Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)
ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტი (Vytautas Magnus University – VMU) (კაუნასი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26
ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება აკადემიურ პერსონალს. აკადემიური მობილობა ვერ განხორციელდება პერიოდში – 01.12.26 – 01.02.27, როდესაც მიმღებ უნივერსიტეტში ლექციები არ ტარდება.
პროექტის კოორდინატორის რეკომენდაციით, სასურველია, შერჩეულმა კანდიდატმა მონაწილეობა მიიღოს ვიტაუტას მაგნუსის სახ. უნივერსიტეტის მიერ 2027 წლის აპრილ/მაისში დაგეგმილ საერთაშორისო სასწავლო და ტრეინინგ კვირეულში თანამშრომლებისთვის. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ცნობილი გახდება მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში.
აკადემიური მიმართულება: საინჟინრო, ჰუმანიტარული და სოციალური. სამეცნიერო მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
მსგავსი