სტუ-ის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებმა მორიგი წარმატებული ექსპერიმენტი ჩაატარეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამის მეორე და მეოთხე კურსის სტუდენტებმა სასწავლო-პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში მორიგი ექსპერიმენტი ჩაატარეს.
ექსპერიმენტის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ფრინველთა კვერცხიდან მოზარდეულის ხელოვნურად გამოსაჩეკ აპარატში (ინკუბატორი) 20-მდე წიწილა და 30-ზე მეტი, ორი განსხვავებული ჯიშის, ჩოჩორი (მწყერის ბარტყი) წარმატებით გამოიჩეკა.
ამ ტიპის პრაქტიკული სამუშაოები სტუდენტებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ თანამედროვე მეცხოველეობის ტექნოლოგიებს, სიღრმისეულად შეისწავლონ ინკუბაციის პროცესი და დააკვირდნენ ფრინველთა განვითარების ეტაპებს კვერცხიდან მოზარდეულობამდე.
მსგავსი ექსპერიმენტები ხელს უწყობს არა მხოლოდ პროფესიული უნარების განვითარებას, არამედ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ რეალური პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც აუცილებელია სამომავლო კარიერისთვის აგრარულ და მეცხოველეობის მიმართულებებში.
სტუ-ის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თქმით, მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა მანანა ცინცაძემ, სტუდენტებს სწავლისა და პროფესიული განვითარებისათვის ყველა საჭირო პირობა შეუქმნა.
ლიანა თარგამაძის განცხადებით, მანანა ცინცაძის ხელმძღვანელობით, სასწავლო პროცესი ეფუძნება თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან მჭიდრო კავშირს, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ რეალურ სასწავლო-კვლევით ექსპერიმენტებში, დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც აუცილებელია თანამედროვე აგრარული და მეცხოველეობის დარგში წარმატებული საქმიანობისთვის.
„მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც სტუდენტებს რეალური პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის ხელმძღვანელის, მანანა ცინცაძის მიერ შექმნილი სასწავლო გარემო სრულად პასუხობს თანამედროვე აგრარული განათლების მოთხოვნებს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ სასწავლო-კვლევით ექსპერიმენტებში, გაეცნონ ინკუბაციის პროცესს და პრაქტიკაში აითვისონ მეცხოველეობის თანამედროვე მეთოდები. მსგავსი აქტივობები ახალგაზრდებში ხელს უწყობს პროფესიული უნარების განვითარებას, პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებელი მუშაობის კულტურის ჩამოყალიბებას და მომავალში მათ ჩამოყალიბებას კონკურენტუნარიან სპეციალისტებად”, – აცხადებს ლიანა თარგამაძე.
Related
“GTU – Star 2026” – Semi-Final of the Student Music Competition at GTU
The semi-final of the popular student music competition - “GTU Star 2026” - “Retro Tour” was held at the Ivane...
GTU Students to Continue Their Studies at a Leading Austrian University
Students of the Faculty of Mining Geology and Sustainable Mountain Development of the Georgian Technical University will continue their studies...
GTU Congratulates Student Aleksandre Abramishvili on Winning the Georgian Championship in Freestyle Wrestling
Alexandre Abramishvili, a second-year student of the Faculty of Law and International Relations of the Georgian Technical University, has won...
GTU Students Developed the Interior Concept for a New Generation Store of “Corso Italia”
Two projects have been announced as winners of the Interior Design competition “Corso Italia - Next Gen” announced at the...
“Georgia Cup in Chess Among Universities – 2026” – The GTU Chess Team Is the Silver Medalist of the Tournament
The student team of the Georgian Technical University is one of the winners of the Georgia Cup in Chess among...
სტუ-ში სტუდენტური მუსიკალური კონკურსი – „სტუ სტარი 2026“ დაიწყო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პოპულარულმა სტუდენტურმა მუსიკალურმა კონკურსმა - „სტუ სტარი 2026“ სტარტი აიღო. ახალგაზრდული ღონისძიების I ტურში - „მიქსი“, რომელიც...
