სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის საბჭოს განცხადება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის საბჭოს განცხადება სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების 22-ე მუხლის, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების, 27-ე და 28-ე მუხლების შესაბამისად, უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის საბჭოს 2025 წლის 17 თებერვლის სხდომაზე (სხდომის ოქმი №2) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, 

1. დიზაინის საერთაშორისო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად დაინიშნოს არჩევნები 2025 წლის 12 მარტს.

2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა სკოლის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით. 

3. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;

ბ) გააჩნია მუშაობის არა ნაკლებ 5 წლის გამოცდილება;

გ) კანდიდატს მოეთხოვება:

  • ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის მიერ შემუშავებული ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების ცოდნა ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში.
  • ABET (Accreditation Board for Engineering and Technology)-ის აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების ცოდნა;
  • სახელმწიფო ენის ცოდნა (სასურველია უცხო ენის ცოდნა);
  • განათლების სფეროში ხარისხის მართვის პრინციპების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების – MS Office-ის ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი;

შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  • საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“; 
  • საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“.
  • „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულებისას სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის მინიჭების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისა და აღიარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №18 დადგენილება;
  • „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება; 
  • „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება; 
  • „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 04 იანვრის №3 ბრძანება;
  • „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანება;
  • „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №121/ნ ბრძანება;
  • პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 28 დეკემბრის №120/ნ ბრძანება;

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტები:

  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები;
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქცია;
  • საქართველოსტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, შეფასების და განვითარების წესი;
  • სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) განხილვისა და დამტკიცების წესი; სასწავლო კურსის (საგნის) კოდის მინიჭების წესი;
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მაგისტრატურის დებულება; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულება; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულება;
  • სხვა შიდა საუნივერსიტეტო დოკუმენტები.

4. კანდიდატებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა შეიტანონ  2025 წლის 26 თებერვლიდან 05 მარტის ჩათვლით დიზაინის საერთაშორისო სკოლის საარჩევნო კომისიაში – თბილისი, კოსტავას 77 , სტუ-ს N8 კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი №3. განცხადებები მიიღება 10 საათიდან 17 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა. 

5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;

ბ) ცნობა ტექნიკურ უნივერსიტეტში დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;

გ) ინფორმაცია განათლების, შრომითი გამოცდილების, აკადემიური ხარისხის თაობაზე;

დ) სამოქმედო გეგმა;

ე) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან მის შესაბამისობას.

6. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა სკოლის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ მიზნით მან განცხადება უნდა შეიტანოს უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტში 2025 წლის 22 თებერვლამდე. პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება. 

7. კანდიდატთა მიერ სამოქმედო გეგმის საჯაროდ წარდგენა სკოლის საბჭოში დაინიშნოს 2025 წლის 11 მარტს.

სტუ-ის ვაჟთა გუნდი – “სტუ-1” თოვლის ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდმა – „სტუ-1“ თოვლის ფრენბურთში 2025 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ოქროს პრიზიორი და ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. 

კურორტ ბაკურიანში გამართულ თოვლის ფრენბურთის წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვაჟ ფრენბურთელთა 2 გუნდი – „სტუ-1“ დავით ცხომარიას, ალექსანდრე ზაქაიძის, თორნიკე კამკამიძის და გუგა გეჯაძის შემადგენლობით, და „სტუ-2“ სანდრო ნაცვლიშვილის, მამუკა ჭახნაკიას, ხასი ხალილოვისა და გარი კურაზიანის შემადგენლობით ასპარეზობდა. 

„სტუ-1“-მა, რომელმაც წლევანდელი ჩემპიონატის ფარგლებში საუკეთესო შედეგები აჩვენა, ფინალური შეხვედრა “გორი 2”-თან გამართა და ანგარიშით – 2:0 დაამარცხა, შესაბამისად ტურნირის ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.  

1 (14).png

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, ფრენბურთის საუნივერსიტეტო გუნდს საქართველოს ჩემპიონობას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს სწავლასა და სპორტულ კარიერაში. 

„საუნივერსიტეტო სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია სტუდენტური ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სასიხარულოა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ჩვენი ახალგაზრდები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მდიდარ სპორტულ ტრადიციებს აგრძელებენ, ტურნირებში უნივერსიტეტის სახელით ღირსეულად ასპარეზობენ და რაც უმნიშვნელოვანესია – იმარჯვებენ. თოვლის ფრენბურთის წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ორი გუნდით წარსდგა. „სტუ-1“-მა, ამ საპატიო ტურნირის დღეებში, განსაკუთრებული მობილიზება და მომზადება აჩვენა და თავის ალმა-მატერს ჩემპიონის თასი მოუტანა. პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სახელით, ვულოცავთ და მადლობას ვუხდით სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს, უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს და მათგან მორიგ, ახალ გამარჯვებებს ველით,“ – აცხადებს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. 

თოვლის ფრენბურთში საქართველოს 2025 წლის ეროვნული ჩემპიონატი, საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კურორტ ბაკურიანში გაიმართა. 

სტუ-ის ვიცე-რექტორები საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს განათლების მრჩეველს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები, პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ბუაჩიძე და რექტორის მრჩეველი კოტე ბასილაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს განათლების მრჩეველ ერჯან გულსუიუს შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც ვიცე-რექტორმა გახსნა, მხარეებმა სამომავლო გეგმები განიხილეს.

პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს თურქეთის ისეთ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან, როგორიცაა: აფიონის კოჩატეპე, ქუთაჰიის დუმლუპინარის, სივასის რესპუბლიკის, სტამბოლის ბილგი, გაზის, ფატიჰ სულთან მეჰმეთის ფონდის, ართვინის ჭოროხის, აბდულა გიულის, ქარაბუქის, იდგირის, ესკიშეჰირის ტექნიკური, კასტამონუს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის, ადიამანის, ინონუს, მარმარის, იასარის, სტამბოლის რუმელის, მეფმეთ აკიფ ერსოის, ალტინბაშის, სტამბოლის კენტის, ერზრუმის ტექნიკური, სტამბოლის აიდინის, მუღლა სიტკი კოჩმანის, პამუკალეს, ტურიზმის აკადემია ანტალიაში, ყარადენიზის ტექნიკური, დუზჩეს და გუმუშანეს უნივერსიტეტები. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, სამეცნიერო-აკადემიური წრეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია მრავალმხრივი კოლაბორაცია თურქეთის უნივერსიტეტებთან. ჩვენთან რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება თურქეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც გაიცემა ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის. ჩვენს უნივერსიტეტს აქვს შესანიშნავი სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლესი ლაბორატორიების სახით, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები, სპეციალისტები. ეს მოცემულობა შეგვიძლია საერთო მიზნებისთვის გამოვიყენოთ. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი ორი ქვეყნის უნივერსიტეტების სამომავლო და წარმატებული კოლაბორაციისთვის. ვფიქრობთ, თანამშრომლობა, რომელსაც, სამომავლოდ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმები დაარეგულირებს, სამეცნიერო-საგანმანათლებლო კოლაბორაციის გაღრმავება-გაფართოების მნიშვნელოვანი მდგენელი იქნება, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მდგრადობის კიდევ ერთი გარანტი გახდება”, – განაცხადა თამარ წერეთელმა. 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს განათლების მრჩეველ ერჯან გულსუიუსთან შეხვედრის ფარგლებში, კონკრეტული სამუშაო გეგმა შემუშავდება, რაც ქართულ და თურქულ უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო, სასწავლო, კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

სტუ-ში „ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორია“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე კიდევ ერთი მაღალტექნოლოგიური, ექსპერიმენტების, სამეცნიერო კვლევებისა და სასწავლო პროცესის ცენტრი – „ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორია“ გაიხსნა.

ღონისძიება, რომელსაც სტუ-ის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და “არემჯი” ჯგუფის გენერალური დირექტორი ჯონი შუბითიძე, გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, კორპორაციული დირექტორი კახა მჭედლიშვილი ესწრებოდნენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. 

აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს ახალი ლაბორატორიის გახსნა მიულოცა. როგორც მან განაცხადა, “ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორია” კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტში, თანამშრომლობის ფარგლებში, “არემჯი” ჯგუფი ახორციელებს. 

2 (10).png

„სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს, რომელიც, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარად, 103 წლისაა, ქვეყნის სამრეწველო დარგის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა მოთხოვნა და შესაბამისად, უნივერსიტეტი ეტაპობრივად აუმჯობესებს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ფაკულტეტზე განახლდა ინფრასტრუქტურა. ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, ვზრუნავთ სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „არემჯი გოლდს“, რომლის მხარდაჭერით დღეს მორიგი, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია გავხსენით. როგორც ჯონი შუბითიძე აცხადებს, კომპანია სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს ლაბორატორიების ტექნიკურ გადაიარაღებაში კვლავაც მხარს დაუჭერს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას “არემჯი” ჯგუფს. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ფაკულტეტზე მოღვაწე ყველა მეცნიერს, დეკანატს, სტუდენტებს და წარმატება ვუსურვო მათ. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ახალი ლაბორატორია, ასევე, ახალგაზრდა სამთოელთა ნამუშევრები, რომელთაც ხვალ წარმატებით უნდა გააგრძელონ დიდი მეცნიერების მიერ გაკვალული გზა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა.

„ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორიაში“ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ შეისწავლონ დარგისთვის აუცილებელი უახლესი კომპიუტერული პროგრამები. გარდა ამისა, ცენტრი უზრუნველყოფს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის კვლევების პროგრამულ მხარდაჭერას. ლაბორატორიაში გაგრძელდება პროექტი „3D გეოლოგიური მოდელირების კურსი“. საერთაშორისო პლატფორმა „Bentley Systems International“ თანამშრომლობის ფარგლებში, ცენტრი სტუდენტებს შესთავაზებს ლიცენზირებული პროგრამა „Leapfrog Geo Classroom“-ის სასწავლო კურსებს, ასევე, დაფინანსდება პროგრამული უზრუნველყოფის სწავლებისთვის აუცილებელი საველე ექსპედიციები. ახლად შექმნილი „ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორიის” ბაზაზე, VR ტექნოლოგიების გამოყენებით, სამთო პროცესების კომპიუტერული სიმულაციები განხორციელდება, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის მეშვეობით კი, შესაძლებელი იქნება საქართველოში არსებული სამთო კარიერებისა და სხვადასხვა გეოლოგიური საწარმოო არეალის დათვალიერება. 

ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორიის გახსნის ღონისძიებაზე უნივერსიტეტს, „არემჯი გოლდსა“ და „არემჯი კოპერს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა, რომლის თანახმადაც სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამის მიმართულებით გაგრძელდება პროექტი „არემჯის საზაფხულო სკოლა“, სასწავლო საველე პრაქტიკები სამთო და გეოინჟინერიის, გეოლოგიის, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები, გეოდეზიისა და შრომის უსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამების დაწყებითი კურსის სტუდენტებისათვის, „არემჯის სასტიპენდიო პროგრამა“ და მასში სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის, სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის, ენერგეტიკის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას, ასევე, გაფართოვდება სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის.

სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა საწარმოო პრაქტიკები გაიარონ „არემჯი აურამაინის“ ბექთაქარის მაღაროს მიწისქვეშა, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამთამადნო პროექტში. მეცნიერების მხარდაჭერის მიმართულებით გაგრძელდება სტუ-ის საერთაშორისო კონფერენციების ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერა, დაიწყება ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც თავიანთ სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებში იმუშავებენ დარგის პრობლემატიკაზე, ექნებათ შესაძლებლობა კომპანიის სალიცენზიო ტერიტორიაზე აწარმოონ კვლევითი სამუშაოები.

გაგრძელდება იმ დოქტორანტების ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება, რომელთა სადისერტაციო ნაშრომები შეეხება კომპანიის ტექნოლოგიური პრობლემატიკის გადაჭრის გზების ძიებას. “არემჯი” მხარს დაუჭერს სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს, საერთაშორისო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში, როგორც სტუდენტური გაცვლითი პროგრამების, ასევე, კვლევების ინტერნაციონალიზაციის და საექსპერტო კვლევების მიმართულებით.

ასევე, პროექტის – „გახდი სამთოელი“ – ფარგლებში “არემჯი” გააგრძელებს სამთო-გეოლოგიური და სხვა ტექნიკური პროფესიების ცნობადობის ამაღლებას, რითაც ხელი შეეწყობა კომპანიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პოპულარიზაციას.

სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის საბჭოს განცხადება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების 22-ე მუხლის, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების, 27-ე და 28-ე მუხლების შესაბამისად, უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 14 თებერვლის სხდომაზე (სხდომის ოქმი №4) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე: 

1. ენერგეტიკის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები ჩატარდება 2025 წლის 11 მარტს.

2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ფაკულტეტის საბჭოს ირჩევს 4 წლის ვადით. 

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;

ბ) გააჩნია მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;

გ) კანდიდატს მოეთხოვება:

  • ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის მიერ შემუშავებული ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების ცოდნა ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში;
  • ABET (Accreditation Board for Engineering and Technology)-ის აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების ცოდნა;
  • სახელმწიფო ენის ცოდნა (სასურველია უცხო ენის ცოდნა);
  • განათლების სფეროში ხარისხის მართვის პრინციპების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების – MS Office-ის ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი.

შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  • საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“; 
  • საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“.
  • „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულებისას სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის მინიჭების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისა და აღიარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №18 დადგენილება;
  • „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება; 
  • „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება; 
  • „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 04 იანვრის №3 ბრძანება;
  • „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანება;
  • „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №121/ნ ბრძანება;
  • პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 28 დეკემბრის №120/ნ ბრძანება;

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტები:

  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები;
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქცია;
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, შეფასების და განვითარების წესი;
  • სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) განხილვისა და დამტკიცების წესი;
  • სასწავლო კურსის (საგნის) კოდის მინიჭების წესი;
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მაგისტრატურის დებულება;
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულება;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულება;
  • სხვა შიდა საუნივერსიტეტო დოკუმენტები.

4. კანდიდატებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა შეიტანონ 2025 წლის 24 თებერვლიდან 04 მარტის ჩათვლით ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში – თბილისი, კოსტავას 75, სტუ-ს მე-8 კორპუსი, მე- 3 სართული, ოთახი №314. განცხადებები მიიღება 10 საათიდან 17 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა. 

5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;

ბ) ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;

გ) ინფორმაცია განათლების, შრომითი გამოცდილების, აკადემიური ხარისხის თაობაზე;

დ) სამოქმედო გეგმა;

ე) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან მის შესაბამისობას.

6. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ მიზნით მან განცხადება უნდა შეიტანოს უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტში 2025 წლის 27 თებერვლამდე. პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება. 

7. კანდიდატთა მიერ სამოქმედო გეგმის საჯაროდ წარდგენა ფაკულტეტის საბჭოში დაინიშნოს 2025 წლის 10 მარტს.

სტუ-ის აკადემიური საბჭოს განცხადება

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ.

სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 07 თებერვლის №01-05-04/17 დადგენილების შესაბამისად,

1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები დაინიშნოს 2025 წლის 07 მარტს. 

2. არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია განხორციელდეს 2025 წლის 21 თებერვლიდან 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

3. კანდიდატთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა აკადემიურ საბჭოში გაიმართოს 2025 წლის 06 მარტს. 

4. არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) გააჩნია სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება;

გ) აქვს ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება;

დ) არის 65 წელზე ნაკლები ასაკის. 

5. კონკურსანტმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;

ბ) მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი; 

ე) სამოქმედო პროგრამა;

ვ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

თ) 1 ფოტოსურათი (ზომით 3×4 სმ).

6. განაცხადები მიიღება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სამდივნოში, თბილისი, კოსტავას,77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 233. განცხადებები მიიღება 10 საათიდან 17 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა.

7. უნივერსიტეტის წესდების თანახმად, აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით 2025 წლის 18 თებერვლის ჩათვლით, უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტის მეშვეობით (მის: კოსტავას, 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული). პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება. 

სტუ-ის რექტორმა ექვს პროფესორს ოქროს მედალი გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, ჰესების სადაწნეო სისტემებში მიმდინარე გარდამავალი ჰიდრავლიკური პროცესების, ჰიდროენერგეტიკული გაანგარიშებების, ჰიდროეკოლოგიის, ჰესების ტექნიკური მდგომარეობის, ასევე, მაგისტრალური მილსადენების და მათი საიმედო და ეფექტური ექსპლუატაციის, ხანგამძლეობისა და ენერგოდაზოგვის ექსპერტს, 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 7 სახელმძღვანელოს ავტორს, პროფესორ ლენა შატაკიშვილს, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, 159 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიის, 8 სახელმძღვანელოს ავტორს, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, 40-ზე მეტი სტატიისა და 5 სახელმძღვანელოს ავტორს, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილს, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, 100-ზე მეტი ნაშრომისა და 5 სახელმძღვანელოს ავტორს, პროფესორ ანზორ აბშილავას, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანს, 20-ზე მეტი არქიტექტურული პროექტის, 60-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, ერთი მონოგრაფიის და 9 მეთოდური მითითების ავტორს, პროფესორ ნინო იმნაძეს და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 6 სახელმძღვანელოს ავტორს ვანო ჭიაურელს უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა. 

1 (11).png

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა „ოქროს მედალი“ ლენა შატაკიშვილს, რუსუდან ქუთათელაძეს და ივანე ჯაგოდნიშვილს აკადემიური საბჭოს სხდომაზე გადასცა.

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, მათ არაერთი ღირსეული თაობა აღზარდეს და უდიდესი წვლილი მიუძღვით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში.

„უნივერსიტეტის წინაშე ლენა შატაკიშვილის, რუსუდან ქუთათელაძის, ნინო იმნაძის, ივანე ჯაგოდნიშვილის, ანზორ აბშილავას და ვანო ჭიაურელის დამსახურების გათვალისწინებით, აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მეცნიერისთვის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო – ოქროს მედალი მიენიჭებინა. საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ვულოცავ ჩვენს კოლეგებს ამ საპატიო ჯილდოს და ვუსურვებ წარმატებას სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობაში, მშობლიური უნივერსიტეტისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში სტუ-ის რექტორმა.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებული ჯილდო – „ოქროს მედალი”, ქართველი და უცხოელი მეცნიერებს გადაეცემა უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის. დაჯილდოებულ პირს, ჯილდოს და შესაბამის მოწმობას საზეიმოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გადასცემს.

სტუ-ში გარე მობილობის წესით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

table, th, td {
border: 1px solid #000;
}
td {
padding:10px;
}
მობილობით გადმოსვლის მსურველმა პირმა, რომელიც სსიპ – მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე გაივლის რეგისტრაციას (2025 წლის 29 იანვრიდან –  7 თებერვლის ჩათვლით) და მოიპოვებს სტუ-ში მობილობის წესით გადმოსვლის უფლებას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს უნივერსიტეტს შიდა რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარსადგენად. 

მობილობის წესით გადმომსვლელმა, 2025 წლის 12 თებერვლიდან – 14 თებერვლის ჩათვლით, განცხადება დანართი 1 (ჩამოსატვირთი დოკუმენტი) და თანდართული დოკუმენტაცია დანართი 2 უნდა წარადგინოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კოსპუსში, მისამართზე: თბილისი; კოსტავას 77; მე-3 სართული; ოთახი 334. საბუთები 10:00 საათიდან 16:00 საათამდე მიიღება.

მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).
  • სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
  • პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის შეჩერების/ აღდგენის/ შეწყვეტის) დამოწმებული ასლები; 
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  • ბაკალავრმა – საშუალო განათლების ატესტატის ასლი; 

მაგისტრანტმა – ბაკალავრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი (იხ. შენიშვნა); 

დოქტორანტმა – მაგისტრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი (იხ. შენიშვნა).

საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ტარდება გასაუბრება: 

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“; რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“; საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“). მობილობის მსურველებმა, უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც 2025 წლის 6 თებერვალს, 11:00 საათზე ჩატარდება. (მისამართი: თბილისი; კოსტავას #68, სტუ-ს I კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 402 ა).

დიზაინის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე –  ,,დიზაინი” მობილობის მსურველებისთვის გასაუბრება 2025 წლის 4 თებერვლიდან – 6 თებერვლის ჩათვლით, 12:00 საათზე ჩატარდება (მისამართი: თბილისი; კოსტავას ქუჩა 75, სტუ-ს VIII კორპუსი ; მე-2 სართული; მე-14 აუდიტორია).

ჩათვლილი კრედიტებისა და ამის საფუძველზე განსაზღვრული სასწავლო წლის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი ფაკულტეტი, მობილობის მსურველ პირს აცნობებს არაუგვიანეს 2025 წლის 17 თებერვლისა. 

მობილობის მსურველი ვალდებულია გაეცნოს დასკვნას და იმავე დღეს წერილობით განაცხადოს თანხმობა ან უარი სტუ-ში მობილობით გადმოსვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას წინასწარი გაფრთხილების გარეშე არ განიხილოს საკითხი მისი მობილობის წესით სტუ-ში ჩარიცხვის შესახებ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

საბუთების მიღება და სტუ-ში გადმოსვლასთან დაკავშირებით თანხმობა/ უარის განაცხადის გაკეთება, უნდა მოხდეს პირადად განმცხადებლისგან ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისგან ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობის საფუძველზე.

შენიშვნა: ქვემოთ ჩამოთვლილ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია მიიღება შესაბამისი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაშვების წინაპირობების გათვალისწინებით.

სამაგისტრო პროგრამებზე დაშვების წინაპირობები

N

სამაგისტრო საგამანათლებლო პროგრამა

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1

ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები (რუსულენოვანი)

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაში სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის სფეროში, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის სფეროში (გეოლოგია, გეოფიზიკა, ქიმია)

2

სატყეო საქმე

მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ (01) აგრარული მეცნიერების, (05) მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერების ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს

3

მეცხოველეობა

მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს (სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დეტალური სფეროს მიხედვით: 0831 – “მეთევზეობა”; 0841 – “ვეტერინარია”; 0849 – “ვეტერინარია – არაკლასიფიცირებული”; 0811 – “მემცენარეობა და მეცხოველობა”; 0511 – “ბიოლოგია”, სავალდებულოა ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატის/დოკუმენტის წარმოდგენა

სადოქტორო პროგრამებზე დაშვების წინაპირობები

N

სადოქტორო საგამანათლებლო პროგრამა

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1

მშენებლობა

სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დეტალური სფეროდან:  მშენებლობა და სამოქალაქო სამოქალაქო ინჟინერია

2

სამხედრო ინჟინერია

სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დეტალური სფეროდან: საგანგებო სიტუაციების მართვა.

3

წყლის რესურსების ინჟინერია

სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დეტალური სფეროდან: გარემოსმცოდნეობა; ეკოლოგია

4

ტრანსპორტი

სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ფართო სფეროდან: სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა.

5

მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია

სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ფართო სფეროდან: სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა.

6

საერთაშორისო ურთიერთობები

სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დეტალური სფეროდან: სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტრული მეცნიერებები, სამართალი, საჯარო მმართველობა, უსაფრთხოება და თავდაცვა.

7

ინფორმატიკა

სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს შემდეგი მიმართულებებიდან: „ინფორმატიკა“, „საინჟინრო“, „ზუსტი და საბუნებისმეტყველო“, „ეკონომიკა“.

მათემატიკა

სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ვიწრო სფეროდან: მათემატიკა და სტატისტიკა.

8

მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი

სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ვიწრო სფეროს, „ინჟინერია და საინჟინრო საქმე“, დეტალური სფეროდან: „ელექტრონიკა და ავტომატიზაცია“, „ელექტრობა და ენერგია“, „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდები“, „ინჟინერია და საინჟინრო საქმე – არაკლასიფიცირებული“; ვიწრო სფეროების: „ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიები“, „მათემატიკა და სტატისტიკა“.

9

ბიოსამედიცინო ინჟინერია (ინგლისურენოვანი)

სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ვიწრო სფეროდან:  „ინჟინერია და საინჟინრო საქმე“,“ ჯანდაცვა“, „ბიოლოგიური და მასთან დაკავშირებული მეცნიერებები“ ,  ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიები.

10

ეკონომიკა

სწავლის უფლება აქვს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დეტალური სფეროს – „ეკონომიკა“; „განათლების მეცნიერება“; „პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები“; „სოციალური და ქცევითი მეცნიერებები“; „საბუღალტრო აღრიცხვა და დაბეგვრა“; „ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა“; „მენეჯმენტი და ადმინისტრირება“; „მარკეტინგი და რეკლამა“; „სამართალი“; „სტატისტიკა“; „ტურიზმი“; “მათემატიკა”; „ინფორმატიკა“; „ფილოსოფია“; “ჯანდაცვა და სოციალური კეთილდღეობა“; „ინჟინერია და საინჟინრო საქმე“ შესაბამისი განათლების, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

11

სოციალური მეცნიერებები

სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს   მაგისტრის კვალიფიკაციას ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს (სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ფართო სფეროს: 01 განათლება; 02 ხელოვნება; ჰუმანიტარული მეცნიერებები; 03 სოციალური მეცნიერებები; ჟურნალისტიკა და ინფორმაცია; 04 ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი);

12

თეოლოგია-საქართველოს ეკლესიის ისტორია

სადოქტორო პროგრამზე სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს   მაგისტრის კვალიფიკაციას ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს (სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ფართო სფეროს: 01 განათლება; 02 ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები; 03 სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია; 04 ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი)

სტუ-ში მობილობით ჩარიცხული სტუდენტი აკადემიურ და ფინანსურ ხელშეკრულებას ფაკულტეტთან აფორმებს ბრძანების გამოცემის შემდგომ.  ბრძანება სტუ-ში მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არა უგვიანეს 2025 წლის 1 მარტისა.

„მწვანე ფინანსები: ინვესტიციები მდგრად განვითარებაში“ – სტუ-ში საჯარო ლექცია ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, საუნივერსიტეტო პროექტის – „მწვანე ფინანსები და მასთან დაკავშირებული ინსტრუმენტები“ – ფარგლებში, მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა. 

სტუდენტების წინაშე საჯარო ლექციით – „მწვანე ფინანსები: ინვესტიციები მდგრად განვითარებაში“ – ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მედეა ჭელიძე წარსდგა. საჯარო ლექციას, ასევე, ესწრებოდნენ საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი რატი ბურდიაშვილი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები. 

1 (10).png

როგორც პროფესორმა მედეა ჭელიძემ აღნიშნა, მწვანე ეკონომიკა მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების პროცესში გარემოსდაცვითი გამოწვევების მაქსიმალურად გათვალისწინებას, შესაბამისად, მწვანე ინვესტიციები ხორციელდება ისეთ პროქტებში, რომლებიც ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებისა და გარემოზე ზიანის შემცირებისკენ არის მიმართული. 

მისი თქმით, მსოფლიოში სულ უფრო მზარდია მწვანე ინვესტირება იმ ტიპის პროექტებში, რომლებიც ითვალისწინებს კლიმატის ცვლილების განეიტრალებას, მწვანე ცნობიერების ამაღლებას, ბიომრავალფეროვნებას, ენერგოეფექტურობას, რესურსეფექტურობას, განახლებად ენერგიებს, ჯანდაცვას და სხვა. 

გამომსვლელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მდგრადი დაფინანსებისა და მწვანე ინიციატივებში ინვესტირების შესაძლებლობებზე, ისაუბრა რესურსეფექტური ინვესტიციების შესახებ, რაც სულ მეტად მნიშვნელოვანი და მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის მისი მრავალმხრივ სარგებლიანობიდან გამომდინარე.

მედეა ჭელიძემ სტუდენტებს რესურსეფექტური მწვანე ტექნოლოგიების ეკონომიკურ სარგებელზე ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ საოპერაციო ხარჯების შემცირებასთან ერთად, რესურსეფექტური მწვანე ტექნოლოგიები უზრუნველყოფს პროდუქტის ხარისხის ამაღლებას, წარმადობისა და სანდოობის ზრდას, ამასთან ერთად, დასაქმებულთა სამუშაო პირობებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. 
 
მედეა ჭელიძე, ასევე, შეეხო მწვანე დაფინანსების დადებით გავლენებს კონკურენტუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით, ისაუბრა მცირე და საშუალო ბიზნესის პოზიციონირების გააქტიურებაზე მწვანე მიწოდების ჯაჭვებში, რაც იძლევა ეფექტიან შედეგებს როგორც ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერების, ისე, გარემოსდაცვისა და ჯანდაცვის მიმართულებით უარყოფითი გავლენების შემცირების მხრივ.

საჯარო ლექციის დასასრულს, გამომსვლელმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მწვანე ინვესტირებასთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინა. აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის შემდეგ ახალგაზრდებმა მსგავსი შეხვედრების რეგულარულად გამართვის სურვილი გამოთქვეს. 

სტუ სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

  • ამინდის პროგნოზირების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების მოდელირების განყოფილება: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 2 (0,5 საშტატო ერთეული)
  • წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზირების განყოფილება: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1 (0,5 საშტატო ერთეული)

განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 17 მარტიდან – 19 მარტის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 150გ, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, პასუხისმგებელი პირი ნაილი კაპანაძე, ტელ: 555 48 84 09, 032 295 10 47, 032 265 03 22.

კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 21 მარტს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2025 წლის 21 მარტს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე.

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2025 წლის 26 მარტის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე.

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით; 

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.

III. კონკურსის ჩატარების წესი

  • კონკურსი ჩატარდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ,,ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე;
  • საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;
  • კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Support

Why are you writing to us?