო; პოლონეთის მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ კრაკოვის უნივერსიტეტის პროფესორი და ევროპარლამენტის წევრი ზდისლავ კრასნოდებსკი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი აგნიეშკა ნოგალი;  საქართველოს მხრიდან მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ირაკლი თაბორიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ღავთაძე, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი აზა იფშირაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრები – დოქტორები მარიამ ხაზარაძე და ქეთევან რჩეულიშვილი, დოქტორანტები გიორგი კაშიბაძე და დავით გალაშვილი.

კონფერენციის პროგრამის გასაცნობად იხილეთ დანართი ქართულ და ინგლისურ ენაზე.

კონფერენციაზე დასასწრებად, მსურველებს შეუძლიათ ონლაინ-რეჟიმში ჩაერთონ.  

ზუმის კოდი: 552 400 89 40

პაროლი: gtu2020

https://zoom.us/j/5524008940?pwd=NmpZVGtISFBIeWZ4bEpyY1B6YW1IQT09

 

სტუ-მ „მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ აღსანიშნად მზადება დაიწყო

img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა „მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ აღსანიშნად მზადება დაიწყო.  

მეცნიერების მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტისა და საუნივერსიტეტო სივრცეში ინტეგრირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სტუ-ის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, ფაკულტეტების დეკანები, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.

ღონისძიება გახსნა სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა. როგორც რექტორის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იწყებს მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებას, რათა ამიერკავკასიაში ერთ-ერთი წარმატებული უმაღლესი საინჟინრო სკოლა ამ მნიშვნელოვან თარიღს სათანადოდ მომზადებული შეხვდეს.

„წელს 22 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც UNESCO-მ 10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 2001 წლიდან ყოველ წელს აღინიშნება მეცნიერების მსოფლიო დღე, რომლის ლაიტმოტივი მშვიდობისა და განვითარებისკენაა მიმართული. ამდენად ყოველწლიურად იკრიბებიან მეცნიერები, რათა ფართო საზოგადოების ყურადღება მიიქციონ არსებული სამეცნიერო საკითხების განსახილველად. ეს დღე ასევე ხაზს უსვამს მეცნიერების აქტუალობას ჩვენს ყოფით ცხოვრებაში. დღეს ჩვენი შეკრების მიზეზი ორმაგ შინაარს ატარებს: პირველი, მოვემზადოთ და 10 ნოემბერს მეცნიერების დღესთან დაკავშირებით გავმართოთ ფართო ბრიფინგი  და მეორე, ჩვენ გვჭირდება კლასტერული ინტეგრაცია, რაც დარგთაშორისი ცოდნის გაზიარებაა. ჩვენი კვლევითი სფეროს პოტენციალი საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ დღევანდელ დღეს სჭირდება ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრაცია. ასეთ შეხვედრებს მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ინიციატივით ვატარებდით და ჩავთვალოთ, რომ ეს შეხვედრები იქნება რეგულარული“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა.

შეხვედრაზე გამომსვლელებმა ისაუბრეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მიღწევებზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ასევე, მეცნიერებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

 

 

 

სტუ-ში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“

img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“, ჩატარდა.

საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სტუ-ის, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ორგანიზებით და კომპანია RMG-ის პარტნიორობით და მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს სამთო საქმისა და გეოლოგიის დარგში მომუშავე მეცნიერებმა, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა, სტუდენტებმა. ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

კონფერენცია გახსნა სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა. მან კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კოლეგებს წარმატება უსურვა.            

„საქართველოს ეკონომიკის აღორძინება მინერალური რესურსების მიზანმიმართული შესწავლისა და ათვისების გარეშე შეუძლებელია. გეოლოგია ერთ-ერთი ტრადიციული და გამორჩეული დარგია, როგორც უნივერსიტეტში, ასევე ქვეყანაში. ძლიერი გეოლოგიური სამსახურების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე და გარემოს მდგრადობა, მინერალური რესურსების სრულყოფილი ბაზის შექმნა. საქართველოში მოქმედი მინერალური რესურსების შემსწავლელი, მომპოვებელი და გადამამუშავებელი  სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, მეცნიერ და პრაქტიკოს გეოლოგთა ისეთი მჭიდრო კონტაქტები, როგორიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს, ერთობლივი კვლევითი სამუშაოები და გამოცდილების გაზიარება გეოლოგიის დარგის სიძლიერის საწინდარია, მით უფრო, როცა ამ მიმართულებით დიდია სტუდენტების აქტიურობა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კონფერენციის თემები აქტუალურია და საინტერესო. მადლობა ორგანიზატორებს და მონაწილეებს“, – განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.

კონფერენცია მიეძღვნა გეოლოგიის, სამთო საქმისა და გარემოსდაცვითი პრობლემების შეფასებისა და გადაწყვეტის ღონისძიებებს, კერძოდ,  ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების თანამიმდევრულ შესწავლას, მინერალური რესურსების კლასიფიკაციას, ბუნებრივი საფრთხეების მართვისა და პრევენციის ღონისძიებების განხილვას, წყლის რესურსების (მტკნარი, მინერალური და თერმული) რაციონალურ გამოყენებასა და სწორი გარემოსდაცვითი  ღონისძიებების გატარებას,  ნარჩენების მართვას. დიდი ნაგებობების, მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საქმეში არსებული საინჟინრო-გეოლოგიური, ეკოლოგიური და სოციალური ფაქტორების შესწავლას, სამთო საქმის აქტუალური საკითხების განხილვას.

კონფერენციაზე განხილული იქნა შემდეგი თემები:

  • „ახალი მონაცემები ხრამის კრისტალური მასივის კამბრიულამდელ სერპენტინიტებზე“

  • „საქართველოს მინერალური რესურსული ბაზის მაკროეკონომიკური შეფასება: ეკონომიკური განვითარების ძირითადი ფაქტორი“

  • „საქართველოს პოსტკოლიზიური გეოდინამიკა, ტექტონიკა და სეისმურობა“

  • „ამიერკავკასიის ცენტრალური ნაწილის გეოლოგიური აგებულება, 1:200 000 მასშტაბის გეოლოგიური რუკა და განმარტებითი ბარათი“

  • „გვიან ცარცული საყდრისის ეპითერმული საბადოს ფაციალური ანალიზი და მადნის გავრცელება, ბოლნისის რაიონი, საქართველო“

  • „მდინარე მტკვრის პლატობაზალტები (სამხრეთ კავკასიის კონტინენტური პლატობაზალტური (CFB) პროვინცია, საქართველო): მიმდინარე კვლევები და სამომავლო პერსპექტივები“

  • „მცხეთის ჯვრის მონასტრის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვების შესწავლა“

  • „დიდი კავკასიონის გაგრა-ჯავის ზონის ნაოჭა სტრუქტურების, მათი ფორმირების პირობებისა და სტრატიგრაფიის შესახებ“

  • „ტყიბულ-შაორის საბადოს ნახშირების მიწისქვეშა გაზიფიკაციის წესით მოპოვების შესწავლა ლაბორატორიული ექსპერიმენტით“ და სხვა.

 

„სამართალი და მორალი ჰეგელთან” – სტუ-ში გერმანელი ფილოსოფოსის, პროფესორ ანდრეას არნდტის საჯარო ლექცია გაიმართება

5 ოქტომბერს, 15:00 საათზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში, გერმანელი ფილოსოფოსის, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრის, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორის ანდრეას არნდტის – საჯარო ლექცია „სამართალი და მორალი ჰეგელთან“ გაიმართება.

საჯარო ლექციაზე დასწრება შესაძლებელია, როგორც თავისუფალი მსმენელებისთვის, ასევე ონლაინ პლატფორმითაც ონლაინ მსმენელებისთვის:

ზუმის კოდი: 552 400 89 40

პაროლი: gtu2020

ბმული: https://zoom.us/j/5524008940?pwd=NmpZVGtISFBIeWZ4bEpyY1B6YW1IQT09

სტუ-ის რექტორმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წლისთავის აღსანიშნად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, 30 წელი აფხაზეთთან და აფხაზეთის გარეშე, არის საქართველოს ისტორიის უმძიმესი და ამავდროულად, საქართველოს გაერთიანების იმედით სავსე პერიოდი.

„არაფერი ქრება, არც სიხარული და არც ტკივილი. დღეს, 27 სექტემბერს, დიდი ტკივილის დღეა –  30 წელი აფხაზეთთან და აფხაზეთის გარეშე!

30 წელია 27 სექტემბერი მძაფრი ტკივილით გვახსენებს სოხუმის დაცემას, სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებსა და გულანთებულ მებრძოლებს, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, კურსდამთავრებულები.

ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთაც სიცოცხლე გასწირეს მშობლიური მიწა-წყლის დასაცავად – ნათელი მათ სულებს!

ვამაყობთ წარსულით, ჩვენი გმირებით და ერთგვარი სიხარულით ვივსებით, როცა ვაცნობიერებთ, რომ დრომ ვერ წაშალა მათი თავდადება.

დღეს ჩვენ გვერდით საქართველოს მომავალი თაობა დგას. ისინი გაიზარდნენ აფხაზეთიდან შორს და აფხაზეთთან ერთად.  სწორედ მათთან, ახალ თაობასთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ შერიგების, მშვიდობისა და საქართველოს გაერთიანებისკენ.

დაე, მომავალი ჯვართამაღლება აფხაზეთში გვეზეიმოს. უფლის მადლი შეგვეწიოს ჩვენ და საქართველოს“, – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.

სტუ-ში სასწავლო წლის დაწყება მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა

img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში 2023-2024 აკადემიური წლის დაწყება და პირველკურსელთა ახალი, 101-ე ნაკადის მიღება მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა, რომელშიც სამივე საფეხურის სტუდენტები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. რექტორმა სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა. როგორც დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, მიმდინარე წელს კიდევ უფრო მეტად გაიზარდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა რაოდენობა, რაც მიუთითებს უნივერსიტეტის მზარდ რეიტინგზე. რექტორის თქმით, 2023/2024 სასწავლო წლებში უმაღლესი აკადემიური განათლების პირველ საფეხურზე ჩარიცხულებს უნივერსიტეტი ბევრ სიახლეს სთავაზობს.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

პირველ რიგში, გილოცავთ თქვენ, პირველკურსელებო, რომლებმაც დღეს გადადგით ნაბიჯი ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყებად – შემოაღეთ უკვე თქვენი ალმა-მატერის კარი. წარმატებული ყოფილიყოს ამ გზაზე თქვენი ყოველი ნაბიჯი! ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ყველა სტუდენტს, პედაგოგს, კოლეგას, მეცნიერებს, რომლებმაც საქართველოს მომავალ თაობას გზა უნდა გაუკვალონ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. 

ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენ არჩევანში არ შემცდარხართ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი წარმატებული საინჟინრო უმაღლესი სკოლაა, სადაც 168 საგანმანათლებლო პროგრამაზე სხვადასხვა ეროვნების ათასობით სტუდენტი სწავლობს. სასიხარულოა და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გაზრდილია აბიტურიენტების ინტერესი ზუსტი მეცნიერებების მიმართ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხულთა 80%-მა სავალდებულო ჩასაბარებელ მესამე საგნად მათემატიკა აირჩია. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრიორიტეტული პროგრამების რიცხვი გაიზარდა.  გასულ სასწავლო წელს უნივერსიტეტში 32 პრიორიტეტული პროგრამა მოქმედებდა. წელს ეს რიცხვი 36-მდე გაიზარდა. სახელმწიფოსგან პრიორიტეტულად მიჩნეულ პროგრამებს დაემატა ოთხი პროგრამა – ლოგისტიკა, საკვები პროდუქტების გადამუშავება და სამაცივრო ტექნოლოგია, სამოქალაქო ინჟინერია, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია. უნივერსიტეტი განახლებული ენერგიით ხვდება ახალ სასწავლო წელს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და თქვენთან ერთად ვულოცავ 2022/2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს, წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ. პროფესორმა ნოდარ პაპუკაშვილმა წარმატებები უსურვა უნივერსიტეტს, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მაღალკვალიფიციური კადრების სამჭედლოა, რომლის კურსდამთავრებულები ნაყოფიერად  მოღვაწეობენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 

WELCOME TO GTU-ის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო გასართობი სივრცეები. სტუ-ის მუსიკალურმა ჯგუფმა The Blackberries-მა სტუდენტებს დაუვიწყარი კონცერტი ცოცხალი შესრულებით მიუძღვნა. საკონცერტო პროგრამა კი სტუ-ის სტუდენტმა, DJ ლაშა სულთანიშვილმა გააგრძელა და ახალგაზრდებს საუკეთესო კომპოზიციები შესთავაზა.

სტუ-ში სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი კონცერტი საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.  

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?