საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ციფრული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში: სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის თანამედროვე მიმართულებები“
2026 წლის 25 ნოემბერს იახშიგელდი კაკაევის სახელობის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტი (აშხაბადი, თურქმენეთი) ჰიბრიდულ ფორმატში გამართავს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: „ციფრული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში: სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის თანამედროვე მიმართულებები“.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორები, მეცნიერ-თანამშრომლები, ასპირანტები, მაგისტრანტები, სტუდენტები, აგრეთვე, ადგილობრივი და უცხოური კომპანიების წარმომადგენლები.
კონფერენციის ოფიციალური სამუშაო ენებია: ინგლისური, თურქმენული და რუსული.
მონაწილეობის ფორმები: ადგილზე დასწრებით ან დისტანციურად.
უცხოელი მონაწილეებისთვის გათვალისწინებული პირობები:
- განთავსება იახშიგელდი კაკაევის სახელობის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტის კეთილმოწყობილ საერთო საცხოვრებელში;
- კვებით უზრუნველყოფა;
- ქალაქ აშხაბადის ფარგლებში ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვა;
ზემოაღნიშნულ ხარჯებს უზრუნველყოფს მოწვევის ინიციატორი მხარე, ხოლო აშხაბადში ჩასვლასა და უკან დაბრუნებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს გამგზავნი მხარე.
პრეზენტაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 15.11.26.
საკონტაქტო ელ.ფოსტა: iogu.digitalconference@gmail.com
მსგავსი