პროექტის მოკლე აღწერა

ელექტრონული გრამატიკული ლექსიკონის დანიშნულებაა მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება სალექსიკონო ერთეულის მორფოლოგიური და სინტაქსური მახასიათებლების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ გრამატიკულად სწორი ფრაზების ასაგებად. გარდა ამისა, ტექსტების მანქანური დამუშავებისას ასეთი ტიპის ლექსიკონები გამოიყენება ავტომატური მორფოლოგიური ანალიზის ინსტრუმენტად. პროექტი ითვალისწინებს ქართულ-ინგლისური გრამატიკული ონლაინ ლექსიკონის კომპილირების სისტემის შემუშავებას. კომპაილერის ინსტრუმენტები განთავსდება ვებგვერდზე. თავდაპირველად სისტემაში ატვირთული იქნება თანამედროვე ქართული და შესაბამისი ინგლისური ენის გრამატიკული ლექსიკონი, როგორც ბაზისური ლექსიკის ბირთვი. სისტემა მომხმარებლის მიერ მოწოდებულ ნებისმიერ სიტყვაფორმას უპასუხებს შესაბამისი ლემის სრული პარადიგმით. მისი დემონსტრაცია განხორციელდება მომხმარებლისთვის ხელსაყრელ ინტერაქტიულ რეჟიმში.

ლინგვისტი-მომხმარებელი ვებგვერდზე წინასწარი დარეგისტრირების და საჭირო აპლიკაციების ჩამოტვირთვის შემდეგ შეძლებს გრამატიკული ლექსიკონის კომპაილერისსაშუალებით ქართული ენის სხვადასხვა ქვესისტემებისა და დიალექტების გრამატიკული ლექსიკონის შედგენას არაანოტირებული ტექსტური კორპუსებიდან.

ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
ა. ჩუტკერაშვილი
ინსტიტუტი/ცენტრი
არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
FR-21-3509

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
მიმდინარე
ვადები
01/01/2022 – 01/01/2025
ბიუჯეტი
180 000 ლარი

კვლევის შედეგი

I საანგარიშო პერიოდში ჩატარდა სამუშაოები შემდეგი ამოცანების მიხედვით: N1 ქართული და ინგლისური ზმნის, არსებითი, ზედსართავი და რიცხვითი სახელების, ნაცვალსახელისა და უდეტრების ფლექსიური და დერივაციული ფორმებისთვის საკლასიფიკაციო მახასიათებლების შემუშავება და სისტემატიზაცია; №3 საკლასიფიკაციო მახასიათებლების მიხედვით ქართული და ინგლისური ზმნის, არსებითი, ზედსართავი და რიცხვითი სახელების, ნაცვალსახელისა და უდეტრების პარადიგმების სავარაუდო ყალიბების ძიების ალგორითმის შემუშავება და დესკტოპ აპლიკაციის რეალიზაცია; №4 ქართულ-ინგლისური გრამატიკული ლექსიკონის ონლაინ აპლიკაციის რეალიზაცია, ინტერნეტში განთავსება და ტესტირება. აღნიშნული სამუშაოების თემატიკით გამოქვეყნდა 4 სტატია არარეიტინგულ ჟურნალში და მოეწყო პრეზენტაცია საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაზე საქართველოში.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?