საჯარო ლექცია
“წყალბადის ენერგეტიკა – გლობალური პრობლემების გადაჭრის გზა” – მეექვსე საჯარო ლექცია ენერგეტიკის ფაკულტეტზე
დაგეგმილი
დეტალები:
17 ივნისს, 15:00 საათზე, ენერგეტიკის ფაკულტეტის სააქტო დარბაზში გაგრძელდება პროექტი „ენერგეტიკული ოთხშაბათები ყველასათვის“ და რიგით მეექვსე საჯარო ლექცია გაიმართება.
ლექციის სპიკერი აკადემიკოსი რევაზ ქავთარაძე დარბაზში შეკრებილ მსმენელის წინაშე თემით – “წყალბადის ენერგეტიკა – გლობალური პრობლემების გადაჭრის გზა” წარდგება.
შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის ფაკულტეტზე საჯარო ლექციები 13 მაისიდან 24 ივნისის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს, 15:00-17:00 საათზე ტარდება.