„ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები და გარემოს ინჟინერია“ – VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი სტუ-ში
დეტალები:
26-31 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარს „ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები და გარემოს ინჟინერია“ უმასპინძლებს.
სემინარი ტარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თანადამფუძნებელ უნივერსიტეტებთან ერთად: ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ლუბლინის სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტი, თურქეთის ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტი, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტი და ტაშკენტის არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის უნივერსიტეტი.
სემინარის სამეცნიერო სექციები:
- ენერგოეფექტური მშენებლობა
- ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები
- გარემოს ინჟინერია
- წყლის რესურსები
- მშენებლობა და ურბანული ეკოლოგია
- მწვანე მშენებლობა
- მშენებლობის ზედამხედველობა და უსაფრთხოება
სემინარის სამეცნიერო კომიტეტი გამოსცემს მონოგრაფიას.
მასალები უნდა წარმოადგინოთ, არა უგვიანეს 15/10/2026, ელექტრონული ფოსტით eit@gtu.ge.
დასარეგისტრირებლად გთხოვთ, მიჰყვეთ სარეგისტრაციო ბმულს.
სტატიის გაფორმების წესი იხილეთ დანართში.
საკონტაქტო პირი: გინა გურეშიძე, WhatsApp: +995 591 17 30 10.