CERN / ATLAS Collaboration (Software / პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულება)
CERN / ATLAS Collaboration (Software / პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულება)
კვლევის დასახელება
Usage of CAD Applications as an Open-Use Geometry Modeling Research Software in Particle Physics Experiments (CAD აპლიკაციების გამოყენება, როგორც ღია გეომეტრიული მოდელირების კვლევითი პროგრამული უზრუნველყოფა ნაწილაკების ფიზიკის ექსპერიმენტებში).
კვლევის ადგილი
CERN, ჟენევა, შვეიცარია. ATLAS Collaboration (პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულება)
კვლევის მასშტაბი
კვლევა მოიცავს CAD პროგრამების გამოყენებას ნაწილაკების ფიზიკის ექსპერიმენტების დეტექტორების გეომეტრიის მოდელირებისთვის, ATLAS-ის ჩათვლით.
კვლევის მიზანი
CAD აპლიკაციების გამოყენების შესაძლებლობების შესწავლა, როგორც ღია გამოყენების კვლევითი პროგრამული უზრუნველყოფისა, რთული გეომეტრიული მოდელების შესაქმნელად და დასამუშავებლად ნაწილაკების ფიზიკის ექსპერიმენტებში.
სტუ-ის მკვლევართა წვლილი ექსპერიმენტში
სტუ-ის მკვლევართა წვლილია ინდუსტრიული CAD სისტემების ATLAS-ის დეტექტორის გეომეტრიულ აღწერასთან ინტეგრირების მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა, რაც უზრუნველყოფდა საინჟინრო და ფიზიკური სიმულაციების გეომეტრიების თანხვედრას.
საკვანძო მკვლევრები სტუ-დან
ალექსანდრე შარმაზანაშვილი
არჩილ სურმავა
შოთა კობახიძე
დავით შეყილაძე
გამოყენებითი პოტენციალი
- საინჟინრო, ფიზიკური სიმულაცია/რეკონსტრუქცია და საგანმანათლებლო/AR აპლიკაციებისთვის ერთიანი გეომეტრიული მონაცემები
- ინდუსტრიული CAD სისტემების ინტეგრირებით რესურსების დაზოგვა
- გეომეტრიის სიზუსტის გაუმჯობესება, რაც პირდაპირ აისახება ექსპერიმენტების საბოლოო შედეგების საიმედოობაზე