CERN / CMS Collaboration (დიდი ადრონული კოლაიდერის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპერიმენტი)

საერთაშორისო პროექტი

CERN / CMS Collaboration (დიდი ადრონული კოლაიდერის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპერიმენტი)

წელი
2012–2026
სტატუსი
მიმდინარე
01

კვლევის დასახელება

CMS (Compact Muon Solenoid) ექსპერიმენტი და მისი HL-LHC განახლების პროგრამა

02

კვლევის ადგილი

CERN, დიდი ადრონული კოლაიდერი (LHC), ჟენევა, შვეიცარია.

03

კვლევის მასშტაბი

CMS არის LHC-ის ორი უმსხვილესი ზოგადდანიშნულების დეტექტორიდან ერთ-ერთი (მეორე ATLAS-ია). 2012 წელს ორივე ექსპერიმენტმა დამოუკიდებლად აღმოაჩინა ჰიგსის ბოზონი. მისი არსებობა 1964 წელს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იწინასწარმეტყველეს ფიზიკოსებმა პიტერ ჰიგსმა და ფრანსუა ანგლერმა (რობერ ბრუსთან ერთად).
CMS -ის კოლაბორაციაში ათასობით მეცნიერი და ინჟინერია მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან. HL-LHC-ის განახლების პროგრამის ფარგლებში იგება ახალი მაღალი გრანულარობის კალორიმეტრი HGCAL, რომელიც არსებულ endcap კალორიმეტრს ჩაანაცვლებს.

 

04

კვლევის მიზანი

სტანდარტული მოდელის შემოწმება მაღალ ენერგიებზე, ჰიგსის ბოზონის თვისებების შესწავლა, ბნელი მატერიის ნაწილაკებისა და ახალი ფიზიკის ძიება.

 

05

სტუ-ის მკვლევართა წვლილი ექსპერიმენტში

ქართული ჯგუფი (სტუ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) CMS-ის წევრია 1992 წლიდან. სტუ-ის ჯგუფი მუშაობს მიონური სისტემის RPC დეტექტორებზე, ადრონულ კალორიმეტრზე (HCAL) და HL-LHC განახლების ფარგლებში HGCAL-ზე. ისინი მონაწილეობენ CMS-ის პროგრამულ უზრუნველყოფასა (CMSSW) და გეომეტრიულ ანალიზში (GEANT4), ასევე ლოკალურ და ცენტრალურ ცვლებში მონაცემთა შეგროვებისას. iRPC კამერებისთვის მათ შექმნეს გაგრილების სისტემა.

06

პროექტის მიმდინარეობა და ძირითადი ეტაპები

  • CMS აქტიურად ფუნქციონირებს 1992 წლიდან დღემდე. ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა გამოცხადდა 2012 წლის ივლისში, რის შემდეგაც კვლევის ფოკუსი გადავიდა ბოზონის დეტალურ დახასიათებაზე. ამჟამად მიმდინარეობს მონაცემთა აქტიური დამუშავება და მომზადება LHC-ის მომავალი, უფრო მაღალი სიკაშკაშის ეტაპისთვის (High-Luminosity LHC
07

საკვანძო მკვლევრები სტუ-დან

ზვიად წამალაიძე

მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი

იური ბაღათურია

მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი

ირაკლი ლომიძე

მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი

დავით გურგენიძე

აკადემიკოსი, სრული პროფესორი, სტუ-ის რექტორი

ოთარ კემულარია

08

გამოყენებითი პოტენციალი

დეტექტორული ტექნოლოგიები (გამოსხივების დეტექტორები, კალორიმეტრია), დიდი მონაცემების დამუშავება და სიმულაციის პროგრამული ინსტრუმენტები ფართოდ გამოიყენება სამედიცინო ვიზუალიზაციასა და მონაცემთა ანალიზში.

ორიგინალი წყარო: CERN Document Server
დაკავშირებული პუბლიკაციები:
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?