Placeholder

CERN / SHiP Collaboration

საერთაშორისო პროექტი

CERN / SHiP Collaboration

სტატუსი
მიმდინარე
01

კვლევის დასახება, ამოცანა, გამოწვევა და მიზანი

დასახელება და ამოცანა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართულობა SHiP (Search for Hidden Particles) საერთაშორისო ექსპერიმენტში.

პრობლემა

საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ექსპერიმენტული, საინჟინრო და ტექნოლოგიური კომპეტენციები დეტექტორული სისტემების მიმართულებით ჯერ არასაკმარისადაა განვითარებული.

გამოწვევა

straw-tube ტიპის დეტექტორული სისტემების (NA62 კოლაბორაციის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიის საფუძველზე, SHiP-ის სპექტრომეტრის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი) კვლევის, განვითარების, პროტოტიპირებისა და წარმოების ათვისება.

მიზანი

საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ექსპერიმენტული, საინჟინრო და ტექნოლოგიური კომპეტენციების ჩამოყალიბება და ეტაპობრივი გაფართოება.

02

სტუ-ის მკვლევრები და გუნდის წევრები ექსპერიმენტებში

სტუ-ის მკვლევართა ჯგუფი აერთიანებს 10-ზე მეტ მეცნიერ-მკვლევარს, ინჟინერსა და ახალგაზრდა მეცნიერს. ჯგუფი გეგმავს straw-tube დეტექტორული მილების დამზადების ტექნოლოგიის ათვისებას, მექანიკური და ელექტრული მახასიათებლების შესწავლას, დამოუკიდებელი საინჟინრო და R&D მიმართულების განვითარებას (დეტექტორის დიზაინი, მექანიკური კონსტრუქციები, გაზური სისტემები, მაღალი ძაბვისა და სიგნალის წაკითხვის ელექტრონიკის ინტეგრაცია და ტესტირება), ასევე ახალგაზრდა მკვლევრებისა და ინჟინრების (სტუდენტების, დოქტორანტების) პრაქტიკულ მომზადებას.

03

კვლევის სტატუსი და ვადები

SHiP-ის კოლაბორაცია აერთიანებს 36 ინსტიტუტს 18 ქვეყნიდან (პლუს 9 ასოცირებული ინსტიტუტი, CERN და JINR). ექსპერიმენტი დაგეგმილია CERN-ის SPS ამაჩქარებლის Beam Dump Facility-ის (BDF) ფარგლებში; მისი მშენებლობა და კომისირება იგეგმება 2031–2033 წლებში.

04

გამოყენებითი პოტენციალი

  • დეტექტორული ტექნოლოგიების (კერძოდ, straw-tube სისტემების) კვლევისა და წარმოების ცენტრის ჩამოყალიბება საქართველოში
  • ტექნოლოგიების ლოკალიზაცია და ცოდნის ტრანსფერი სხვა საერთაშორისო სამეცნიერო ინფრასტრუქტურებისთვის
  • ახალგაზრდა კადრების მომზადება მაღალი ენერგიების ფიზიკასა და დეტექტორულ ტექნოლოგიებში
  • სამეცნიერო კომუნიკაცია და საგანმანათლებლო outreach-პროგრამები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
დაკავშირებული პუბლიკაციები:
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?