კონფერენცია
მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”
დაგეგმილი
დეტალები:
30-31 ოქტომბერს, სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა” ჩატარდება.
ღონისძიება 30 ოქტომბერს 10:30 საათზე გაიხსნება.
კონფერენცის ორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი,
კონფერენციის თემატიკა:
- სამთო საქმისა და გეოლოგიის აქტუალური პრობლემები;
- მინერალური რესურსების როლი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში;
- ბუნებრივი საფრთხეები და გარემოს დაცვა;
- სამთო ტექნოლოგიები;
- გეოლოგია;
- გეოფიზიკა;
კონფერენციის მხარდამჭერია “არემჯი” – RMG.
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება თეზისების სახით.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.