სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის საბჭოს განცხადება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის საბჭოს განცხადება სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების 22-ე მუხლის, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების, 27-ე და 28-ე მუხლების შესაბამისად, უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის საბჭოს 2025 წლის 17 თებერვლის სხდომაზე (სხდომის ოქმი №2) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე,
1. დიზაინის საერთაშორისო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად დაინიშნოს არჩევნები 2025 წლის 12 მარტს.
2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა სკოლის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით.
3. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;
ბ) გააჩნია მუშაობის არა ნაკლებ 5 წლის გამოცდილება;
გ) კანდიდატს მოეთხოვება:
- ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის მიერ შემუშავებული ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების ცოდნა ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში.
- ABET (Accreditation Board for Engineering and Technology)-ის აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების ცოდნა;
- სახელმწიფო ენის ცოდნა (სასურველია უცხო ენის ცოდნა);
- განათლების სფეროში ხარისხის მართვის პრინციპების ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების – MS Office-ის ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი;
შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“.
- „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულებისას სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის მინიჭების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისა და აღიარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №18 დადგენილება;
- „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება;
- „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება;
- „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 04 იანვრის №3 ბრძანება;
- „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანება;
- „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №121/ნ ბრძანება;
- პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 28 დეკემბრის №120/ნ ბრძანება;
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტები:
- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები;
- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქცია;
- საქართველოსტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, შეფასების და განვითარების წესი;
- სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) განხილვისა და დამტკიცების წესი; სასწავლო კურსის (საგნის) კოდის მინიჭების წესი;
- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მაგისტრატურის დებულება; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულება; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულება;
- სხვა შიდა საუნივერსიტეტო დოკუმენტები.
4. კანდიდატებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა შეიტანონ 2025 წლის 26 თებერვლიდან 05 მარტის ჩათვლით დიზაინის საერთაშორისო სკოლის საარჩევნო კომისიაში – თბილისი, კოსტავას 77 , სტუ-ს N8 კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი №3. განცხადებები მიიღება 10 საათიდან 17 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა.
5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;
ბ) ცნობა ტექნიკურ უნივერსიტეტში დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
გ) ინფორმაცია განათლების, შრომითი გამოცდილების, აკადემიური ხარისხის თაობაზე;
დ) სამოქმედო გეგმა;
ე) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან მის შესაბამისობას.
6. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა სკოლის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ მიზნით მან განცხადება უნდა შეიტანოს უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტში 2025 წლის 22 თებერვლამდე. პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.
7. კანდიდატთა მიერ სამოქმედო გეგმის საჯაროდ წარდგენა სკოლის საბჭოში დაინიშნოს 2025 წლის 11 მარტს.
Related
V. Chavchanidze Institute of Cybernetics announces a competition for scientific positions
The Scientific Council of the Vladimer Chavchanidze Institute of Cybernetics of the Georgian Technical University announces an open competition for...
Georgian State Electrosystem invites students and graduates of the Power engineering to an open day
On May 21st, at 12:00, the Georgian State Electrosystem invites students and graduates of the Faculty of Power Engineering to...
“Energy Open Space” – A new project has been launched at the Faculty of Power Engineering
A new educational and scientific project – “Energy Open Space” – has been launched at the Faculty of Power Engineering...
Registration for spring admission professional education programs has begun
Registration for spring admission professional education programs for the 2026 academic year at the Georgian Technical University began on May...
GTU Rector – Let us ask the Virgin Mary to give us strength, so that our choice in the future will become a source of goodness, peace, and development for Georgia
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates his colleagues and students on the Day of the...
GTU Rector – May God bless Your Holiness, the Georgian Church, and all of Georgia
On behalf of the university community, Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates the Georgian Orthodox Church,...