სტუ-ის რექტორმა ექვს პროფესორს ოქროს მედალი გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, ჰესების სადაწნეო სისტემებში მიმდინარე გარდამავალი ჰიდრავლიკური პროცესების, ჰიდროენერგეტიკული გაანგარიშებების, ჰიდროეკოლოგიის, ჰესების ტექნიკური მდგომარეობის, ასევე, მაგისტრალური მილსადენების და მათი საიმედო და ეფექტური ექსპლუატაციის, ხანგამძლეობისა და ენერგოდაზოგვის ექსპერტს, 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 7 სახელმძღვანელოს ავტორს, პროფესორ ლენა შატაკიშვილს, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, 159 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიის, 8 სახელმძღვანელოს ავტორს, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, 40-ზე მეტი სტატიისა და 5 სახელმძღვანელოს ავტორს, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილს, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, 100-ზე მეტი ნაშრომისა და 5 სახელმძღვანელოს ავტორს, პროფესორ ანზორ აბშილავას, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანს, 20-ზე მეტი არქიტექტურული პროექტის, 60-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, ერთი მონოგრაფიის და 9 მეთოდური მითითების ავტორს, პროფესორ ნინო იმნაძეს და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 6 სახელმძღვანელოს ავტორს ვანო ჭიაურელს უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა „ოქროს მედალი“ ლენა შატაკიშვილს, რუსუდან ქუთათელაძეს და ივანე ჯაგოდნიშვილს აკადემიური საბჭოს სხდომაზე გადასცა.
როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, მათ არაერთი ღირსეული თაობა აღზარდეს და უდიდესი წვლილი მიუძღვით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში.
„უნივერსიტეტის წინაშე ლენა შატაკიშვილის, რუსუდან ქუთათელაძის, ნინო იმნაძის, ივანე ჯაგოდნიშვილის, ანზორ აბშილავას და ვანო ჭიაურელის დამსახურების გათვალისწინებით, აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მეცნიერისთვის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო – ოქროს მედალი მიენიჭებინა. საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ვულოცავ ჩვენს კოლეგებს ამ საპატიო ჯილდოს და ვუსურვებ წარმატებას სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობაში, მშობლიური უნივერსიტეტისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში სტუ-ის რექტორმა.
ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებული ჯილდო – „ოქროს მედალი”, ქართველი და უცხოელი მეცნიერებს გადაეცემა უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის. დაჯილდოებულ პირს, ჯილდოს და შესაბამის მოწმობას საზეიმოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გადასცემს.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...