ერნსტ მახის საგრანტო პროგრამა


კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Krems University of Applied Sciences – IMC Krems) აცხადებს ერნსტ მახის საგრანტო პროგრამას გაცვლითი სტუდენტებისთვის 2027-28 სასწავლო წლისთვის (Fachhochschule/Hochschule für Angewandte Wissenschaften).

ავსტრიის მეცნიერებისა და კვლევის სამინისტროს გრანტები განკუთვნილია არაევროპული ქვეყნების მოქალაქე სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ მობილობა 4-10 თვის ვადით, 2027 წლის შემოდგომასა და 2028 წლის გაზაფხულზე.

ყოველთვიური სტიპენდიაა 1,300 ევრო. მაქსიმალური ასაკი – 35 წელი (აპლიკანტი უნდა იყოს დაბადებული 1991 წლის 1-ლი ოქტომბერს ან შემდეგ).

საბოლოო შერჩევას ახორციელებს შესაბამისი დამფინანსებელი ორგანიზაცია და გადაწყვეტილება არ არის IMC Krems-ის პასუხისმგებლობაში. სტიპენდიის მისაღებად კანდიდატმა განაცხადის წარდგენამდე უნდა მოიპოვოს კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ გაცემული დასტურის წერილი (Letter of Acceptance), გაცვლითი სტუდენტის ან free mover-ის სტატუსის მითითებით. ასევე, იგი ნომინირებული უნდა იყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან.

განაცხადის ბოლო ვადაა 2027 წლის 1-ლი თებერვალი, თუმცა მონაწილეობის მსურველებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო პაკეტი უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 23 ოქტომბრამდე. ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 27 ოქტომბერს, გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან – 30 ოქტომბერს.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით: საბუნებისმეტყველო, ტექნიკური, აგრარული და სოციალური მეცნიერებები.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად აუცილებლად ეწვიეთ ვებგვერდებს:

https://oead.at/en/study-research-teaching/overview-grants-and-scholarships/ernst-mach-grant

https://oead.at/en/study-research-teaching/overview-grants-and-scholarships/ernst-mach-grant/faq-ernst-mach-grant-fachhochschule

https://grants.at/en/

საკონტაქტო ინფორმაცია:

erasmusplus@gtu.ge


მსგავსი

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?