დანტე ალიგიერის საზოგადოების უფასო კურსები სტუ-ის სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, გაიაროთ იტალიური ენის უფასო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურს იტალიური ენის შესწავლა შემდეგი მიზნებით:

  • იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება;
  • Erasmus + გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება;
  • კურსის ბოლოს, გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში, ADA-ს (დანტე ალიგიერის საზოგადოების ატესტატის) მიღება; 
  • იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის PLIDA-ს მიღება.  

აღნიშნული საერთაშორისო პროექტი დაწყებულია 2022 წელს და მესამე ციკლის სახით ხორციელდება 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის მიერ საკონურსო პროექტში მოპოვებული დაფინანსების ფარგლებში, რომლის დასახელებაა: „საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა Dante.global-ის ექსპერიმენტული კურსები პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის: იტალიური ენის ინტერდისციპლინური სწავლების განვითარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“.

საერთაშორისო პროექტი ხორციელდება დანტე ალიგიერის საზოგადოებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია დანტე ალიგიერის საზოგადოების საერთაშორისო ქსელის რომის სათაო ოფისის მიერ.

პროექტი ითვალისწინებს იტალიურის სწავლებას, ენის კომპეტენციის A, A2 და B1 დონეზე 2 სემესტრის განმავლობაში, უფასო კურსებზე, რაც, ღია კონკურსის წესით ჩარიცხულ 90 მსმენელს, საშუალებას აძლევს გახდეს ქვეყნიდან გაუსვლელად, იტალიური ენის საერთაშორისო კურსის ADA-ს მსმენელი და დანტე ალიგიერის საზოგადოების მსოფლიო ქსელის საწევრო ბარათის მფლობელი.

იტალიური ენის უფასო კურსებზე მსმენელების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს და/ან თანამშრომელს (მაქსიმუმ 15 თანამშრომელი!)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროექტის პირველ, მეორე და მესამე ციკლთან დაკავშირებით:

ვინაიდან, საგრანტო პროექტის ფარგლებში, შემოთავაზებულია იტალიური ენის უფასო სწავლების მესამე ციკლი სტუ-ის 90 მსმენელისთვის (სტუდენტი ან თანამშრომელი), კონკურსში ხელახლა მონაწილეობის მიღება და იტალიური ენის A2 და B1 დონეზე სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცემათ იმ მსმენელებსაც, ვინც 2022-23 და 2024-25 სასწავლო წელს პროექტის პირველი და მეორე ციკლის გავლის შემდეგ, უკვე ფლობს იტალიური ენის ცოდნის კომპეტენციას A1 დონეზე მაქსიმუმ 15 მსმენელი (სტუ-ის სტუდენტი ან თანამშრომელი). 

იტალიური ენის უფასო კურსები ჩატარდება ჰიბრიდული სწავლების მეთოდით, რაც მსმენელებს საშუალებას მისცემს ისწავლონ იტალიური ენა როგორც ონლაინ, ისე სააუდიტორიო სივრცეში დასწრებით.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  1. კონკურსის პირველ ეტაპზე მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ქვემოთ მოცემულ ბმულზე და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა [ბმული: https://dantetbilisi.ge/stu-dante-italiuri-kursebi/].
  2. გამარჯვებულმა კანდიდატმა, კურსის დაწყებისთანავე, უნდა შეიძინოს დანტე ალიგიერის საზოგადოების საწევრო ბარათი, რომლის საფასურია 25 ევროს ეკვივალენტი ლარში, ვინაიდან, მხოლოდ აღნიშნული საწევრო ბარათის შეძენის შემთხვევაში, კურსის მსმენელს ექნება:
  • ADA-ს საერთაშორისო კურსზე ჩარიცხვის უფლება;
  • ADA-ს საერთაშორისო ატესტატის ქვეყნიდან გაუსვლელად მიღების უფლება;
  • წვდომა საერთაშორისო ციფრული პლატფორმის BVI Dante.Global-ის საგანმანათლებლო პორტალზე განთავსებულ სასწავლო მასალებზე;
  • აკადემიური და კარიერული განვითარების შესაძლებლობები (სასწავლო სტიპენდიების მოპოვება, დასაქმება და სხვ.);

საერთაშორისო კურსის განხორციელების ვადები:

იტალიური ენის სასწავლო კურსი დაიწყება 2025 წლის 15 ოქტომბერს და დასრულდება 2026 წლის 29 მაისს.

კურსის ხანგრძლივობა და მიზანია  ორი  აკადემიური სემესტრი, აქედან:

  • პირველი სემესტრის ბოლოს მესამე ციკლის (2025-26 სასწავლო წელს ჩარიცხულ მსმენელს) ექნება იტალიური ენის A1 დონის ცოდნა, ხოლო მეორე სემესტრის დასასრულს, იტალიური ენის A2 დონის ცოდნა;
  • პირველი და/ან მეორე ციკლის (მაქსიმუმ 15) მსმენელს კი, რომელიც უკვე ფლობს იტალიურ ენას A1 დონეზე, პირველი სემესტრის ბოლოს ექნება იტალიური ენის A2 დონის ცოდნა, ხოლო მეორე სემესტრის დასასრულს, იტალიური ენის B1 დონის ცოდნა;
  • კურსებზე მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, სულ: 4 საათი კვირაში (ლექციის ხანგრძლივობაა 2 აკადემიური საათი).

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2025 წლის 10 ოქტომბრის 20.00 საათი.

აპლიკანტი კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დადებით პასუხს დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ადმინისტრაციიდან მიიღებს მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო მისამართზე: info@dantetbilisi.ge

 

სტუ პირველად საქართველოში, ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების ორგანიზაციის 55-ე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პირველად საქართველოში, პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციის – „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრები“ (EYE) – რიგით 55-ე საერთაშორისო კონფერენცია „ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი განვითარება“ (The 55th Edition of EYE Conferences – ARTIFICIAL INTELIGENCE AND SUSTAINABILITY) გაიხსნა. 

EYE კონფერენციას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით და „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) ინიციატივით ტარდება, ესწრებოდნენ: ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ივან დლიუგოსის უნივერსიტეტის (Jan Długosz University in Czestochowa, პოლონეთი) ვიცე-რექტორი მარცინ სოსნოვსკი, „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ პრეზიდენტი სელია პედრო, „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) პრეზიდენტი იური სვანიძე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ბააკაშვილი, EYE-ის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი და „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ პრეზიდენტი გიორგი მოლოდინი, ამავე კომიტეტის გენერალური მდივანი, სტუ-ის სტუდენტი ანნა გოგალაძე და სხვები.

55-ე საერთაშორისო კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი განვითარება“ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, თბილისში, კერძოდ კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება EYE-ის აღმასრულებელმა კომისიამ მალტაში გამართულ 54-ე საერთაშორისო კონფერენციაზე, კენჭისყრის საფუძველზე მიიღო. 

კონფერენცია 55 -2 .jpg

„დღეს ჩვენი უნივერსიტეტი ისტორიას ქმნის. საქართველოში პირველად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ 55-ე საერთაშორისო კონფერენციას – „ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი განვითარება“. ის რომ ჩვენი უნივერსიტეტი შეირჩა EYE-ის აღმასრულებელი კომისიის მიერ, კენჭისყრის საფუძველზე, მალტაში გამართულ 54-ე საერთაშორისო კონფერენციაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის დასტურია. ეს არჩევანი ადასტურებს, რომ თანამედროვე ინჟინერია და ტექნოლოგიური ინოვაციები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მაღალი სტანდარტით ისწავლება. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებისა და ახალგაზრდა ინჟინრების ინოვაციური ენერგია უზრუნველყოფს ახალი იდეების და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებას. სწორედ ახალგაზრდული ხედვა და კრეატიული ნამუშევრები ქმნის გარემოს, სადაც ცოდნა რეალურად გარდაიქმნება ინოვაციად. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც კონფერენციის მასპინძელი, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინოვაციური პროექტების წარსადგენად იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას. ეს პლატფორმა არა მხოლოდ ხელს უწყობს უნივერსიტეტის და სტუდენტების განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აფართოვებს საქართველოს როლს გლობალურ საინჟინრო და სამეცნიერო სივრცეში.  წარმატებებს ვუსურვებ კონფერენციის მონაწილეებს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა. 

  

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატება უსურვეს „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ პრეზიდენტმა სელია პედრომ და „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) პრეზიდენტმა იური სვანიძემ.

EYE კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს 100-მდე დელეგატი – ინჟინერიის სხვადასხვა სფეროში მოქმედი ქართველი და უცხოელი (გერმანია, იტალია, პოეტუგალია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, შვეიცარია, ბელგია, ნიდერლანდები, პოლონეთი) ახალგაზრდა მკვლევრები, ახალგაზრდა ექსპერტები და პროფესიონალები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები: ილონა შეყილაძე, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრი, თემით – “მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პომიდვრის პრეზერვაციის მოდელირებაში ბიოდეგრადირებადი სინთეზური ბიომიმეტიკით”; ადეტუნჯი აიოადე – თემებით:  „ხელოვნური ინტელექტი და ღრუბლოვანი ტექნოლოგიები მასშტაბირებადი, რეალური ცხოვრების გადაწყვეტილებებისთვის” და „ჭკვიანი მშენებლობის სისტემები; მარიამ კენჭაძე – „გონების თამაშები: ნეიროჩარტი კრიმინალი ციფრულ ეპოქაში“; ალექსანდერ ჩიშევიჩი – „ხელოვნური ინტელექტით მართვადი ელექტროკარდიოგრამის დიაგნოსტიკა: ღრმა სწავლება და დიდი ენობრივი მოდელები ჭკვიან ჯანდაცვაში”; გოგი გორგილაძე და ნია ფოფხაძე – სტუ-ის არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანისტიკის ბაკალავრები – „მინიმალიზმი: შეზღუდვა თუ თავისუფლების გზა“;  გიორგი ფაცაცია – სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი – „გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ფსიქოთერაპიაში: შესაძლებლობები, გამოწვევები და მომავალი მიმართულებები“; პოლ ჯენკინსონი – „მდგრადობა – ჩვენი თაობის გამოწვევა“; გიორგი მუშკუდიანი – სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი – „დიდი ენობრივი მოდელების გამოყენება ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისთვის და საოპერაციო ხარჯების შემცირება განახლებადი ენერგიის, ჰიდროენერგიისა და თხევადი გაგრილების დახმარებით; დარენ მაკდონალდი – თემებით: „ხელოვნური ინტელექტი ვეტერინარულ დიაგნოსტიკაში: პარაზიტული ინფექციების აღმოფხვრა სასოფლო-სამეურნეო ცხოველებში“ და „ხელოვნური ინტელექტი პარაზიტოლოგიაში“; ავთანდილ ბიჩნიგაური – სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი – „ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ინდიკატორების აღმოჩენა და მართვა აკადემიურ ნაშრომებში“; გიორგი ოტიაშვილი – არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანისტიკის ბაკალავრი – „ორი უბნის შედარებითი ანალიზი ვილნიუსსა და თბილისში“; ამირან ლაზარიშვილი – სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დოქტორანტი – „მაცივარ-კონტეინერი ხილისა და კენკრის ტრანსპორტირებისთვის“; ა. კვინიკაძე – „ინტელექტის განვითარების ალტერნატიული გზები“; თინათინ იორდანიშვილი – სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დოქტორანტი – „მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის სტრატეგიები სამრეწველო სექტორში: გამოწვევები და შესაძლებლობები“.

კონფერენცია 55 -3 .jpg

ცნობისათვის: ორგანიზაციაში – „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრები“ – საქართველოს 2024 წლიდან წარმოადგენს „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტი“ (GYEC), რომელიც „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) მიერ დაფუძნებული ახალგაზრდა სპეციალისტთა ორგანიზაციაა. „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ მუშაობა ფართოდ არის მხარდაჭერილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების  მხრიდან. 

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ პრეზიდენტია, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს (SDSU-G) და ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული გიორგი მოლოდინი, რომელიც „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტია; „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ გენერალური მდივანი კი ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი ანნა გოგალაძეა. 

„ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ (EYE) 55-ე საერთაშორისო კონფერენცია 20 სექტემბრის ჩათვლით იმუშავებს. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სემინარები, პანელური დისკუსიები და პრაქტიკული სამუშაოები, რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების გამოყენებას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

 

ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები სასპეციალიზაციო გასაუბრების შედეგები აპელაციის გათვალისწინებით 2025/2026

/* Overlay */
.pdf-overlay {
position: fixed; inset: 0;
background: rgba(0,0,0,.6);
z-index: 9998; display: none;
}

/* Modal */
.pdf-modal {
position: fixed; inset: 0;
display: none; z-index: 9999;
padding: 2vw; box-sizing: border-box;
}

/* Container */
.pdf-wrap {
background: #111;
width: min(1200px, 96vw);
height: min(92vh, 1000px);
margin: 0 auto; border-radius: 14px;
overflow: hidden; display: flex; flex-direction: column;
box-shadow: 0 10px 40px rgba(0,0,0,.35);
}

/* Header bar */
.pdf-bar {
display: flex; align-items: center; justify-content: space-between;
padding: 10px 14px; background: #1a1a2e; color: #fff;
}
.pdf-title {
font: 600 14px/1.3 system-ui, -apple-system, Segoe UI, Roboto, Arial, “Noto Sans”, “Liberation Sans”, sans-serif;
white-space: nowrap; overflow: hidden; text-overflow: ellipsis; max-width: 65%;
}
.pdf-actions { display: flex; gap: 8px; }
.pdf-btn {
appearance: none; border: 1px solid #2b2b45; background: #0f3460; color: #fff;
padding: 6px 10px; border-radius: 10px; cursor: pointer; font-size: 13px;
}
.pdf-btn.secondary { background: #24243a; }
.pdf-btn:hover { filter: brightness(1.05); }

/* Frame */
.pdf-iframe {
width: 100%; height: 100%; border: 0; flex: 1; background: #fff;
}

/* Loading */
.pdf-loading {
position: absolute; inset: 0;
display: grid; place-items: center; pointer-events: none;
background: linear-gradient(180deg, #0b0b14, #0f0f1d);
color: #bfc7d5; font-size: 14px;
}

/* Mobile tweaks */
@media (max-width: 640px) {
.pdf-wrap { width: 98vw; height: 94vh; }
.pdf-title { max-width: 55%; font-size: 13px; }
.pdf-btn { padding: 6px 8px; font-size: 12px; }
}

სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025/2026 სასწ. წლისათვის, ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები სასპეციალიზაციო გასაუბრების შედეგები აპელაციის გათვალისწინებით

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი

სამაგისტრო პროგრამების ვაკანტურ ადგილებზე მისაღები უცხო ენის გამოცდების პირველადი შედეგები – 2025/2026

/* Overlay */
.pdf-overlay {
position: fixed; inset: 0;
background: rgba(0,0,0,.6);
z-index: 9998; display: none;
}

/* Modal */
.pdf-modal {
position: fixed; inset: 0;
display: none; z-index: 9999;
padding: 2vw; box-sizing: border-box;
}

/* Container */
.pdf-wrap {
background: #111;
width: min(1200px, 96vw);
height: min(92vh, 1000px);
margin: 0 auto; border-radius: 14px;
overflow: hidden; display: flex; flex-direction: column;
box-shadow: 0 10px 40px rgba(0,0,0,.35);
}

/* Header bar */
.pdf-bar {
display: flex; align-items: center; justify-content: space-between;
padding: 10px 14px; background: #1a1a2e; color: #fff;
}
.pdf-title {
font: 600 14px/1.3 system-ui, -apple-system, Segoe UI, Roboto, Arial, “Noto Sans”, “Liberation Sans”, sans-serif;
white-space: nowrap; overflow: hidden; text-overflow: ellipsis; max-width: 65%;
}
.pdf-actions { display: flex; gap: 8px; }
.pdf-btn {
appearance: none; border: 1px solid #2b2b45; background: #0f3460; color: #fff;
padding: 6px 10px; border-radius: 10px; cursor: pointer; font-size: 13px;
}
.pdf-btn.secondary { background: #24243a; }
.pdf-btn:hover { filter: brightness(1.05); }

/* Frame */
.pdf-iframe {
width: 100%; height: 100%; border: 0; flex: 1; background: #fff;
}

/* Loading */
.pdf-loading {
position: absolute; inset: 0;
display: grid; place-items: center; pointer-events: none;
background: linear-gradient(180deg, #0b0b14, #0f0f1d);
color: #bfc7d5; font-size: 14px;
}

/* Mobile tweaks */
@media (max-width: 640px) {
.pdf-wrap { width: 98vw; height: 94vh; }
.pdf-title { max-width: 55%; font-size: 13px; }
.pdf-btn { padding: 6px 8px; font-size: 12px; }
}

სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025/2026 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო პროგრამების ვაკანტურ ადგილებზე მისაღები უცხო ენის გამოცდების პირველადი შედეგები

სამაგისტრო პროგრამა – „მშენებლობა”

სამაგისტრო პროგრამა – „გეოლოგია”

სამაგისტრო პროგრამა – „ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები”

სამაგისტრო პროგრამა – „ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია”

სამაგისტრო პროგრამა – „ფარმაცია”

სამაგისტრო პროგრამა – „მასალათმცოდნეობა”

სამაგისტრო პროგრამა – „გარემოსდაცვითი ინჟინერია”

სამაგისტრო პროგრამა – „ტრანსპორტი”

სამაგისტრო პროგრამა – „სამეწარმეო მენეჯმენტი”

სამაგისტრო პროგრამა – „საერთაშორისო ურთიერთობები”

სამაგისტრო პროგრამა – “სამედიცინო ფიზიკა”

სამაგისტრო პროგრამა – “ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები”

სამაგისტრო პროგრამა – “მეცხოველეობა”

სამაგისტრო პროგრამა – „ბიზნესის ადმინისტრირება” (65 კრედიტი)

სამაგისტრო პროგრამების ვაკანტურ ადგილებზე მისაღები სასპეციალიზაციო გამოცდების პირველადი შედეგები 2025/2026

/* Overlay */
.pdf-overlay {
position: fixed; inset: 0;
background: rgba(0,0,0,.6);
z-index: 9998; display: none;
}

/* Modal */
.pdf-modal {
position: fixed; inset: 0;
display: none; z-index: 9999;
padding: 2vw; box-sizing: border-box;
}

/* Container */
.pdf-wrap {
background: #111;
width: min(1200px, 96vw);
height: min(92vh, 1000px);
margin: 0 auto; border-radius: 14px;
overflow: hidden; display: flex; flex-direction: column;
box-shadow: 0 10px 40px rgba(0,0,0,.35);
}

/* Header bar */
.pdf-bar {
display: flex; align-items: center; justify-content: space-between;
padding: 10px 14px; background: #1a1a2e; color: #fff;
}
.pdf-title {
font: 600 14px/1.3 system-ui, -apple-system, Segoe UI, Roboto, Arial, “Noto Sans”, “Liberation Sans”, sans-serif;
white-space: nowrap; overflow: hidden; text-overflow: ellipsis; max-width: 65%;
}
.pdf-actions { display: flex; gap: 8px; }
.pdf-btn {
appearance: none; border: 1px solid #2b2b45; background: #0f3460; color: #fff;
padding: 6px 10px; border-radius: 10px; cursor: pointer; font-size: 13px;
}
.pdf-btn.secondary { background: #24243a; }
.pdf-btn:hover { filter: brightness(1.05); }

/* Frame */
.pdf-iframe {
width: 100%; height: 100%; border: 0; flex: 1; background: #fff;
}

/* Loading */
.pdf-loading {
position: absolute; inset: 0;
display: grid; place-items: center; pointer-events: none;
background: linear-gradient(180deg, #0b0b14, #0f0f1d);
color: #bfc7d5; font-size: 14px;
}

/* Mobile tweaks */
@media (max-width: 640px) {
.pdf-wrap { width: 98vw; height: 94vh; }
.pdf-title { max-width: 55%; font-size: 13px; }
.pdf-btn { padding: 6px 8px; font-size: 12px; }
}

სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025/2026 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო პროგრამების, ვაკანტურ ადგილებზე მისაღები სასპეციალიზაციო გამოცდების პირველადი შედეგები

  • სამაგისტრო პროგრამა – „აგრარული ტექნოლოგიები“
  • სამაგისტრო პროგრამა – “ინფორმაციული ტექნოლოიები ბირთვულ ინჟინერიაში” (ინგლისურენოვანი)“
  • (კომპიუტერული მოდელირების ტექნოლოგიები ბირთვული კვლევების ექსპერიმენტებისათვის (ინგლისურენოვანი)“)

  • სამაგისტრო პროგრამა – „ბიზნესის ადმინისტრირება“ (65 კრედიტი)
  • სამაგისტრო პროგრამა – ”ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები “
  • სამაგისტრო პროგრამა – „ეკონომიკა“
  • სამაგისტრო პროგრამა – „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია“
  • სამაგისტრო პროგრამა – „ფარმაცია“
  • სამაგისტრო პროგრამა – „გარემოსდაცვითი ინჟინერია“
  • სამაგისტრო პროგრამა – „გეოლოგია“
  • სამაგისტრო პროგრამა – „მასალათმცოდნეობა“
  • სამაგისტრო პროგრამა – „მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა“
  • სამაგისტრო პროგრამა – „მშენებლობა“
  • სამაგისტრო პროგრამა – „ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები“
  • სამაგისტრო პროგრამა – „ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია“
  • სამაგისტრო პროგრამა – „საერთაშორისო ურთიერთობები“
  • სამაგისტრო პროგრამა – „საჯარო მმართველობა“ (რუსულენოვანი)
  • სამაგისტრო პროგრამა – ”სამედიცინო ფიზიკა“
  • სამაგისტრო პროგრამა – „სამეწარმეო მენეჯმენტი“
  • სამაგისტრო პროგრამა – ”სამკურნალო მცენარეების მოყვანის ტექნოლოგია“
  • სამაგისტრო პროგრამა – „სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია“
  • სამაგისტრო პროგრამა – „ტრანსპორტი“
  • სამაგისტრო პროგრამა – „წყლის ინჟინერია“ (ინგლისურენოვანი)
  • ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები სასპეციალიზაციო გასაუბრების პირველადი შედეგები

    /* Overlay */
    .pdf-overlay {
    position: fixed; inset: 0;
    background: rgba(0,0,0,.6);
    z-index: 9998; display: none;
    }

    /* Modal */
    .pdf-modal {
    position: fixed; inset: 0;
    display: none; z-index: 9999;
    padding: 2vw; box-sizing: border-box;
    }

    /* Container */
    .pdf-wrap {
    background: #111;
    width: min(1200px, 96vw);
    height: min(92vh, 1000px);
    margin: 0 auto; border-radius: 14px;
    overflow: hidden; display: flex; flex-direction: column;
    box-shadow: 0 10px 40px rgba(0,0,0,.35);
    }

    /* Header bar */
    .pdf-bar {
    display: flex; align-items: center; justify-content: space-between;
    padding: 10px 14px; background: #1a1a2e; color: #fff;
    }
    .pdf-title {
    font: 600 14px/1.3 system-ui, -apple-system, Segoe UI, Roboto, Arial, “Noto Sans”, “Liberation Sans”, sans-serif;
    white-space: nowrap; overflow: hidden; text-overflow: ellipsis; max-width: 65%;
    }
    .pdf-actions { display: flex; gap: 8px; }
    .pdf-btn {
    appearance: none; border: 1px solid #2b2b45; background: #0f3460; color: #fff;
    padding: 6px 10px; border-radius: 10px; cursor: pointer; font-size: 13px;
    }
    .pdf-btn.secondary { background: #24243a; }
    .pdf-btn:hover { filter: brightness(1.05); }

    /* Frame */
    .pdf-iframe {
    width: 100%; height: 100%; border: 0; flex: 1; background: #fff;
    }

    /* Loading */
    .pdf-loading {
    position: absolute; inset: 0;
    display: grid; place-items: center; pointer-events: none;
    background: linear-gradient(180deg, #0b0b14, #0f0f1d);
    color: #bfc7d5; font-size: 14px;
    }

    /* Mobile tweaks */
    @media (max-width: 640px) {
    .pdf-wrap { width: 98vw; height: 94vh; }
    .pdf-title { max-width: 55%; font-size: 13px; }
    .pdf-btn { padding: 6px 8px; font-size: 12px; }
    }

    სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025/2026 სასწ. წლისათვის, ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები სასპეციალიზაციო გასაუბრების პირველადი შედეგები

    ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი

    • სამაგისტრო პროგრამა – ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი 65 კრედიტი) ფაილი 1, ფაილი 2

    სამეცნიერო ღონისძიება სტუ-ში – „სამხრეთ კავკასიის კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ“

    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ (Horizon Europe) საგრანტო პროექტის – „საქართველოს ინიციატივა პარტნიორობისთვის ხელოვნური ინტელექტის დარგში“ (GAIN) – ფარგლებში, სამეცნიერო ღონისძიება – „სამხრეთ კავკასიის კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ“ (SCCAI2025) გაიხსნა.  

    სამდღიან კონფერენციას ორგანიზებას უწევენ „ჰორიზონტი ევროპის“ საგრანტო პროექტ GAIN-ის პარტნიორი ინსტიტუციები: პროექტის კოორდინატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრი (DFKI – German Research Centre for Artificial Intelligence) და ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნული ინსტიტუტი (INRIA – National Institute for Research in Digital Science and Technology, საფრანგეთი). 

    კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრისა და საფრანგეთის ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნული ინსტიტუტის, ასევე, აზერბაიჯანისა და სომხეთის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ცნობილი მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და დოქტორანტები.  

    შიდა - #1.png

    SCCAI2025-ი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვახტანგ კვარაცხელიამ და ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, GAIN-ის კოორდინატორმა, დოქტორმა გიორგი გიორგობიანმა გახსნეს.  

    ვიცე-რექტორის განცხადებით, SCCAI2025-ის მიზანია შექმნას ინოვაციური, ინტერდისციპლინური პლატფორმა, სადაც აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და ინდუსტრიის ექსპერტები გაერთიანდებიან ხელოვნური ინტელექტის თეორიის, ახალი მეთოდოლოგიების და სისტემების დანერგვისა და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობების შესასწავლად. როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, კონფერენცია ასევე ყურადღებას გაამახვილებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ბუნებრივი ენების დამუშავების შესაძლებლობებზე AI-ის უზრუნველყოფით.  

    „მოხარული ვართ, რომ ჩვენი შეხვედრა შედგა თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში, „სამხრეთ კავკასიის კონფერენციაზე ხელოვნური ინტელექტის შესახებ“, რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ კონფერენციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს. ეს სამეცნიერო ღონისძიება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია „ჰორიზონტი ევროპის“ საგრანტო პროექტ GAIN-ის ფარგლებში და მისი მიზანი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხელოვნური ინტელექტის მეთოდოლოგიის, სისტემებისა და პრაქტიკული გამოყენების გაფართოება-ტრანსფერია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, რომელიც კოორდინაციას უწევს GAIN-ის განხორციელებას, პროექტის პარტნიორ ინსტიტუციებთან – გერმანიის DFKI-თან და საფრანგეთის INRIA-თან ერთად, აქტიურად მონაწილეობს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ინოვაციების დანერგვის სტრატეგიულ პროცესში.  

    საგულისხმოა, რომ კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მისიაა, ვიმსჯელოთ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე, როგორიცაა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების ბუნებრივი და მათ შორის სახელმწიფო ენების დაცვა „ციფრული კვდომისგან“. კონფერენციის მონაწილე მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები განიხილავენ ქართული, აფხაზური, სომხური და აზერბაიჯანული ენების ციფრული რესურსებით უზრუნველყოფის შესაძლებლობებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რადგან ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი და მეზობელი ქვეყნების სახელმწიფო ენების დაცვა მხოლოდ ერთობლივი სამეცნიერო ძალისხმევითაა შესაძლებელი; საგრანტო პროექტი GAIN-ი და კონფერენცია SCCAI2025-ი ამ მიმართულებითაც აუცილებლად შეუწყობს ხელს სამეცნიერო კოლაბორაციის განვითარებას. დასახული მიზნის მისაღწევად, პროექტ GAIN-ის ფარგლებში, უნივერსიტეტისა და გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის თაოსნობით, საქართველოში უკვე დაფუძნებულია ახალგაზრდა მკვლევრებით დაკომპლექტებული ხელოვნური ინტელექტის ცენტრი, რომელიც წარმატებით პოზიციონირებს კვლევებისა და ინოვაციების საერთაშორისო სივრცეში. 

    აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მუშაობაში ჩართულნი არიან სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის, ასევე, გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრის და საფრანგეთის ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნული ინსტიტუტის ცნობილი მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები. მინდა გადმოგცეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები და გულწრფელი იმედი, რომ “სამხრეთ კავკასიის კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ“ სამომავლოდ რეგულარულად ჩატარდება. წარმატებას ვუსურვებ ამ მნიშვნელოვან ფორუმსა და მის მონაწილეებს,“ – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.  

    სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელის განცხადებით, პროექტი GAIN-ი, რომლის ფარგლებშიც „სამხრეთ კავკასიის კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ“ მიმდინარეობს, წარმატებით ახორციელებს საქართველოს ინტეგრირებას ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კვლევით სივრცეში. პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას თქმით, AI-ის მიმართულებით სათანადოდ აპრობირებული სამეცნიერო მოდელებისა და მეთოდოლოგიების გაზიარება ასეთივე წარმატებით არის შესაძლებელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის დანარჩენი ორი ქვეყნის სამეცნიერო წრეებისთვის. როგორც მეცნიერი აღნიშნავს, ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს დღეს უკვე მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს მრავალ ცნობილ სამეცნიერო ცენტრთან, მათ შორის – გერმანიაში: ზაარლანდის უნივერსიტეტი, ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრი – DFKI, ტექნოლოგიების, ინოვაციების და კვლევების ცენტრი – Steinbeis Europa Zentrum; საფრანგეთში: ინფორმატიკისა და მათემატიკური კვლევების ევროპული ცენტრი – ERCIM, ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნული ინსტიტუტი (INRIA), ლიონის კლოდ ბერნარის უნივერსიტეტი; იტალიაში: პალერმოს უნივერსიტეტის მათემატიკისა და ინფორმატიკის დეპარტამენტი; ესპანეთში: მადრიდის კომპლუტენსეს და ვიგოს უნივერსიტეტები; ამერიკის შეერთებულ შტატებში: მიჩიგანის და უიჩიტოს სახელმწიფო უნივერსიტეტები და სხვა. 

    ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, პროექტ GAIN-ის კოორდინატორის, დოქტორ გიორგი გიორგობიანის თქმით, SCCAI2025-ი, რომელიც გამორჩეულია თავისი მასშტაბითა და შინაარსით, მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის საერთო სამეცნიერო კვლევითი პლატფორმის ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას გლობალურ AI საზოგადოებაში. 

    შიდა2.png

    „SCCAI2025-ი გამორჩეულია თავისი მასშტაბითა და შინაარსით. ცნობილი მეცნიერები წარსდგებიან საკვანძო მოხსენებებით ხელოვნური ინტელექტის უახლეს მიღწევებზე კომპიუტერული ხედვის, ბუნებრივი ენის დამუშავებისა და მრავალმოდალური სისტემების მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, მათი გამოცდილება და კვლევები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამეცნიერო განვითარებაში. 

    განსაკუთრებით აღსანიშნავია დოქტორანტთა სიმპოზიუმი (Doctoral Symposium), რომელიც საქართველოში ამ ფორმატით პირველად ჩვენი კონფერენციის ფარგლებში ტარდება. ეს პანელი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა მკვლევრებს წარმოადგინონ თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები ხელოვნური ინტელექტის სფეროში, განიხილონ ახალი იდეები და გამოწვევები წამყვან მეცნიერებთან ერთად. ეს გამოცდილება მათ მისცემს ახალ სტიმულს და ხელს შეუწყობს კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებას. პროექტი GAIN-ი და კონფერენცია SCCAI2025-ი სწორედ ამ მიზანს ემსახურება – გააერთიანოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო ძალები, ხელი შეუწყოს ცოდნის გაზიარებას და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ახალგაზრდა მკვლევრებისთვის შექმნას ქმედითი სამეცნიერო კვლევითი პლატფორმა და ამით ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას საერთაშორსო AI საზოგადოებაში,“ – აღნიშნა გიორგი გიორგობიანმა.  

    „ჰორიზონტი ევროპის“ საგრანტო პროექტის – GAIN-ის ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო ღონისძიება – „სამხრეთ კავკასიის კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ“ (SCCAI2025) სამი მიმართულებით წარიმართება და მუშაობას 18 სექტემბერს დაასრულებს.

     

     

    „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”- სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სტუ-ში

    25-26 სექტემბერს, 10:00 საათზე სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის, ცენტრალურ სამეცნიერო ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში, მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია -„სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა” ჩატარდება.  

    კონფერენციას საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი ერთობლივად ატარებს. ღონისძიების დასასრულს, კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა.  

    კონფერენციის თემატიკა:  

    ·         სამთო საქმისა და გეოლოგიის აქტუალური პრობლემები;

    ·         მინერალური რესურსების როლი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში;

    ·         ბუნებრივი საფრთხეები და გარემოს დაცვა;

    ·         სამთო ტექნოლოგიები;

    ·         გეოლოგია;

    ·         გეოფიზიკა;  

    კონფერენციის მხარდამჭერია   “არემჯი” – RMG.  

    მისამართი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, კოსტავას ქ. 77, თბილისი;

    კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება თეზისების სახით.  

    აღსანიშნავია, რომ საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტთან და ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტთან ერთად, 2015 წლიდან, ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას, რომლის დევიზია „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”.

     

    გარე მობილობა დაიწყო!

    სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუ-ში მობილობით გადმოსვლის მსურველმა პირმა, რომელიც სსიპ მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე students.emis.ge გაივლის რეგისტრაციას (2025 წლის 25 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით) და მოიპოვებს სტუ-ში მობილობის წესით გადმოსვლის უფლებას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს უნივერსიტეტს შიდა რეგისტრაციისთვის საჭირო დუკუმენტაციის წარსადგენად. 

    2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის უფლების მქონე სტუდენებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საბუთები უნდა წარადგინონ 2025 წლის 12 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00 საათიდან-16:00 საათამდე, მისამართზე: კოსტავას 77, ადმინისტრციული კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი 334 (შემოსასვლელი სტუ-ის მე-4 კორპუსიდან).

    მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

    1. პირადობის მოწმობის  ასლი;

    2. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);

    3. გამომშვები უსდ-დან სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;

    4. გამომშვები უსდ-დან სტუდენტის შესახებ არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის შეჩერების /აღდგენის /შეწყვეტის) დამოწმებული ასლები; 

    5. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

    6. ბაკალავრმა – საშუალო განათლების ატესტატის ასლი; 

    • მაგისტრანტმა – ბაკალავრის დიპლომის  ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი;
    • დოქტორანტმა – მაგისტრის დიპლომის  ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი. 

    საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ტარდება გასაუბრება:

    • არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა- „არქიტექტურა“, რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“) მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც ჩატარდება 2025 წლის 10 სექტემბერს, 11:00 საათზე (მისამართი: თბილისი, კოსტავას N68, სტუ-ის I კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 402 ა).
    • დიზანის საერთაშორისო სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,დიზაინი”, ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა-„არქიტექტურა“). მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც ჩატარდება 2025 წლის 5 სექტემბრიდან-9 სექტემბრის ჩათვლით, 12:00 საათზე (მისამართი: თბილისი, კოსტავას ქუჩა 75, სტუ-ის VIII კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 4).

    სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია მიიღება შესაბამისი პროგრამების დაშვების წინაპირობების გათვალისწინებით (იხ. დანართი 1,2).

    ჩათვლილი კრედიტებისა და ამის საფუძველზე განსაზღვრული სასწავლო წლის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი ფაკულტეტი მობილობის მსურველ პირს აცნობებს არაუგვიანეს 2025 წლის 18 სექტემბრისა.

    მობილობის მსურველი ვალდებულია, გაეცნოს დასკვნას და იმავე დღეს წერილობით განაცხადოს თანხმობა ან უარი სტუ-ში მობილობით გადმოსვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, არ განიხილოს საკითხი მისი მობილობის წესით ჩარიცხვაზე.

    გთხოვთ გაითვალისწინოთ:

    • საბუთების მიღება და სტუ-ში გადმოსვლასთან დაკავშირებით თანხმობა/უარის განაცხადის გაკეთება უნდა მოხდეს პირადად განმცხადებლისგან ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისგან, ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობის საფუძველზე.
    • სტუ-ში მობილობით ჩარიცხული სტუდენტი აკადემიურ და ფინანსურ ხელშეკრულებას ფაკულტეტთან აფორმებს ბრძანების გამოცემის შემდგომ. ბრძანება სტუ-ში მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არა უგვიანეს 2025 წლის 1 ოქტომბრისა.

    ვიზიტით მყოფმა უცხოელმა კურსდამთავრებულებმა ალუმნი საზოგადოებაში გაერთიანებისა და ალმა-მატერის განვითარებაში წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვეს

    „დღეს, როდესაც ჩვენი კურსდამთავრებულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მოღვაწეობენ, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ 90-იანი წლების სიძნელეებმა ვერ შეარყია უნივერსიტეტის აკადემიური ფუნდამენტი. პირიქით, მან კიდევ უფრო მეტად გაამყარა ჩვენი პროფესიული საქმიანობა და საერთაშორისო ავტორიტეტი. სწორედ ამ ღირებულებების ერთგულებით, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, ვაგრძელებთ უნივერსიტეტის განვითარებას და ვამაყობთ, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელჩები მთელ მსოფლიოში,“ – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ უცხოელ კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.  

    გასული საუკუნის 90-იანი წლების უცხოელ კურსდამთავრებულთა ათკაციანმა ჯგუფმა თავისი ალმა-მატერი მოინახულა, მის სამეცნიერო-კვლევით მიღწევებს გაეცნო და ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. სტუმრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები შეხვდნენ.  

    როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, უნივერსიტეტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კურსდამთავრებულებთან კავშირის შენარჩუნებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი ეხება იმ თაობას, რომელმაც განათლება საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ისტორიულ პერიოდში, გასული საუკუნის 90-იან წლებში მიიღო.  

    „დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. გასული საუკუნის 90-იანი წლები ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ეკონომიკურმა კრიზისმა არაერთი ურთულესი პრობლემა წარმოშვა განათლების სისტემაში – ქართველ მეცნიერებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, ხშირ შემთხვევაში, არ ეძლეოდათ ხელფასი, თუმცა ისინი კვლავ სრული დატვირთვითა და თავდადებით აგრძელებდნენ სასწავლო პროცესს, გადასცემდნენ ცოდნას სტუდენტებს. ეს იყო დრო, როდესაც უნივერსიტეტის სახელი და ათეული წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ძლიერი ტრადიციები საშუალებას გვაძლევდა გაგვეგრძელებინა საქმე, რომელიც ყოველთვის აღემატებოდა მხოლოდ პროფესიულ მოვალეობას. ეს იყო პასუხისმგებლობა ქვეყნის, მომავალი თაობისა და მეცნიერების წინაშე. მიუხედავად ყველა სირთულისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იმ წლებში მაინც რჩებოდა რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ სასწავლებლად. 

    უცხოელი სტუდენტების დამოკიდებულება განსაკუთრებით ღირებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური გამოცდილების შეფასებისას. მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური კრიზისისა, ისინი უდიდეს ინტერესს ამჟღავნებდნენ სწავლა სწორედ ამ უნივერსიტეტში გაეგრძელებინათ. ეს ფაქტი ნათლად ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არასოდეს ყოფილა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, არამედ წარმოადგენდა სივრცეს, სადაც პროფესიონალიზმი, ინტელექტუალური თავისუფლება და სწავლების ხარისხი ნებისმიერ სირთულეს ამარცხებდა. ამგვარი მიდგომები არა მხოლოდ უნარჩუნებდა უნივერსიტეტს საერთაშორისო რეპუტაციას, არამედ ქმნიდა გრძელვადიან საფუძველს მისი კურსდამთავრებულების წარმატებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 90-იანი წლების ურთულესი გამოწვევების პირობებშიც ინარჩუნებდა უნივერსალური ღირებულებების ერთგულებას და სწორედ ამიტომ დღემდე რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან აკადემიურ და სამეცნიერო ცენტრად რეგიონში. და ბოლოს, მადლობა მინდა მოვახსენო ბატონ ვალერი ვაჭარაძეს, 90-იან წლებში სტუ-ის უცხოელ სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის ერთ-ერთ ხელმძღვანელს პირს ამ მეტად საინტერესო დღის ორგანიზებისთვის,” – განაცხადა თამარ ლომინაძემ.  

    ვიცე-რექტორთან შეხვედრისას უცხოელმა კურსდამთავრებულებმა სტუდენტობის წლები გაიხსენეს, ისაუბრეს უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე, რამაც მათ კარიერულ წინსვლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. უცხოელმა კურსდამთავრებულებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთობის გაგრძელების მნიშვნელობაზე და სურვილი გამოთქვეს, გაერთიანდნენ სტუ-ის ალუმნი საზოგადოებაში, აქტიურად ჩაერთონ ალუმნი ინიციატივებში და თავიანთი წვლილი შეიტანონ უნივერსიტეტის განვითარების პროცესში. კურსდამთავრებულთა განცხადებით, მათთვის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა მონაწილეობა იმ საქმიანობაში, რაც უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირების გაღრმავებას, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და მომავალი თაობის პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას უზრუნველყოფს.

     

    Support

    Why are you writing to us?