“არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე დოკუმენტირება” – CIPA- ს საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში რეგისტაცია დაიწყო
დეტალები:
21-27 საექტემბერს, ბათუმში ტარდება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ძეგლების დოკუმენტირებაში 3D ლაზერული სკანირებისა და ფოტოგრამეტრიის ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით.
CIPA- ს საერთაშორისო საზაფხულო სკოლა – 3D ლაზერული სკანირება,მოდელირება და ფოტოგრამეტრია კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტაციაში გახსნილია და რეგისტრაცია დაიწყო.
მსურველები გაეცნობიან პრაქტიკულ, ინტენსიურ სასწავლო პროგრამას, რომელიც ეძღვნება არქიტექტურულიდაკულტურულიმემკვიდრეობისთანამედროვედოკუმენტირებას.
პროგრამა განკუთვნილია:
- სტუდენტებისთვის;
- მკვლევრებისთვის;
- ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის;
- პრაქტიკოსი სპეციალისტებისთვის არქიტექტურის, არქეოლოგიის, კულტურული მემკვიდრეობის, გეოდეზიის, გეომატიკისა და მონიტორინგის სფეროებში;
- ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირების უახლესი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაში.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეები საერთაშორისო აღიარების მქონე CIPA-სექსპერტების ხელმძღვანელობით შეასრულებენ XIX საუკუნისბოლოს – XX საუკუნისდასაწყისისსაცხოვრებელიშენობის, დღევანდელი აჭარის არქიტექტორთაკავშირის სახლის, სრულყოფილ ციფრულ დოკუმენტირებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
მონაწილეები გაეცნობიან ევროპული არქიტექტურის სტილში აშენებულ შენობას და აღმოაჩენენ ბათუმის ისტორიული ურბანული გარემოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას.
დამატებითიინფორმაციისადარეგისტრაციისთვისეწვიეთ:
ორგანიზატორები
2026 წლის CIPA საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირების საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია:
- NNLE Engineering Idea
- CIPA Heritage Documentation
მხარდამჭერები
- აჭარის არქიტექტორთა კავშირი
- ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- ICOMOS
- ISPRS
- CIPA-HD Emerging Professionals
- TIMM Architects Ltd