პროფესიული პრაქტიკა
კურსდამთავრებულები შეძლებენ მიღებული ცოდნისა და უნარების ეფექტიანად გამოყენებას პროფესიულ საქმიანობაში, საკუთარ სფეროში წვლილის შეტანასა და კარიერულ და პროფესიულ განვითარებას.
პროგრამის საგანმანათლებლო მიზნები
პროგრამის საგანმანათლებლო მიზნები (Program Educational Objectives) განსაზღვრავს, რას უნდა მიაღწიონ კურსდამთავრებულებმა პროგრამის დასრულებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში. მიზნები შემუშავებულია პროგრამის დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით და პერიოდულად გადაიხედება.
კურსდამთავრებულები შეძლებენ მიღებული ცოდნისა და უნარების ეფექტიანად გამოყენებას პროფესიულ საქმიანობაში, საკუთარ სფეროში წვლილის შეტანასა და კარიერულ და პროფესიულ განვითარებას.
კურსდამთავრებულები შეძლებენ მუდმივად განავითარონ საკუთარი პროფესიული უნარები, მოერგონ ახალ ტექნოლოგიებსა და ცვლილებებს და განაგრძონ პროფესიული ზრდა მთელი კარიერის განმავლობაში.
კურსდამთავრებულები შეძლებენ ეფექტიან თანამშრომლობას სხვადასხვა გუნდსა და სამუშაო გარემოში, ლიდერული უნარების გამოვლენას, განსხვავებული პერსპექტივების შეფასებასა და გათვალისწინებას და გუნდური მუშაობით პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობას.
კურსდამთავრებულები შეძლებენ ინოვაციური მიდგომების გამოყენებას პროფესიულ საქმიანობაში, ეთიკური პრინციპების დაცვას, პროფესიული პასუხისმგებლობის გამოვლენასა და საკუთარი საქმიანობის გავლენის გააზრებას საზოგადოებასა და გარემოზე.