სტუ-ის პროექტის – „ქალთა ტექჰაბი“ – ფარგლებში გამართულ კონკურსში პირველი ადგილი სტუდენტურმა ჯგუფმა მოიპოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტი, გვანცა დავითაია და მისი გუნდი საუნივერსიტეტო პროექტის – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექჰაბი“ (Advancing Gender Diversity in Engineering – The Women’s Tech Hub) ფარგლებში გამართული ღონისძიების – „სტუ-ის მეწარმეობის დღე – ინოვაციური იდეების კონკურსის“ გამარჯვებული გახდა.
„ინოვაციური იდეების კონკურსზე“ გვანცა დავითაიამ, სტუდენტთა ჯგუფთან ერთად, საკონკურსოდ ბიზნესიდეა – „შინაური ცხოველების მოლი – PetMall“ წარადგინა. საგრანტო ფონდი 600 დოლარს შეადგენდა, საიდანაც პირველი ადგილის მფლობელს 300 დოლარი გადაეცა, მეორე ადგილზე გასულს – 200 დოლარი, მესამე ადგილზე კი – 100 დოლარი.
როგორც სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, „ქალთა ტექჰაბის“ ფარგლებში გამართული „ინოვაციური იდეების კონკურსის“ გამარჯვებული გუნდის ლიდერი გვანცა დავითაია აღნიშნავს, სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებთან – სოფო ამაღლობელთან, ნათია ბერუაშვილთან და მარიამ გუგულაშვილთან ერთად წარდგენილი მულტიფუნქციური პროექტის მიზანი ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვის გამარტივება იყო. მისი თქმით, კონკურსში მოპოვებული წარმატება ზრდის როგორც ბიზნესიდეის რეალურად განხორციელების სურვილს, ასევე მოტივაციას ინვესტორის მოსაძიებლად.
„ჩვენი უნივერსიტეტი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით, ახორციელებს მრავალმხრივ საინტერესო პროექტს – „ქალთა ტექჰაბი“, რომლის მიზანსაც ინჟინერიაში ქალების როლის ზრდა წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სტუდენტებისთვის ჩატარდა სხვადასხვა სასწავლო კურსი ზოგად მენეჯმენტში, მარკეტინგულ კომუნიკაციებსა და PR ტექნოლოგიებში, გრაფიკულ დიზაინში, ვებტექნოლოგიებსა და WordPress დეველოპმენტში, ასევე, პრაქტიკულ მეწარმეობაში. გარდა ამისა, გაიმართა „მეწარმეობის დღესთან“ დაკავშირებული შემაჯამებელი ინტერაქტიური სემინარი.
ინოვაციური იდეების კონკურსზე ჩვენმა ჯგუფმა წარადგინა ბიზნესიდეა – მულტიფუნქციური PETMALL-ი. ჩვენი მიზანი ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვის გამარტივება იყო. მოლში გავაერთიანეთ შინაური ცხოველებისთვის საჭირო ყველა მომსახურება: Grooming სალონი, ვეტერინარული კლინიკა 24/7, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (ემერჯენსი), ვეტაფთიაქი, ზოომაღაზია და ცხოველთა სასტუმრო. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენმა ბიზნესიდეამ მაღალი შეფასება და პირველი ადგილი დაიმსახურა. გამარჯვებამ მოგვცა ძლიერი მოტივაცია, რომ რეალურად მოვიძიოთ ინვესტორი, რომელიც ამ ბიზნესიდეის განხორციელებაში დაგვეხმარება. შესაძლებლობების გამოვლენისა და ბიზნესისთვის საჭირო უნარების შეძენისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, პროექტს – „ქალთა ტექჰაბი“, რექტორს, ბატონ დავით გურგენიძეს, რომელიც ამ პროექტის აქტიური მხარდამჭერია, მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს. იმედი გვაქვს, მსგავსი პროექტები, რომელიც სტუდენტების კარიერული განვითარების და სამომავლო დასაქმების პერსპექტივებს ზრდის, მომავალშიც განხორციელდება ჩვენს უნივერსიტეტში“, – ამბობს გვანცა დავითაია.
საუნივერსიტეტო პროექტს – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექჰაბი“, კოორდინაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი უწევს. „ქალთა ტექჰაბის“ ეგიდით შეიქმნა საუნივერსიტეტო კარიერული პლატფორმა, რომელიც საინჟინრო დარგებიდან ვაკანსიების მოზიდვასა და ქალ ინჟინერთა დასაქმებაზე ზრუნავს, უნივერსიტეტის სტუდენტი და კურსდამთავრებული ქალებისთვის კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის, ასევე ხელს უწყობს, ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...