საჯარო ლექცია

ენერგეტიკის ფაკულტეტი აგრძელებს საჯარო ლექციების ციკლს – „ენერგეტიკული ოთხშაბათები ყველასთვის“

  • 07/10/2026
  • 15:00 - 17:00
  • ენერგეტიკის ფაკულტეტის სააქტო დარბაზი - თბილისი, კოსტავას 75
დაგეგმილი

დეტალები:

7 ოქტომბერს, 15:00-17:00 საათზე საჯარო ლექცია – „ენერგეტიკული ოთხშაბათები ყველასთვის“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდება.

საჯარო ლექციების ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ შესაძლებლობას:

  • გაიღრმავონ ცოდნა ენერგეტიკის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ;
  • გაეცნონ ენერგეტიკის სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებსა და თანამედროვე ტენდენციებს;
  • განივითარონ ენერგეტიკული საკითხების ანალიტიკური და კრიტიკული გააზრების უნარები;
  • განიხილონ გლობალური და ადგილობრივი ენერგეტიკული გამოწვევები;
  • გაეცნონ პრაქტიკულ მაგალითებსა და რეალურ შემთხვევებს და იმსჯელონ მათი გადაჭრის გზებზე.

მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მოცემულ ბმულზე, 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით.

ლექციების ციკლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

„ენერგეტიკული ოთხშაბათები ყველასთვის“ არის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროექტი, რომლის მიზანია სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისთვისა და ენერგეტიკის სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის ენერგეტიკაში მიმდინარე პროცესების, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების, გამოწვევებისა და განვითარების პერსპექტივების გაცნობა.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?