ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
ნათია გიგაური
ინსტიტუტი/ცენტრი
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
PhD-F-17-192

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
დასრულებული
ვადები
11/03/2017 – 11/03/2019
ბიუჯეტი
39300 ლარი

კვლევის შედეგი

კვლევების შედეგად საქართველოში პირველად შეიქმნა ქ.ზესტაფონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიისათვის ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი აეროზოლების გავრცელების რიცხვითი მოდელი და პროგრამული პაკეტი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. მოდელი აღწერს მაღალი სივრცული გარჩევით რთული რელიეფის მქონე რეგიონის ტერიტორიაზე დამაბინძურებელ ინგრედიენტთა განაწილებას ატმოსფეროს სასაზღვრო და მიწისპირა ფენებში სხვადასხვა სინოპტიკური და განსაკუთრებული სიტუაციების შემთხვევებისათვის.პროექტის რეალიზაციის შედეგები საშუალებას მისცემს ფართო სპექტრის მომხმარებლებს გამოიყენონ დამუშავებული მონაცემების ბაზა ისეთი პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად, როგორიცაა ქალაქის ჰაერის ეკოლოგიური უსაფრთხოების დაგეგმარების საკითხები, საამშენებლო-საპროექტო სამუშაოები, რეკრეაციული და ეკოლოგიური ამოცანები და სხვა.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?