სტუ-ში ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დღე აღინიშნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დღე აღინიშნა. ცენტრს დაარსებიდან 46 წელი შეუსრულდა.
ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნად ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი, თამარ ლომინაძე, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი ზაზა ბუაჩიძე ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, დარგის სპეციალისტები და სტუდენტები ეწვივნენ.
ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა და ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორ ზურაბ ლომსაძეს და მეცნიერ-თანამშრომლებს ინსტიტუტის დაარსების დღე მიულოცა.
თამარ ლომინაძის განცხადებით, ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი 1978 წელს დაარსდა და მას შემდეგ ემსახურება მეტად მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებას. ცენტრის პრიორიტეტული სამეცნიერო-კვლევით მიმართულებაა ქვეყნის ბუნებრივ-რესურსული – მიწის, წყლის, ტყის, სასარგებლო წიაღისეულის, ენერგეტიკული, საკურორტო-რეკრეაციული, ტურისტული და ადამიანური – პოტენციალის შესწავლა, კერძოდ – ანალიზი, შეფასება და მისი რაციონალური, კომპლექსური გამოყენების გრძელვადიანი პერსპექტივების განსაზღვრა.

„ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ ცენტრს 46 წლის წინათ ჩაეყარა საფუძველი. 2018 წლიდან კი აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას სახელი მიენიჭა.
სხვადასხვა დროს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: ირაკლი მიქელაძე, ფერდინანდ თავაძე, გიორგი ციციშვილი, ვახტანგ გომელაური, იოსებ ბუაჩიძე, ოთარ ნათიშვილი, ვასილ გულისაშვილი.
აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გივი სვანიძე, საინჟინრო აკადემიის წევრი თამარ ჯანელიძე; პროფესორები: პეტრე ჟღენტი, ირაკლი ზურაბიშვილი, ელიზბარ ცისკარიშვილი, ბორის დემეტრაძე. დღეს აქ მოღვაწეობენ მეცნიერები, მკვლევრები, რომელთა ცნობადობა დიდი ხნის წინ გასცდა საქართველოს ფარგლებს.
ისინი, ქვეყნის წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიურ პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით, იკვლევენ საქართველოს რესურსულ პოტენციალსა და საწარმოო ძალებს და ამ მიმართულებით რაციონალური, ეფექტიანი გამოყენების რეგიონული და დარგობრივი ასპექტების ანალიზს აკეთებენ, სათანადო რეკომენდაციების შეიმუშავებენ.
ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იმ ფონზე, როცა რესურსების სახეობათა მარაგები, მათზე მოთხოვნილება და მოპოვება-ათვისების პროცესები მუდმივ დინამიკაშია, იცვლება სივრცესა და დროში. ვულოცავ საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის ყველა თანამშრომელს დღევანდელ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მეცნიერებს ცენტრის დაარსებიდან 46-ე წლისთავი მიულოცა ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა. როგორც მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, ცენტრში მაღალკვალიფიციური და მაღალრეიტინგული მეცნიერები მუშაობენ, რომელთაგან ოთხს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე აქვს ხელი მოწერილი.
„ეს არის დიდი ტრადიციებისა და გამოცდილების სასწავლო-კვლევითი ცენტრი, რომლის არსებობის გარეშე მიწის, ტყის, სასარგებლო წიაღისეულის, ბუნებრივ-რეკრეაციული, ჰიდრო, მზის, ქარის, გეოთერმული წყლებისა და სათბობ-ენერგეტიკული რესურსების კვლევა შეუძლებელი იქნებოდა. აქ გამოიცა დარგისთვის ისეთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოები, როგორიცაა: „საქართველოს მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის გრძელვადიანი კომპლექსური პროგრამა“, „საქართველოს ბუნებრივი რესურსები და მათი გამოყენების პრობლემები“, ნაშრომთა ციკლი – საქართველოს რეგიონების ბუნებრივი რესურსების შესახებ (13 ტომი), რომლებშიც ასახულია ქვეყნის ბუნებრივი რესურსების პრობლემების კვლევის შედეგები რეგიონულ ჭრილში, რამაც ნათლად წარმოაჩინა მხარეთა ისტორიულად და ადმინისტრაციულად გამიჯნულ ტერიტორიებზე ბუნებრივ სიმდიდრეთა პოტენციალი და მისი გამოყენების თავისებურებანი, „საქართველოს ბუნებრივი რესურსები“ ორ ტომად და ა.შ.; წარმატებებს ვუსურვებ ცენტრს ამ მეტად საჭირო საქმიანობაში“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.
დამსწრე საზოგადოების წინაშე საანგარიშო პერიოდის მიმოხილვით წარდგა ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დირექტორი, ზურაბ ლომსაძე. მისი თქმით, ცენტრის მეცნიერთა თანაავტორობით გამოქვეყნებულია 151 სამეცნიერო სტატია. მათ მიერ მომზადდა და გამოიცა 14 სახელმძღვანელო. ცენტრის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს 102 საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციაში.
„ვულოცავ კოლეგებს ცენტრის დაარსების 46-ე წლისთავს, წარმატებებს ვუსურვებ მათ და მადლობას მოვახსენებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, რომელმაც ჩვენი ცენტრის საქმიანობას უფრო შთამბეჭდავი და ეფექტური ელფერი მისცა. სწორედ მისი მხარდაჭერით მომზადდა ლექციათა კურსები – „რესურსების გამოყენების ეკონომიკური პოლიტიკა“ და „რესურსმცოდნეობა“, რომელიც მალე დაინერგება სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე. დარწმუნებული ვარ, წინ ბევრი წარმატება გველის“, – განაცხადა ცენტრის დირექტორმა.
ღონისძიების დასასრულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის ღვაწლმოსილი მეცნიერები ქეთევან მახარაძე და თამაზ პატარქალიშვილი.
Related
GTU Rector Expresses Condolences on the Passing of Paata Natsvlishvili
David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University and Academician, on behalf of the university community, expresses deep sorrow over the...
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...