სტუ-ში, პროექტის – „ქალთა ტექჰაბი“ – ფარგლებში, ინოვაციური იდეების კონკურსი გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექჰაბი“ (Advancing Gender Diversity in Engineering – The Women’s Tech Hub) ფარგლებში, „სტუ-ის ინოვაციური იდეების კონკურსი – 2024“ გაიმართა. 

„ქალთა ტექჰაბის“ შემაჯამებელ ღონისძიებას სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტმა უმასპინძლა.

კონკურსის ფინალურ ეტაპზე სტუ-ის სტუდენტებმა 12 ბიზნესიდეა წარადგინეს: PetMall; Mountain; Women,s Relax House; სამხატვრო სკოლა-სტუდია; Raritia; Martvili Resort; MILA -სარეკლამო კომპანია; Music Art House – მულტიმუსიკალური სტუდია; Easy Way; Healthyfit; ბაგა-ბაღი „წიგნიერი“; ლეღვის წარმოება.

in-_2_ (1).png

საკონკურსო ჟიურიმ, შესაბამის კრიტერიუმებზე დაყრდნობით, წარმოდგენილ სტუდენტურ პროექტებს შორის სამი საუკეთესო ბიზნესიდეა გამოავლინა.

ჟიურიმ I ადგილი მიაკუთვნა პროექტს – PETMALL, რომლის ავტორია ჯგუფი – ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტ გვანცა დავითაიას და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტების – ნათია ბერუაშვილის, სოფო ამაღლობელისა და მარიამ გუგულაშვილის შემადგენლობით.

 II ადგილი მოიპოვა პროექტმა – ,,Music Art House”- მულტი მუსიკალური სტუდია“, რომლის ავტორები არიან არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები მარიამ ნოსელიძე, საბა ბასიაშვილი და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტი ნინი ქიბროწაშვილი.

III ადგილზე გავიდა ბიზნესიდეა – “Raritia”, რომელიც სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტ რუსუდან ლომიძეს ეკუთვნის. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციური იდეების კონკურსში გამარჯვებული სამეწარმეო იდეებისთვის პროექტით განსაზღვრული საპრიზო ფონდი 600 დოლარს (ეკვივალენტი ლარში) შეადგენდა. პროექტის ორგანიზატორებმა პირველი ადგილის მფლობელს 300 დოლარი გადასცეს, მეორე ადგილზე გასულს – 200 დოლარი, მესამე ადგილზე კი – 100 დოლარი.

საუნივერსიტეტო პროექტს – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექჰაბი“, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება, კოოორდინაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი უწევს.

როგორც ოფისის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე აღნიშნავს, პროექტ „ქალთა ტექჰაბის“ მიზანი ინჟინერიაში ქალების როლის ზრდა და მათი კარიერული განვითარებაა. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სხვადასხვა ფაკულტეტეტის დაინტერესებული სტუდენტებისთვის ჩატარდა სასწავლო კურსები ზოგად მენეჯმენტში, მარკეტინგულ კომუნიკაციებსა და PR ტექნოლოგიებში, გრაფიკულ დიზაინში, ვებტექნოლოგიებსა და WordPress დეველოპმენტში, ასევე, პრაქტიკულ მეწარმეობაში. მისი თქმით, პროექტის ეგიდით გაიმართა „მეწარმეობის დღესთან“ დაკავშირებული შემაჯამებელი ინტერაქტიური სემინარი. 

„დარწმუნებული ვართ, პროექტის ფარგლებში შექმნილი საუნივერსიტეტო კარიერული პლატფორმა და განხორციელებული სასწავლო-შემეცნებითი აქტივობები სტუდენტებს, განსაკუთრებით კი სტუდენტ გოგონებს, მისცემს არა მხოლოდ საბაზო ცოდნასა და შესძენს ბიზნესისისთვის საჭირო უნარებს, არამედ მათ გაუძლიერებს მოტივაციას, მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და სამომავლოდ მეტი მონდომებით იმუშაონ ბიზნესიდეებზე. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტიც, რომ ინოვაციური იდეების კონკურსზე ჩვენმა სტუდენტურმა ჯგუფებმა საინტერესო და კარგად დამუშავებული ბიზნესიდეები წარმოადგინეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.

ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ახალაგაზრდებს! მადლობას ვუხდით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამას სტუდენტებისთვის აქტუალური და საჭირო საუნივერსიტეტო პროექტის მხარდაჭერისა და დაფინანსებისთვის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ქმედითი ხელშეწყობით, მომავალშიც შეეცდება დონორი ორგანიზაციებიდან დაფინანსება მოიპოვოს და აამოქმედოს ისეთი პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება სტუდენტთა კარიერული განვითარებისკენ და გაზრდის მათი დასაქმებისა თუ თვითდასაქმების პერსპექტივებს“, – აცხადებს თეა მურვანიძე. 

საუნივერსიტეტო პროექტი – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექჰაბი“ – საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტს კოოორდინაციას უწევს სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი. „ქალთა ტექჰაბის“ ეგიდით შეიქმნა საუნივერსიტეტო კარიერული პლატფორმა, რომელიც საინჟინრო დარგებიდან ვაკანსიების მოზიდვასა და ქალ ინჟინერთა დასაქმებაზე ზრუნავს, უნივერსიტეტის სტუდენტი და კურსდამთავრებული ქალებისთვის კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის, ასევე, ხელს უწყობს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას.

VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“

.pdf-lightbox {
position: fixed;
top: 50%;
left: 50%;
transform: translate(-50%, -50%);
width: 60%;
height: 80%;
background: #fff;
z-index: 99999;
display: none;
}

.lightbox-overlay {
position: fixed;
top: 0;
left: 0;
width: 100%;
height: 100%;
background: rgba(0, 0, 0, 0.5);
z-index: 9999;
display: none;
}

.pdf-container {
width: 100%;
height: 100%;
display: flex;
flex-direction: column;
}

.pdf-frame {
flex: 1;
border: none;
}
25-26 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჩატარდება VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია –  „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“. 

კონფერენციაზე დასწრება შეუძლია ამ თემით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

მისამართი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, კ. ქუთათელაძის ქუჩა, N 3.

სტუ-ის სპორტსმენები “ზაფხულის უნივერსიადა 2024 ქვიშის ფრენბურთში” ასპარეზობენ

ქობულეთში “ზაფხულის უნივერსიადა 2024 ქვიშის ფრენბურთში” მიმდინარეობს. ტურნირში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობენ.

საქართველოს საუნივერსიტეტო ჩემპიონატში სტუ-ის სახელით მაკა დემეტრაშვილი, ანასტასია წერეთელი, პეტრე ლობჟანიძე და ზურაბ მუკბანიანი მონაწილეობენ. სტუ-ის წარმომადგენელი ირაკლი გიორხელიძე და სტუდენტები აჭარაში გუშინ გაემგზავრნენ. ისინი სტუ-ის სპორტის განყოფილების უფროსმა, არჩილ იოსელიანმა გააცილა.

პროექტის მიზანია საუნივერსიტეტო სპორტში ახალგაზრდების ჩართულობისა და სპორტული ცხოვრების გააქტიურება, საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

აბიტურიენტთა საბოლოო სია, რომლებმაც გასაუბრება არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დროებითი კომისიის წინაშე წარმატებით გაიარეს

წარმოგიდგენთ აბიტურიენტთა საბოლოო სიას, (აპელაციის შემდეგ), რომლებმაც არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დროებითი კომისიის წინაშე გასაუბრება წარმატებით გაიარეს. 

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე თეიმურაზ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო, ოჯახს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, თეიმურაზ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო, გარდაცვლილის ოჯახსა და სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტს სამძიმარს უცხადებს.

Temo mgaloblishvili-1.jpg

“თანაგიგრძნობთ. ვიზიარებ თქვენს ტკივილს, თეიმურაზ მგალობლიშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. მან 22 წელს იმუშავა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და დატოვა კარგი ადამიანის, თანამშრომლის სახელი.

მადლიერნი ვართ იმ ერთგულებისა და თავდაუზოგავი შრომისთვის, რომლითაც თეიმურაზ მგალობლიშვილმა დაგვამახსოვრა თავი. მსუბუქი იყოს მისთვის მშობლიური მიწა და ნათელში ამყოფოს უფალმა”, – აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში.

სტუ-ის პროექტის – „ქალთა ტექჰაბი“ – ფარგლებში გამართულ კონკურსში პირველი ადგილი სტუდენტურმა ჯგუფმა მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტი, გვანცა დავითაია და მისი გუნდი საუნივერსიტეტო პროექტის – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექჰაბი“ (Advancing Gender Diversity in Engineering – The Women’s Tech Hub) ფარგლებში გამართული ღონისძიების – „სტუ-ის მეწარმეობის დღე – ინოვაციური იდეების კონკურსის“ გამარჯვებული გახდა. 

„ინოვაციური იდეების კონკურსზე“ გვანცა დავითაიამ, სტუდენტთა ჯგუფთან ერთად, საკონკურსოდ ბიზნესიდეა – „შინაური ცხოველების მოლი – PetMall“ წარადგინა. საგრანტო ფონდი 600 დოლარს შეადგენდა, საიდანაც პირველი ადგილის მფლობელს 300 დოლარი გადაეცა, მეორე ადგილზე გასულს – 200 დოლარი, მესამე ადგილზე კი – 100 დოლარი.

როგორც სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, „ქალთა ტექჰაბის“ ფარგლებში გამართული „ინოვაციური იდეების კონკურსის“ გამარჯვებული გუნდის ლიდერი გვანცა დავითაია აღნიშნავს, სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებთან – სოფო ამაღლობელთან, ნათია ბერუაშვილთან და მარიამ გუგულაშვილთან ერთად წარდგენილი მულტიფუნქციური პროექტის მიზანი ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვის გამარტივება იყო. მისი თქმით, კონკურსში მოპოვებული წარმატება ზრდის როგორც ბიზნესიდეის რეალურად განხორციელების სურვილს, ასევე მოტივაციას ინვესტორის მოსაძიებლად. 

„ჩვენი უნივერსიტეტი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით, ახორციელებს მრავალმხრივ საინტერესო პროექტს – „ქალთა ტექჰაბი“, რომლის მიზანსაც ინჟინერიაში ქალების როლის ზრდა წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სტუდენტებისთვის ჩატარდა სხვადასხვა სასწავლო კურსი ზოგად მენეჯმენტში, მარკეტინგულ კომუნიკაციებსა და PR ტექნოლოგიებში, გრაფიკულ დიზაინში, ვებტექნოლოგიებსა და WordPress დეველოპმენტში, ასევე, პრაქტიკულ მეწარმეობაში. გარდა ამისა, გაიმართა „მეწარმეობის დღესთან“ დაკავშირებული შემაჯამებელი ინტერაქტიური სემინარი.

ინოვაციური იდეების კონკურსზე ჩვენმა ჯგუფმა წარადგინა ბიზნესიდეა – მულტიფუნქციური PETMALL-ი. ჩვენი მიზანი ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვის გამარტივება იყო. მოლში გავაერთიანეთ შინაური ცხოველებისთვის საჭირო ყველა მომსახურება: Grooming სალონი, ვეტერინარული კლინიკა 24/7, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (ემერჯენსი), ვეტაფთიაქი, ზოომაღაზია და ცხოველთა სასტუმრო. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენმა ბიზნესიდეამ მაღალი შეფასება და პირველი ადგილი დაიმსახურა. გამარჯვებამ მოგვცა ძლიერი მოტივაცია, რომ რეალურად მოვიძიოთ ინვესტორი, რომელიც ამ ბიზნესიდეის განხორციელებაში დაგვეხმარება. შესაძლებლობების გამოვლენისა და ბიზნესისთვის საჭირო უნარების შეძენისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, პროექტს – „ქალთა ტექჰაბი“, რექტორს, ბატონ დავით გურგენიძეს, რომელიც ამ პროექტის აქტიური მხარდამჭერია, მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს. იმედი გვაქვს, მსგავსი პროექტები, რომელიც სტუდენტების კარიერული განვითარების და სამომავლო დასაქმების პერსპექტივებს ზრდის, მომავალშიც განხორციელდება ჩვენს უნივერსიტეტში“, – ამბობს გვანცა დავითაია. 

საუნივერსიტეტო პროექტს – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექჰაბი“, კოორდინაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი უწევს. „ქალთა ტექჰაბის“ ეგიდით შეიქმნა საუნივერსიტეტო კარიერული პლატფორმა, რომელიც საინჟინრო დარგებიდან ვაკანსიების მოზიდვასა და ქალ ინჟინერთა დასაქმებაზე ზრუნავს, უნივერსიტეტის სტუდენტი და კურსდამთავრებული ქალებისთვის კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის, ასევე ხელს უწყობს, ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას.

სტუ-ში Hop-on პროექტების საინფორმაციო დღე გაიმართება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, 28 ივნისს, გაიმართება Horizon Europe-ის Hop-on პროექტების შესახებ საინფორმაციო დღე.

შეხვედრაზე განხილული იქნება Hop-on ის მიმდინარე, პოტენციურად უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის საინტერესო პროექტები, ხანგრძლივობები და სამუშაოს თემატიკა.

ამასთან ერთად, შეხვედრაზე მოვისმენთ საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების იდეებს სხვადასხვა მიმართულებით, რათა შევძლოთ შესაბამისი ქოლებისა და შესაძლო პარტნიორების მოძიება.

მისამართი: სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული, ნიკოლაძის სახელობის დარბაზი.

  • თარიღი: 28 ივნისი
  • დრო: 14:00 საათი
  • ხანგრძლივობა: 120 წთ
  • სტუ-ში იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი დაიწყო

    საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო ეროვნული და საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატის, იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი, რომელიც საკონცერტო ტურნეთი წლის ბოლომდე გაგრძელდება. 

    ვაჟთა სახალხო კაპელამ, იუბილეს ფარგლებში, პირველი კონცერტი – “ტრადიცია გრძელდება”, უნივერსიტეტში გამართა, სადაც 35 სტუდენტისაგან შემდგარი მომღერალთა ჯგუფი მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარდგა.

    შესრულდა ქართული ფოლკლორული, ქალაქური, კლასიკური საგუნდო მუსიკის ნიმუშები და კომპოზიციები ხალხური საკრავების თანხლებით. 

    unnamed (8).jpg

    სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელა 1965 წელს, იუზა კუბლაშვილმა ჩამოაყალიბა და მას 24 წლის განმავლობაში, 1965-1989 წლებში ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში შემოქმედებითი ჯგუფს ქორმაისტერობას სოსო ფალავანდიშვილი უწევდა. 1981 წლიდან, 43 წლის მანძილზე, საუნივერსიტეტო კაპელას სათავეში უდგას ნიჭიერი მუსიკოსი და დირიჟორი ციცინო ფალავანდიშვილი.

    1998 წელს ციცინო ფალავანდიშვილი, სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდაში პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა; 2022 წელს კი, განსაკუთრებული ღვაწლისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ციცინო ფალავანდიშვილს სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა.

    მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კაპელა არაერთი საერთაშორისო კონკურსის და ფესტივალის ლაურეატი გახდა: გრან-პრი – საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (ვილნიუსი, 1984); გრან-პრი – ვაჟთა გუნდების კონკურსი „Rigas Gailis“ (ლატვია, ქ.რიგა 1989), ხოლო 1990 წელს, იმავე კონკურსზე, მაყურებელთა სიმპათიის პრიზი; გრან-პრი – საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი (ლიეტუვა, ვილნიუსი, 1990); საერთაშორისო ფოლკლორული კონკურსი (თბილისი, 1991); საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (პოლონეთი, ქ. პოზნანი, 1997); საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (საბერძნეთი, კუნძული როდოსი, 2005); „უნივერსიადა 2022“ პირველი ადგილი (თბილისი, 2022); ვაჟთა სახალხო კაპელასთან მოღვაწეობს ვოკალური ანსამბლი და ვოკალური კვარტეტი.

    კაპელა და მასთან არსებული ვოკალური ანსამბლი წარმატებით მართავდა კონცერტებს როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ: გერმანიაში, პოლონეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში, ფინეთში, ბალტიისპირეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში. 2011 წელს, სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელას იუზა კუბლაშვილის სახელი მიენიჭა.

    unnamed (7).jpg

    “სულ მალე ჩვენ 60 წლის გავხდებით. ეს არის სიყვარულითა და შრომით განვლილი გზა და მე ბედნიერი ვარ, რომ 1981 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა კაპელას ვხელმძღვანელობ. დღეს მაყურებლის წინაშე წარდგა კაპელას მეთხუთმეტე თაობა, რომელთაგან ბევრი სცენაზე პირველად დგას და ის ემოცია, რომელიც დარბაზიდან წამოვიდა, მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

    43 წელი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ვაჟთა კაპელასთან ერთად – ჩვენ ისტორია დავწერეთ! ჩვენ იმ ტრადიციების გამგრძელებლები ვართ, რომელსაც იუზა კუბლაშვილმა ჩაუყარა საფუძველი.

    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კაპელაში დაიწყეს თავიანთი შემოქმედებითი გზა ზურაბ სოტკილავამ, პაატა ბურჭულაძემ; სახელმწიფო ოპერის სოლისტებმა თემურ გუგუშვილმა, გია (ჯარჯი) ასათიანმა; ბერლინის ოპერის სოლისტმა მიხეილ ბახტაძემ; ტენორების კონკურსის ლაურეატმა მიხეილ სილაგაძემ; „ცისფერმა ტრიომ“ – დავით აბესაძემ, თამაზ სეფერთელაძემ, მალხაზ თავართქილაძემ; „ტრიო თბილისმა“ – ზაზა მამალაძემ, რევაზ გუნიავამ, ნუგზარ აფხაიძემ; ტრიო “სიმმა“ – ზაზა ვეფხვაძემ, რეზო გელაშვილმა, ზურაბ ცქიტიშვილმა; ანსამბლმა „მგზავრები“ – გიგი დედალამაზიშვილმა, ლაშა დოხნაძემ, დათო გოგელიამ, ბეჟან ამირანაშვილმა, გუგა კუბლაშვილმა; ანსამბლ „შავნაბადას“ დამაარსებელმა და კაპელმაისტერმა დავით გოგელიამ; „ქართული ხმების“ წევრებმა – ძმებმა ბაკურაძეებმა; ანსამბლ „ალილოს“ მომღერალმა ზურაბ დათიკაშვილმა; ანსამბლ „ბონუსის“ წევრმა პაატა მელაძემ. ძნელად მოიძებნება ფოლკლორული ანსამბლი საქართველოში, სადაც ვაჟთა კაპელას აღზრდილები არ მღეროდნენ – ანსამბლები: „ერისიონი“, „რუსთავი“ საქართველოს სხვადასხვა რაიონის ფოლკლორული ჯგუფები და ანსამბლები, რომელთაგან ბევრი ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში იყო კაპელას წევრი.

    მყავს 2 შვილი, 4 შვილიშვილი და ბევრი შვილი – ყველანი ვაჟები! აი, ასეთი მდიდარი ვარ და ასეთი დიდი ტრადიციების მქონეა ჩვენი კაპელა. შეუძლებელია, არ აღვნიშნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერის შესახებ. მადლობა მას, იმ ტრადიციების დაცვისა და გაგრძელებისთვის, რომელსაც 59 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი.

    სწორედ, ამ და სხვა დამსახურებებისთვის, ჩვენ მას ვუძღვნით რაჭულ ხალხურ სიმღერას “რაჭა იაონო”. როდესაც საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში პირველი კონცერტის დაგეგმვა დავიწყეთ, პირველივე წუთიდან გვერდით დავით გურგენიძე, მასთან ერთად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ გუდავაძე და კანცლერი კარლო კოპალიანი, კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი ბადრი ლებანიძე და მისი გუნდი დაგვიდგნენ. მადლობა მათ ყველაფრისთვის, სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის”, – აცხადებს ციცინო ფალავანდიშვილი.

    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელას საიუბილეო წლის ფორმატში პირველი კონცერტის წარმატებით დაწყებას ულოცავს. 

    unnamed (6).jpg

    “საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უმდიდრესი სახელოვნებო ტრადიციები აქვს. ამ კედლებში დიდ მეცნიერებთან ერთად, ხელოვნების კორიფეებიც მოღვაწეობდნენ. მათი ჩამოთვლა შორს წამიყვანს და ვშიშობ, ვინმე არ გამომრჩეს. ჩემი სტუდენტობის პერიოდიდან დღემდე მოწმე ვარ, როგორ იცვლებოდა თაობები ამ არაჩვეულებრივ შემოქმედებით კოლექტივში. ისინი მუდამ წარმატებით წარმოადგენდნენ ჩვენს უნივერსიტეტს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ტრადიცია გრძელდება – დღეს ჩვენს თვალწინ ისე, როგორც ერთმა დღემ, გაირბინა 59-მა წელმა. მადლობა კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელს და დირიჟორს, სტუდენტებს – ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის. წარმატებები მისურვებია”, – აცხადებს დავით გურგენიძე.

    კონცერტის დასასრულს, მაყურებლის წინაშე პოპულარული ჯგუფი “მგზავრები” ახალი სიმღერით – “საქართველოა”, წარდგა.

    სტუ-ში „IEEE შავი ზღვის საერთაშორისო კონფერენცია – კომუნიკაცია და ქსელები” გაიმართება

    საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2024 წლის 24 – 27 ივნისს, გიორგი ნიკოლაძის დარბაზში ტარდება  „IEEE შავი ზღვის საერთაშორისო კონფერენცია – კომუნიკაცია და ქსელები”

    დასაწყისი 08:00 (AM) საათზე.

    Picture1.jpg

    დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ კონფერენციის ვებგვერდზე.

    სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები ზაარლანდის ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში ორკვირიან კურსს გაივლიან

    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პირველი და მეოთხე კურსის სტუდენტები დავით ჩიტაძე და მარიამ პატაშური ზაარლანდის (გერმანია) ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში გაივლიან ორკვირიან კურსს. 

    ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები საზაფხულო სკოლისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა ვილჰელმ ჰოიზერმა, კონკურსის წესით შეარჩია. 
     
    სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის თქმით, საზაფხულო სკოლის მიზანია, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ევროპული ღირებულებების გაზიარება. 

    “სტუდენტებს ექსპერტები აქტუალური ინჟინერიისა და ბიზნესის შესახებ ლექციებს წაუკითხავენ, ამასთანავე მათ საშუალება ეძლევათ ჩაერთონ ვორქშოპში, იმუშაონ პრაქტიკულ დავალებებზე. საზაფხულო სკოლა სტუდენტებს აძლევს საშუალებას აიმაღლონ ცოდნის დონე გერმანულ ენაში და გაეცნონ გერმანულ კულტურასა და რეალიებს. კურსი აგებულია ენის სწავლების ახლებური და თანამედროვე მეთოდებით, აუდიო-ვიდეო მასალებით, ტექნიკურად აღჭურვილი მაღალი დონის აუდიტორიებით“, – აცხადებს რუსუდან ქუთათელაძე. 

    სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ზაარლანდის ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის 5 ECTS სერტიფიკატი გადაეცემათ.

    Support

    Why are you writing to us?