ვიზიტით მყოფმა უცხოელმა კურსდამთავრებულებმა ალუმნი საზოგადოებაში გაერთიანებისა და ალმა-მატერის განვითარებაში წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვეს
„დღეს, როდესაც ჩვენი კურსდამთავრებულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მოღვაწეობენ, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ 90-იანი წლების სიძნელეებმა ვერ შეარყია უნივერსიტეტის აკადემიური ფუნდამენტი. პირიქით, მან კიდევ უფრო მეტად გაამყარა ჩვენი პროფესიული საქმიანობა და საერთაშორისო ავტორიტეტი. სწორედ ამ ღირებულებების ერთგულებით, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, ვაგრძელებთ უნივერსიტეტის განვითარებას და ვამაყობთ, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელჩები მთელ მსოფლიოში,“ – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ უცხოელ კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.
გასული საუკუნის 90-იანი წლების უცხოელ კურსდამთავრებულთა ათკაციანმა ჯგუფმა თავისი ალმა-მატერი მოინახულა, მის სამეცნიერო-კვლევით მიღწევებს გაეცნო და ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. სტუმრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები შეხვდნენ.
როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, უნივერსიტეტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კურსდამთავრებულებთან კავშირის შენარჩუნებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი ეხება იმ თაობას, რომელმაც განათლება საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ისტორიულ პერიოდში, გასული საუკუნის 90-იან წლებში მიიღო.
„დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. გასული საუკუნის 90-იანი წლები ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ეკონომიკურმა კრიზისმა არაერთი ურთულესი პრობლემა წარმოშვა განათლების სისტემაში – ქართველ მეცნიერებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, ხშირ შემთხვევაში, არ ეძლეოდათ ხელფასი, თუმცა ისინი კვლავ სრული დატვირთვითა და თავდადებით აგრძელებდნენ სასწავლო პროცესს, გადასცემდნენ ცოდნას სტუდენტებს. ეს იყო დრო, როდესაც უნივერსიტეტის სახელი და ათეული წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ძლიერი ტრადიციები საშუალებას გვაძლევდა გაგვეგრძელებინა საქმე, რომელიც ყოველთვის აღემატებოდა მხოლოდ პროფესიულ მოვალეობას. ეს იყო პასუხისმგებლობა ქვეყნის, მომავალი თაობისა და მეცნიერების წინაშე. მიუხედავად ყველა სირთულისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იმ წლებში მაინც რჩებოდა რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ სასწავლებლად.
უცხოელი სტუდენტების დამოკიდებულება განსაკუთრებით ღირებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური გამოცდილების შეფასებისას. მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური კრიზისისა, ისინი უდიდეს ინტერესს ამჟღავნებდნენ სწავლა სწორედ ამ უნივერსიტეტში გაეგრძელებინათ. ეს ფაქტი ნათლად ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არასოდეს ყოფილა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, არამედ წარმოადგენდა სივრცეს, სადაც პროფესიონალიზმი, ინტელექტუალური თავისუფლება და სწავლების ხარისხი ნებისმიერ სირთულეს ამარცხებდა. ამგვარი მიდგომები არა მხოლოდ უნარჩუნებდა უნივერსიტეტს საერთაშორისო რეპუტაციას, არამედ ქმნიდა გრძელვადიან საფუძველს მისი კურსდამთავრებულების წარმატებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 90-იანი წლების ურთულესი გამოწვევების პირობებშიც ინარჩუნებდა უნივერსალური ღირებულებების ერთგულებას და სწორედ ამიტომ დღემდე რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან აკადემიურ და სამეცნიერო ცენტრად რეგიონში. და ბოლოს, მადლობა მინდა მოვახსენო ბატონ ვალერი ვაჭარაძეს, 90-იან წლებში სტუ-ის უცხოელ სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის ერთ-ერთ ხელმძღვანელს პირს ამ მეტად საინტერესო დღის ორგანიზებისთვის,” – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
ვიცე-რექტორთან შეხვედრისას უცხოელმა კურსდამთავრებულებმა სტუდენტობის წლები გაიხსენეს, ისაუბრეს უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე, რამაც მათ კარიერულ წინსვლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. უცხოელმა კურსდამთავრებულებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთობის გაგრძელების მნიშვნელობაზე და სურვილი გამოთქვეს, გაერთიანდნენ სტუ-ის ალუმნი საზოგადოებაში, აქტიურად ჩაერთონ ალუმნი ინიციატივებში და თავიანთი წვლილი შეიტანონ უნივერსიტეტის განვითარების პროცესში. კურსდამთავრებულთა განცხადებით, მათთვის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა მონაწილეობა იმ საქმიანობაში, რაც უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირების გაღრმავებას, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და მომავალი თაობის პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას უზრუნველყოფს.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...