საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია „ჰელიგარდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანია „ჰელიგარდის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი თარგამაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია უპილოტო საჰაერო ხომალდების (დრონების) განვითარებაზე ერთობლივი მუშაობა R&D პროგრამის ფორმატში, რაც მოიცავს ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნას, მათი ტესტირებისა და პრაქტიკაში დანერგვის პროცესს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს მრავალდისციპლინურ კვლევებს აეროდინამიკის, ელექტრო და ელექტრონული ინჟინერიის, პროგრამული უზრუნველყოფის, ხელოვნური ინტელექტის, სენსორული სისტემებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფრენის უსაფრთხოებას, მართვისა და ნავიგაციის სიზუსტეს, მონაცემთა დაცვასა და საერთაშორისო ტექნიკური სტანდარტების შესაბამისობას.
ვიცე-რექტორის თქმით, მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების აქტიური ჩართულობა კვლევით და საინჟინრო პროცესებში, პროტოტიპების შექმნა და ინოვაციური სტარტაპინიციატივების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური ტრანსფერისა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აცხადებს, მსგავსი თანამშრომლობა აძლიერებს უნივერსიტეტის როლს როგორც სამოქალაქო და თავდაცვითი უსაფრთხოების, ისე საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის მიმართულებით.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იწყებს თანამშრომლობას „ჰელიგარდთან“, იმ მიზნით, რომ შეიქმნას, დაიტესტოს და წარმოებაში ჩაეშვას ქართული უპილოტო საფრენი აპარატები – R&D პროგრამის ფარგლებში – დრონები „Made in Georgia“. ეს მემორანდუმი გულისხმობს მჭიდრო თანამშრომლობას კვლევისა და განვითარების პროექტის ფორმატში, რაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებული მოდელია. აღნიშნული პროცესი მოიცავს მრავალდისციპლინურ კვლევებს, როგორიცაა აეროდინამიკის, მასალათმცოდნეობის, ელექტრო და ელექტრონული ინჟინერიის, პროგრამული უზრუნველყოფის, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებს, რაც თავის მხრივ, უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს, სამეცნიერო და კვლევითი პოტენციალი ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნის პროცესში ჩართოს. მნიშვნელოვანია, რომ „ჰელიგარდთან“ თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფრენის უსაფრთხოებას, სისტემების სანდოობასა და სტაბილურობას, სენსორული და ნავიგაციური მოდულების გაუმჯობესებას, ასევე მართვისა და კომუნიკაციის უსაფრთხო არხების განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ კვლევითი პროცესები წარიმართება საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს შექმნილი ტექნოლოგიური გადაწყვეტების პრაქტიკულ გამოყენებადობასა და ბაზარზე კონკურენტუნარიანობას. კომპანიასთან პარტნიორობა შესაძლებლობას გვაძლევს, აკადემიური კვლევები გარდავქმნათ გამოყენებით ინოვაციებად, ხოლო სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები ჩაერთონ რეალურ საინჟინრო ამოცანებში, პროტოტიპების შექმნიდან მათი ტესტირებისა და სრულყოფის ეტაპამდე. გარდა ამისა, მემორანდუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერება. ამ პროცესში უნივერსიტეტი იზრუნებს იდეების გენერირებაზე, ჩვენი ხოლო ინდუსტრიული პარტნიორი კი მათ კომერციალიზაციასა და ტექნოლოგიურ ტრანსფერში აღმოგვიჩენს მხარდაჭერას“, – აცხადებს თამარ წერეთელი.
პროექტი განხორციელდება სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მოქმედი ავიაციის ინჟინერიის პროგრამის ბაზაზე. კომპანია „ჰელიგარდი“ უზრუნველყოფს დრონების პროტოტიპირებისთვის საჭირო მასალებს, კომპონენტებსა და აღჭურვილობას, ასევე ლაბორატორიული კვლევებისა და საველე ტესტირებების დაფინანსებას. გარდა ამისა, კომპანია უზრუნველტოფს დარგის წამყვანი სპეციალისტების ჩართვას სასწავლო პროცესში, ვორქშოფებსა და ტრენინგებში.
R&D პარტნიორობა ქმნის საფუძველს საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებისთვის, როგორც ერთობლივი კვლევითი პროექტების, ისე საერთაშორისო გრანტებისა და აკადემიურ-სამრეწველო კონსორციუმებში მონაწილეობის თვალსაზრისით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „ჰელიგარდთან“ თანამშრომლობით კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ როლს ქვეყნის ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის, ინოვაციური განვითარების და უსაფრთხოების სფეროში მდგრადი პროგრესის უზრუნველყოფაში.
Related
Rector Academician David Gurgenidze: GTU to Participate in Another Major CERN International Project
During his official visit to the European Organization for Nuclear Research (CERN) in Geneva, Rector of Georgian Technical University, Academician...
GTU and “Regional Healthcare Center” Sign Cooperation Memorandum
Students of Georgian Technical University will soon have the opportunity to develop practical skills and gain professional and research experience...
Professor Alexander Taliashvili’s Funding Established for Outstanding Students
“It is gratifying that, from now on, talented and motivated students of the Georgian Technical University who win competitions with...
Signed Memorandum of Understanding between Georgian Technical University and the National Mineral Resources Agency
Vice-Rector of Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli, and Head of the National Mineral Resources Agency of the Ministry of...
Memorandum Signed Between Georgian Technical University And The House Of Justice
Vice-Rector of Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli, and Chairman of the House of Justice Vakhtang Zhvania signed a memorandum...
A New Memorandum of Cooperation with CERN’s SHIP Collaboration Signed at GTU
“In the context of the modern fundamental science development, the expansion of such institutional cooperation is of particular importance, which...
