საჯარო ლექცია

„ენერგეტიკული ოთხშაბათები ყველასთვის“ – ენერგეტიკის ფაკულტეტზე პროექტი გრძელდება

  • 27/05/2026 - 27/05/2026
  • 15:00
  • ენერგეტიკის ფაკულტეტის სააქტო დარბაზი
მიმდინარე

დეტალები:

27 მაისს, 15:00 საათზე ენერგეტიკის ფაკულტეტის სააქტო დარბაზში, პროექტის “ენერგეტიკული ოთხშაბათები ყველასთვის” – რიგით მესამე საჯარო ლექცია გაიმართება.

მესამე ლექციის თემის დასახელებაა – “მაღალი ძაბვის ელექტროგადაცემის ხაზების მიერ ელექტრომაგნიტური გამოსხივება და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე”.

ამჯერად, ლექციის სპიკერი იქნება პროფესორი თენგიზ მუსელიანი და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება – სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, პროფესორ-მასწავლებლებს თუ დარგით დაინტერესებულ სხვა ადამიანებს.

შეგახსენებთ, რომ 13 მაისიდან 24 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ადმინისტრაცია საჯარო ლექციების ციკლს – „თანამედროვე ენერგეტიკის აქტუალური საკითხები” ატარებს, ლექციების ციკლი მოიცავს 7 საჯარო ლექციას და კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი (რისთვისაც საჭიროა სტუდენტი სულ მცირე 5 შეხვედრას დაესწროს).

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?