Placeholder

CERN / SHiP Collaboration

საერთაშორისო პროექტი

CERN / SHiP Collaboration

სტატუსი
მიმდინარე
01

კვლევის დასახელება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართულობა SHiP (Search for Hidden Particles) საერთაშორისო ექსპერიმენტში.

02

კვლევის ადგილი

CERN-ის SPS ამაჩქარებლის ჩრდილოეთის ზონა (North Area), TCC8/ECN3 ექსპერიმენტული კომპლექსი; SHiP ექსპერიმენტისთვის შექმნილი Beam Dump Facility (BDF) და ECN3 მიწისქვეშა ექსპერიმენტული დარბაზი.

03

კვლევის მასშტაბი

SHiP-ის კოლაბორაციაში ჩართულია 36 ინსტიტუტი 18 ქვეყნიდან, ასევე 9 ასოცირებული ინსტიტუტი, CERN და JINR.

04

კვლევის მიზანი

SHiP-ის მიზანია სტანდარტული მოდელის მიღმა არსებული, სუსტად ურთიერთმოქმედი ‘ფარული’ ნაწილაკების ძიება. პროექტის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ექსპერიმენტული, საინჟინრო და ტექნოლოგიური კომპეტენციების ჩამოყალიბება და ეტაპობრივი გაფართოება, უპირველესად straw-tube ტიპის დეტექტორული სისტემების კვლევის, განვითარების, პროტოტიპირებისა და წარმოების მიმართულებით.

05

სტუ-ის მკვლევართა წვლილი ექსპერიმენტში

სტუ-ის მკვლევართა ჯგუფი აერთიანებს 10-ზე მეტ მეცნიერ-მკვლევარს, ინჟინერსა და ახალგაზრდა მეცნიერს. ჯგუფი გეგმავს :

  1. Straw-tube დეტექტორული ტექნოლოგიის ათვისებას — თხელკედლიანი დეტექტორული მილების დამზადების ტექნოლოგიის ათვისება, მათი მექანიკური და ელექტრული მახასიათებლების შესწავლა;
  2. დამოუკიდებელი საინჟინრო/R&D მიმართულების განვითარებას, კონკრეტულად: დეტექტორის დიზაინი; მექანიკური კონსტრუქციები; გაზური სისტემები; მაღალი ძაბვისა და სიგნალის წაკითხვის ელექტრონიკის ინტეგრაცია და ტესტირება;
  3. ახალგაზრდა კადრების პრაქტიკულ მომზადებას — სტუდენტებისა და დოქტორანტების ჩართვას ამ პროცესში.
06

პროექტის მიმდინარეობა და ძირითადი ეტაპები

  • 2031–2033 — SHiP ექსპერიმენტის მთლიანი განხორციელება (მშენებლობა-კომისირება) იგეგმება 2031–2033 წლებში.
07

საკვანძო მკვლევრები სტუ-დან

ნიკოლოზ წვერავა

მეცნირებათა დოქტორი, კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერი-თანამშრომელი

გიორგი ადამოვი

მეცნირებათა დოქტორი, კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერი-თანამშრომელი

დავით ჩოხელი

მეცნიერებათა დოქტორი, კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერი-თანამშრომელი

ზვიად წამალაიძე

მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი

თენგიზ ტორიაშვილი

მეცნიერებათა დოქტორი, კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი-თანამშრომელი

08

გამოყენებითი პოტენციალი

  • დეტექტორული ტექნოლოგიების (კერძოდ, straw-tube სისტემების) კვლევისა და წარმოების ცენტრის ჩამოყალიბება საქართველოში;
  • ტექნოლოგიების ლოკალიზაცია და ცოდნის ტრანსფერი სხვა საერთაშორისო სამეცნიერო ინფრასტრუქტურებისთვის;
  • ახალგაზრდა კადრების მომზადება მაღალი ენერგიების ფიზიკასა და დეტექტორულ ტექნოლოგიებში;
  • სამეცნიერო კომუნიკაცია და საგანმანათლებლო outreach-პროგრამები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.
დაკავშირებული პუბლიკაციები:
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?