ზურაბ (ლავრენტი) გუდავაძე
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
განათლება
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი (1984), სამთო მშენებელ-ინჟინრის სპეციალობით.
სამეცნიერო ხარისხი და წოდება
ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2005).
სამუშაო გამოცდილება
2023 წლიდან არის საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი და ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრი; აქვს საპატიო დოქტორის და მოწვეული პროფესორის სტატუსები უცხოეთში.
2023 წელს აირჩიეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად.
1998–2023 წლებში მუშაობდა არჩევით, სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებში, საერთაშორისო კომპანიებში ხელმძღვანელ პოზიციებზე, მათ შორის: იყო საქართველოს პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, საქართველოს მშვიდობის დაცვის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, საკრებულოს მდივანი , ავიაკომპანია S7 Airlines-ის გენერალური წარმომადგენელი (საქართველო, კორეა, უკრაინა, იტალია). 2019-იდან – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საავიაციო კომიტეტის წევრი.
2022-იდან არის სტუ-ის საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრი; 2021-იდან საქართველოსტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი.
გამოგონებები
პროფესორ გუდავაძეს მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს სამთო ინჟინერიისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებებით. ამჟამად მუშაობს კასპიის რეგიონიდან ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით და მასთან დაკავშირებულ მიწიქვეშა გაზ საცავების მშენებლობისა და გაზის უსაფრთხო უწყვეტ მომარაგების საკითხებზე.
არის 32 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოს ავტორი.