სტუ-ის ლიეტუვური ენის შემსწავლელ კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრში ლიეტუვური ენის შემსწავლელ კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს. კურსი უფასოა და მისი გავლა ნებისმიერი უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტს შეუძლია. 

აღნიშნული კურსი, ენის დაუფლებასთან ერთად, გაძლევთ შესაძლებლობას, შეისწავლოთ ლიეტუვური კულტურა და ისტორია.

ასევე, სრული დაფინანსებით გაემგზავროთ საზაფხულო სკოლებში, გაცვლით პროგრამებსა თუ კონფერენციებზე. 

  • კურსის დასაწყისი: 2 ოქტომბერი 
  • ლექციების განრიგი: ორშაბათს და ოთხშაბათს, 15:00 საათზე 
  • რეგისტრაციის ბოლო დღე: 27 სექტემბერი 

სტუ-ში, დანტე ალიგიერის საზოგადოების დაფინანსებით, იტალიური ენის უფასო კურსები გრძელდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი „დანტეს კაბინეტი“, დანტე ალიგიერის  საზოგადოების საერთაშორისო ქსელის რომის სათავო ოფისის დაფინანსებით, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, 2024-2025 სასწავლო წელს უფასოდ შეისწავლონ იტალიური ენა. 

საერთაშორისო პროექტი დანტე ალიგიერის საზოგადოებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობით ხორციელდება. 

იტალიური ენის უფასო კურსები, ძირითადად, განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურს იტალიური ენის შესწავლა შემდეგი მიზნებით:

  • იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება;
  • Erasmus+ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება;
  • კურსის ბოლოს, გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში, ADA-ს (დანტე ალიგიერის საზოგადოების ატესტატის) მიღება;
  • იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის PLIDA-ს მიღება.

პროექტი – „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე „დანტეს კაბინეტის“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, სტუ-ის სტუდენტებისთვის იტალიური ენის ინტერდისციპლინური სწავლების შეთავაზება“ – 2022 წელს დაიწყო და მეორე ციკლის სახით გაგრძელდება 2024-2025 სასწავლო წლის მანძილზე, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის მიერ საგრანტო პროექტში მოპოვებული დაფინანსების ფარგლებში. 

პროექტი ითვალისწინებს იტალიური ენის შესწავლას კომპეტენციის A1–A2 დონეზე 2 სემესტრის განმავლობაში. უფასო კურსებზე, კონკურსის წესით, ჩარიცხულ 90 მსმენელს (სტუდენტს და/ან თანამშრომელს) საშუალება ეძლევა, გახდეს როგორც დანტე ალიგიერის საზოგადოების მსოფლიო ქსელის ბარათის მფლობელი წევრი, ისე, ქვეყნიდან გაუსვლელად, იტალიური ენის საერთაშორისო კურსის ADA-ს მსმენელი.

იტალიური ენის უფასო კურსზე მსმენელების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის წესით, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს ან თანამშრომელს (მაქსიმუმ 15 თანამშრომელი).

იტალიური ენის უფასო კურსები ჩატარდება ჰიბრიდული სწავლების მეთოდით, რაც მსმენელებს საშუალებას მისცემს შეისწავლონ იტალიური ენა როგორც ონლაინ, ასევე, სააუდიტორიო სივრცეში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროექტის პირველი და მეორე ციკლთან დაკავშირებით:

ვინაიდან, საგრანტო პროექტის ფარგლებში, სტუ-ის 90 მსმენელისთვის (სტუდენტი ან თანამშრომელი) შეთავაზებულია იტალიური ენის უფასო სწავლების მეორე ციკლი, კონკურსში ხელახლა მონაწილეობის და A2-B1 დონეზე სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცემათ იმ მსმენელებსაც, რომლებიც 2022-2023 სასწავლო წელს პროექტის პირველი ციკლის გავლის შემდეგ უკვე ფლობენ იტალიურ ენას A1 დონეზე (მაქსიმუმ 15 მსმენელი, სტუ-ის სტუდენტი ან თანამშრომელი).

იტალიური ენის შესწავლის მსურველები კონკურსში მონაწილეობის პირობების დეტალურად გაცნობასა და კურსზე რეგისტრაციას შეძლებენ ბმულზე: იხილეთ აქ.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 5 ოქტომბერი.

დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე, შესაძლებელია შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე:

სამაგისტრო პროგრამებზე დამატებითი მიღების გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების საფაკულტეტო დოკუმენტები (2024/2025)

.pdf-lightbox {
position: fixed;
top: 50%;
left: 50%;
transform: translate(-50%, -50%);
width: 60%;
height: 80%;
background: #fff;
z-index: 99999;
display: none;
}

.lightbox-overlay {
position: fixed;
top: 0;
left: 0;
width: 100%;
height: 100%;
background: rgba(0, 0, 0, 0.5);
z-index: 9999;
display: none;
}

.pdf-container {
width: 100%;
height: 100%;
display: flex;
flex-direction: column;
}

.pdf-frame {
flex: 1;
border: none;
}
სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024/2025 სასწ. წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე დამატებითი მიღების გამოცდების კოეფიციენტებით: რანჟირების საფაკულტეტო დოკუმენტები

სამშენებლო ფაკულტეტი

ენერგეტიკის ფაკულტეტი

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი

სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი

აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი

სტუ-ის სტუდენტებმა გომბორის სასწავლო ცენტრში სამხედრო ტრენინგები გაიარეს

სტუ-ის სტუდენტებმა, 16-დან 20 სექტემბრის ჩათვლით, „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ მიერ ორგანიზებულ, სამხედრო-სასწავლო ღონისძიების გომბორის სასწავლო ცენტრში, ტრენინგები გაიარეს. 

გომბორის სასწავლო ცენტრში მოხალისეები გადიან სპეციალურ მომზადებას უნიკალურ და მოთხოვნად სპეციალობებში; ასევე ესწრებიან ლექციებს შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის, გეოპოლიტიკის, სამხედრო ისტორიის, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციებისა და მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების შესახებ.

გადიან სწავლებას საცეცხლე ოპერაციებსა და სროლაში, სახმელეთო ნავიგაციასა და საინჟინრო მომზადებაში; აქვთ შესაძლებლობა დაესწრონ სპეციალურ კურსს პირველად სამედიცინო დახმარებაზე, საგანგებო სიტუაციებში რეაგირებასა და კავშირგაბმულობაზე. სწავლობენ საველე მომზადებას, ექსტრემალურ ვითარებაში თვითგადარჩენის ხერხებსა და მეთოდებზე. 

მოხალისე სტუდენტებისთვის ცენტრში უზრუნველყოფილია კომფორტული და კარგად აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, ამიტომ თავისუფალ დროს ტერიტორიაზევე აქვთ დასვენების, სპორტული აქტივობისა და გართობის შესაძლებლობა. 

გომბორის სასწავლო ცენტრის შემდგომ ნაკადში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს, რეგისტრაციისთვის შეუძლიათ მიმართონ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასა და სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს, ისე ფაკულტეტების სტუდენტურ თვითმმართველობებს. ასევე შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

ცნობისათვის, გომბორის სასწავლო ცენტრი თავდაცვის სამინისტროსთან არსებული ორგანიზაციაა, რომელიც 2023 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა და გენერალთა კლუბმა ერთობლივად დააფუძნა. 

სასწავლო ცენტრი ემყარება თავდაცვის კოდექსის XVII თავს – „თავდაცვის სფეროში მოხალისეობა“ (საქართველოს კანონი).

სასწავლო ცენტრის მიზანია, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ნებაყოფლობით საწყისებზე, აქტიური და მოტივირებული მოქალაქეების არაპოლიტიკური სტრუქტურირებული ერთობის შექმნა.

სტუ-ის სტუდენტები Foresight Investment Group-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„საინტერესო შეხვედრა იყო, საინტერესო თემატიკით. რაც მთავარია, ახალგაზრდებს, ჩვენს სტუდენტებს, თავიანთ სფეროში მომავალ პროფესიონალებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ სიახლეებს და ამავდროულად, ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების განვითარების მიმართულებით ჩამოეყალიბებინათ სპეციფიკური კონცეფცია, დაესვათ კვალიფიციური კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის” წარმომადგენლებთან სტუდენტების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

Foresight Investment Group-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ლავრენტი გუდავაძე, ფაკულტეტების დეკანები და სტუდენტები. 

შიდა-1.png

 გაცნობით ხასიათის შეხვედრა რექტორმა გახსნა. როგორც დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, რეფორმები და სიახლეები საქართველოს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი პირობაა. 

“კაპიტალის წყაროების დივერსიფიცირება და საბანკო სექტორზე დამოკიდებულების შემცირება მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც საზოგადოების ნებისმიერ წევრს ეხება და მოითხოვს სიფრთხილეს, რისკების გათვლას. „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის” წარმომადგენლებმა გაგვაცნეს პროდუქტი, რომელსაც ისინი ოთხი წელია ქმნიან და რომელიც ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში აპრობირებულია.

ეს არის, მე ვიტყოდი, აქტივების მართვის ხელოვნება. ცნობილია, რომ დღეს მსოფლიოში აქტივების მმართველი კომპანიები, ძირითადად, საინვესტიციო ფონდების პორტფელის მართვას ახორციელებენ. მაგალითად, ფართოდ არის გავრცელებული საპენსიო ფონდების აქტივების მართვა აქტივების მმართველი კომპანიის მიერ. აქტივების მმართველი კომპანიის უპირატესობა კი არის მისი ექსპერტიზა და საინვესტიციო საქმიანობის ცოდნა.

შესაბამისად, გარკვეული ფინანსური რესურსების მფლობელებს ურჩევნიათ, მომსახურებისთვის გარკვეული თანხა გადაიხადონ და აქტივების მართვა გამოცდილ კომპანიებს მიანდონ, განახორციელონ ინვესტიციები, რასაც მათი კლიენტები ინდივიდუალურად ვერ შეძლებდნენ. ეს საქართველოსთვის სიახლეა. სწორედ ამ და სხვა საკითხებზე იყო „ფორსაითის“ წამომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან. ვთვლი, რომ შეხვედრა ძალიან საინტერესო ფორმატში ჩატარდა“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

„ფორსაით ჯგუფის“ უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა რატი მორჩილაძემ დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის ისტორია, სამოქმედო გეგმა გააცნო და კითხვებს გასცა პასუხები. 

სტუ-ში ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დღე აღინიშნა. ცენტრს დაარსებიდან 46 წელი შეუსრულდა. 

ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნად ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი, თამარ ლომინაძე, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი ზაზა ბუაჩიძე ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, დარგის სპეციალისტები და სტუდენტები ეწვივნენ. 

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა და ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორ ზურაბ ლომსაძეს და მეცნიერ-თანამშრომლებს ინსტიტუტის დაარსების დღე მიულოცა. 

თამარ ლომინაძის განცხადებით, ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი 1978 წელს დაარსდა და მას შემდეგ ემსახურება მეტად მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებას. ცენტრის პრიორიტეტული სამეცნიერო-კვლევით მიმართულებაა ქვეყნის ბუნებრივ-რესურსული – მიწის, წყლის, ტყის, სასარგებლო წიაღისეულის, ენერგეტიკული, საკურორტო-რეკრეაციული, ტურისტული და ადამიანური – პოტენციალის შესწავლა, კერძოდ – ანალიზი, შეფასება და მისი რაციონალური, კომპლექსური გამოყენების გრძელვადიანი პერსპექტივების განსაზღვრა.

შიდა-შეხვედრა.png

„ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ ცენტრს 46 წლის წინათ ჩაეყარა საფუძველი. 2018 წლიდან კი აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას სახელი მიენიჭა.

სხვადასხვა დროს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: ირაკლი მიქელაძე, ფერდინანდ თავაძე, გიორგი ციციშვილი, ვახტანგ გომელაური, იოსებ ბუაჩიძე, ოთარ ნათიშვილი, ვასილ გულისაშვილი.

აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გივი სვანიძე, საინჟინრო აკადემიის წევრი თამარ ჯანელიძე; პროფესორები: პეტრე ჟღენტი, ირაკლი ზურაბიშვილი, ელიზბარ ცისკარიშვილი, ბორის დემეტრაძე. დღეს აქ მოღვაწეობენ მეცნიერები, მკვლევრები, რომელთა ცნობადობა დიდი ხნის წინ გასცდა საქართველოს ფარგლებს.

ისინი, ქვეყნის წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიურ პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით, იკვლევენ საქართველოს რესურსულ პოტენციალსა და საწარმოო ძალებს და ამ მიმართულებით რაციონალური, ეფექტიანი გამოყენების რეგიონული და დარგობრივი ასპექტების ანალიზს აკეთებენ, სათანადო რეკომენდაციების შეიმუშავებენ.

ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იმ ფონზე, როცა რესურსების სახეობათა მარაგები, მათზე მოთხოვნილება და მოპოვება-ათვისების პროცესები მუდმივ დინამიკაშია, იცვლება სივრცესა და დროში. ვულოცავ საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის ყველა თანამშრომელს დღევანდელ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მეცნიერებს ცენტრის დაარსებიდან 46-ე წლისთავი მიულოცა ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა. როგორც მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, ცენტრში მაღალკვალიფიციური და მაღალრეიტინგული მეცნიერები მუშაობენ, რომელთაგან ოთხს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე აქვს ხელი მოწერილი.

„ეს არის დიდი ტრადიციებისა და გამოცდილების სასწავლო-კვლევითი ცენტრი, რომლის არსებობის გარეშე მიწის, ტყის, სასარგებლო წიაღისეულის, ბუნებრივ-რეკრეაციული, ჰიდრო, მზის, ქარის, გეოთერმული წყლებისა და სათბობ-ენერგეტიკული რესურსების კვლევა შეუძლებელი იქნებოდა. აქ გამოიცა დარგისთვის ისეთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოები, როგორიცაა: „საქართველოს მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის გრძელვადიანი კომპლექსური პროგრამა“, „საქართველოს ბუნებრივი რესურსები და მათი გამოყენების პრობლემები“, ნაშრომთა ციკლი – საქართველოს რეგიონების ბუნებრივი რესურსების შესახებ (13 ტომი), რომლებშიც ასახულია ქვეყნის ბუნებრივი რესურსების პრობლემების კვლევის შედეგები რეგიონულ ჭრილში, რამაც ნათლად წარმოაჩინა მხარეთა ისტორიულად და ადმინისტრაციულად გამიჯნულ ტერიტორიებზე ბუნებრივ სიმდიდრეთა პოტენციალი და მისი გამოყენების თავისებურებანი, „საქართველოს ბუნებრივი რესურსები“ ორ ტომად და ა.შ.; წარმატებებს ვუსურვებ ცენტრს ამ მეტად საჭირო საქმიანობაში“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.

დამსწრე საზოგადოების წინაშე საანგარიშო პერიოდის მიმოხილვით წარდგა ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დირექტორი, ზურაბ ლომსაძე. მისი თქმით, ცენტრის მეცნიერთა თანაავტორობით გამოქვეყნებულია 151 სამეცნიერო სტატია. მათ მიერ მომზადდა და გამოიცა 14 სახელმძღვანელო. ცენტრის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს 102 საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციაში. 

„ვულოცავ კოლეგებს ცენტრის დაარსების 46-ე წლისთავს, წარმატებებს ვუსურვებ მათ და მადლობას მოვახსენებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, რომელმაც ჩვენი ცენტრის საქმიანობას უფრო შთამბეჭდავი და ეფექტური ელფერი მისცა. სწორედ მისი მხარდაჭერით მომზადდა ლექციათა კურსები – „რესურსების გამოყენების ეკონომიკური პოლიტიკა“ და „რესურსმცოდნეობა“, რომელიც მალე დაინერგება სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე. დარწმუნებული ვარ, წინ ბევრი წარმატება გველის“, – განაცხადა ცენტრის დირექტორმა.

ღონისძიების დასასრულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის ღვაწლმოსილი მეცნიერები ქეთევან მახარაძე და თამაზ პატარქალიშვილი. 

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა 2024/25 სასწავლო წელი ახალი საგანმანათლებლო პროგრამებით დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი 2024-2025 სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლეებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით ხვდება.

წელს პირველად განხორციელდა მიღება ორ ახალ პროგრამაზე – ბაკალავრიატის „კომპიუტერული საინფორმაციო ტექნოლოგიები” და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „ინფორმაციული ტექნოლოგიები ბირთვულ ინჟინერიაში“. 

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა მიიღო 533 ახალი, მათ შორის, 21 საერთაშორისო სტუდენტი, ხოლო მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამებზე – 170 მაგისტრანტი და 38 დოქტორანტი.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, ფაკულტეტი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სტუდენტების პრაქტიკულ და ტექნოლოგიურ განვითარებაზე.

„პირველკურსელებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ სტაჟირების პროგრამაში, რომელიც ტარდება ფაკულტეტის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიებში, რაც სტუდენტებს რეალურ, ინოვაციურ პროექტებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. ეს კი თავის მხრივ პრაქტიკული გამოცდილების მიღების საწინდარია.

ამასთან, 16 სექტემბერს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლას გერმანიაში, ნიურნბერგის ომის სახელობის უნივერსიტეტში შეძლებენ. ასევე, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და მკვლევარები ჩაერთვებიან სამეცნიერო კვლევით პროექტებში, რაც გააძლიერებს საერთაშორისო თანამშრომლობასა და კვლევების ინტეგრაციას.

წლის განმავლობაში ფაკულტეტი გეგმავს მრავალ სამეცნიერო-პრაქტიკულ ღონისძიებას, მათ შორის, კონფერენციებს, ჰაკათონებსა და ფორუმებს, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვასა და საერთაშორისო კავშირების გამყარებას.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფორმაციული ტექნოლოგიების თანამედროვე გამოწვევებსა და მიღწევებს, რაც აქტუალურია როგორც ლოკალური, ისე გლობალური ტექნოლოგიური განვითარებისთვის.

ფაკულტეტი განსაკუთრებული ინტერესით ელოდება 7-8 ოქტომბერს დაგეგმილ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას „ICT in Life 2024“, რომელიც შეეხება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებსა და მათ გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ასევე, 1-2 ნოემბერს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, დრეზდენის გამოყენებათა მეცნიერებათა უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივად ატარებენ საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენციას „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2024”, – აცხადებს დეკანი. 
 
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი აქტიურადაა ჩართული ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებაში. 

სამაგისტრო პროგრამებზე დამატებითი მიღების უცხო ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით (2024/2025)

.pdf-lightbox {
position: fixed;
top: 50%;
left: 50%;
transform: translate(-50%, -50%);
width: 60%;
height: 80%;
background: #fff;
z-index: 99999;
display: none;
}

.lightbox-overlay {
position: fixed;
top: 0;
left: 0;
width: 100%;
height: 100%;
background: rgba(0, 0, 0, 0.5);
z-index: 9999;
display: none;
}

.pdf-container {
width: 100%;
height: 100%;
display: flex;
flex-direction: column;
}

.pdf-frame {
flex: 1;
border: none;
}
სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024/2025 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე დამატებითი მიღების უცხო ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით:

სამაგისტრო პროგრამა – „მშენებლობა“

სამაგისტრო პროგრამა – „მშენებლობის მენეჯმენტი“

სამაგისტრო პროგრამა – „ ტრანსპორტი“

სამაგისტრო პროგრამა – „სამართალი“

სამაგისტრო პროგრამა – „საერთაშორისო ურთიერთობები“

სამაგისტრო პროგრამა – „ინფორმატიკა“

სამაგისტრო პროგრამა – „ კომპიუტერული სისტემები და ქსელური ტექნოლოგიები“

სამაგისტრო პროგრამა – „საჯარო მმართველობა“

სამაგისტრო პროგრამა  – „საბანკო პროცესების მართვა“

სამაგისტრო პროგრამა – „სასტუმრო მომსახურების მართვა“ 

სამაგისტრო პროგრამებზე დამატებითი მიღების სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგები ფაკულტეტების მიხედვით აპელაციის გათვალისწინებით (2024/2025)

.pdf-lightbox {
position: fixed;
top: 50%;
left: 50%;
transform: translate(-50%, -50%);
width: 60%;
height: 80%;
background: #fff;
z-index: 99999;
display: none;
}

.lightbox-overlay {
position: fixed;
top: 0;
left: 0;
width: 100%;
height: 100%;
background: rgba(0, 0, 0, 0.5);
z-index: 9999;
display: none;
}

.pdf-container {
width: 100%;
height: 100%;
display: flex;
flex-direction: column;
}

.pdf-frame {
flex: 1;
border: none;
}
სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024/2025 სასწ. წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე დამატებითი მიღების სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგები, აპელაციის გათვალისწინებით, ფაკულტეტების მიხედვით:

სამშენებლო ფაკულტეტი

ენერგეტიკის ფაკულტეტი

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი

სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი

აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი

სამაგისტრო პროგრამებზე დამატებითი მიღების უცხო ენის გამოცდის შედეგები 2024/2025 სასწავლო წლისათვის

.pdf-lightbox {
position: fixed;
top: 50%;
left: 50%;
transform: translate(-50%, -50%);
width: 60%;
height: 80%;
background: #fff;
z-index: 99999;
display: none;
}

.lightbox-overlay {
position: fixed;
top: 0;
left: 0;
width: 100%;
height: 100%;
background: rgba(0, 0, 0, 0.5);
z-index: 9999;
display: none;
}

.pdf-container {
width: 100%;
height: 100%;
display: flex;
flex-direction: column;
}

.pdf-frame {
flex: 1;
border: none;
}
სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024/2025 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე დამატებითი მიღების უცხო ენის გამოცდის შედეგები:

სამაგისტრო პროგრამა – „მშენებლობა“

სამაგისტრო პროგრამა – „მშენებლობის მენეჯმენტი“

სამაგისტრო პროგრამა – „ ტრანსპორტი“

სამაგისტრო პროგრამა – „სამართალი“

სამაგისტრო პროგრამა – „საერთაშორისო ურთიერთობები“

სამაგისტრო პროგრამა – „ინფორმატიკა“

სამაგისტრო პროგრამა – „ კომპიუტერული სისტემები და ქსელური ტექნოლოგიები“

სამაგისტრო პროგრამა – „საჯარო მმართველობა“

სამაგისტრო პროგრამა  – „საბანკო პროცესების მართვა“

სამაგისტრო პროგრამა – „სასტუმრო მომსახურების მართვა“ 

Support

Why are you writing to us?