სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები
ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი არის სამეცნიერო-კვლევითი და საინფორმაციო-ანალიტიკური დაწესებულება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პირობებში ახალი ცოდნის მოპოვებას, გავრცელებას და გამოყენებას ფუნდამენტური სამეცნიერო, ტექნოლოგიური და სოციალ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის მიმართულებებით.
ინსტიტუტი „ტექინფორმი“
ინსტიტუტი "ტექინფორმი" წარმოადგენს საქართველოში სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის დარგში მოთავე ორგანიზაციას. იგი მრავალდარგოვანი და დარგთაშორისი საინფორმაციო ცენტრია. ტექინფორმი ახორციელებს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ძიების, შეგროვების, კლასიფიკაციის, ანალიზისა და სინთეზის, შენახვისა და გავრცელების სფეროში სამეცნიერო- კვლევით, ტექნოლოგიურ და პრაქტიკულ საქმიანობას.
ინსტიტუტი „ტალღა“
ინსტიტუტი „ტალღა“ ახორციელებს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
ინსტიტუტის მისია მდგომარეობს იმაში, რომ ხელი შეუწყოს ინოვაციური ტექნოლოგიების სამრეწველო მასშტაბით დანერგვას, ქვეყ-ნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით.
ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი
ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის ინსტიტუტის მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში სამეცნიერო კვლევების გაძლიერებას გეოლოგიიის დარგში, კერძოდ, ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის მიმართულებით. ამ დარგების სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებას ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.
მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტის მისიაა დარგთაშორისო და კრიტიკული მიმართულების მრავალფუნქციური ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო და ინოვაციური პროგრამების განხორციელება, რომელთა უნიკალურობა განპირობებულია უნივერსიტეტის, ინსტიტუტისა და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის, აკუმულირებისა და სისტემატიზაციის გზით.
არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის მისია, დღიდან დაარსებისა (1956 წელი), არის მეცნიერების განვითარებაზე ზრუნვა და სხვადასხვა დარგისთვის აქტუალური საკითხების შესწავლა-დამუშავება, რომელთა კვლევაც უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც მეცნიერული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.
ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა 1925 წელს, ხოლო ოფიციალურად 1929 წელს დარეგისტრირდა.
ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი დაარსდა 1960 წლის 03 ოქტომბერს.
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი შეიქმნა 1953 წელს თბილისის მაგნიტურ-მეტეოროლოგიური (გეოფიზიკური) ობსერვატორიის (1844 წ.) ბაზაზე. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წ. 10 მარტის # 293 დადგენილების საფუძველზე 1992-2005 წლებში ინსტიტუტი იმყოფებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სისტემაში.
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი
კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე ფუნდამენტური ფიზიკისა და მაღალტექნოლოგიური ინჟინერიის მიმართულებების განვითარებას, ცოდნის შექმნასა და გავრცელებას.
ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო-ტექნიკური და ტექნოლოგიური სამუშაოები მოიცავს გასაშლელ-დასაკეცი, ტრანსფორმირებადი სისტემების თეორიის და კონკრეტული, კოსმოსური და მიწისზედა სისტემების კვლევას და შექმნას.
სენსორული ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი
სენსორული ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის კვლევის ერთ-ერთი მიმართულებას წარმოადგენს სპეციალური დანიშნულების დისტანციურად მართვადი რობოტების აღჭურვილობისა და ფუნქციების გაუმჯობესება. რობოტის ახალი ტიპის სენსორებით აღჭურვა და სისტემურ პროგრამაში ინტეგრირება.
ი. ჟორდანიას სახ. საქართველოს საწარმოო ძალებისა დაბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი
ცენტრის მისია ქვეყნის წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რესურსული პოტენციალის კვლევა, საწარმოო ძალთა მდგრადი განვითარების რეგიონული და დარგობრივი ასპექტების ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება.
ბიოტექნოლოგიის ცენტრი
ბიოტექნოლოგიის ცენტრის დანიშნულებაა მსოფლიოში აპრობირებული, თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების ფუნდამენტური კვლევა და, ასევე, ტექნოლოგიების მოდიფიცირება საქართველოს გეოგრაფიულ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, რის შედეგადაც უნდა მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.
საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსებით ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში, ქართული ენის სრული მათემატიკური შესწავლისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის ამოცანებზე მიმართული კვლევითი პროცესები ამოქმედდა, რომელთა მიზანი იყო კარს მომდგარი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, საქართველოს სახელმწიფო ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვა და ტექნოლოგიური განვითარება.
საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი
ცენტრის მისიაა საწარმოო ძალთა მდგრადი განვითარების რეგიონული და დარგობრივი ასპექტების ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა.
ბირთვული ინჟინერიის ცენტრი
ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი ცენტრი „ერთად“
„ანალიზხელსაწყო“
ინტერდისციპლინური სასწავლო-კვლევითი ცენტრი „სახელმწიფო სამართალი, პოლიტიკა და კულტურა“
„ქრისტიანული ანთროპოლოგიის და ფსიქოლოგიის სამეცნიერო ცენტრი“
სტუ-ის მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევითი ცენტრი
გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრი
კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და სწავლების ცენტრი შრომისა და ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოებაში
კულტუროლოგიისა და ქართული კულტურის კვლევის ცენტრი (ევრო ინტეგრირება)
შედუღების ტექნოლოგიების ცენტრი
ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო ცენტრი