Erasmus+ ეროვნული ოფისი საქართველოში – ონლაინღონისძიება სტუდენტებისთვის
16 ოქტომბერს, 17:00-18:00 სთ., Erasmus+ ეროვნული ოფისი საქართველოში, გეგმავს ონლაინ ღონისძიებას სტუდენტებისთვის.
ონლაინშეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება, თუ რა ბარიერებს აწყდებიან სტუდენტები, როდესაც პროგრამაში მონაწილეობას გეგმავენ; როგორ ახერხებენ ამ ბარიერების გადალახვას; რა როლს თამაშობს სოციალური შფოთვა და კულტურული განსხვავებები.
ონლაინღონისძიებაზე სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, მოისმინონ პროფესიონალის (ფსიქოლოგის) ექსპერტული მოსაზრებები და გაიზიარონ პროგრამის მონაწილეების გამოცდილება. დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები.
თარიღი: 16 ოქტომბერი
ფორმატი: ონლაინ (Google Meet)
დრო: 17:00-18:00
სამიზნე აუდიტორია: სტუდენტები და პროგრამით დაინტერესებული პირები
გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.
მსგავსი