საჯარო ლექცია
„განახლებადი ენერგოწყაროების უტილიზაცია“ – საჯარო ლექციების ციკლი გრძელდება
დაგეგმილი
დეტალები:
28 ოქტომბერს, 15:00 საათზე ენერგეტიკის ფაკულტეტის სააქტო დარბაზში ლექციას – „განახლებადი ენერგოწყაროების უტილიზაცია“, საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე წაიკითხავს.
საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის ფაკულტეტზე საჯარო ლექციების ციკლი “ენერგეტიკული ოთხშაბათები ყველასთვის, 2026 წლის, 13 მაისიდან დაიწყო და დღემდე, ყოველ ოთხშაბათს, 15:00-17:00 საათზე ტარდება.